მხოლოდ ფაქტები
* რაიმეს ადვილად დასამახსოვრებლად ზოგჯერ ლექსებს თხზავენ. არსებობს მზის სისტემის პლანეტათა ადვილად დასამახსოვრებელი ინგლისური გამოთქმა: „როგორი შეიძლება, იყოს წამალი: ტკბილი, მწარე, ძილის, აღსაგზნები, ტკივილგამაყუჩებელი“... ამ სიტყვების პირველი ასოები, ამ გამოთქმის ინგლისურ შესატყვისში პლანეტათა სახელების პირველ ასოებს შეესაბამება: მარსი, ვენერა, დედამიწა და ასე შემდეგ.
* იაპონიის კუნძულ ოკინავაზე ასეთი ძველი ტრადიციაა: ცოლ-ქმარი, რომელთაც გაყრა გადაწყვიტეს, მიჰყავთ პატარა კუნძულზე, რომელსაც „სიკვდილის კლდეს“ ეძახიან და მძიმე პირობებში ტოვებენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი უკან აბრუნებენ. მათი უმრავლესობა გადაწყვეტილებას ცვლის.
* მდინარე დნეპრის მარცხენა შენაკადი – „დესნა“ – ქართულად „მარჯვენას“ ნიშნავს.
* ინგლისში საღამოს 5 საათი ჩაის დროა, ჩაის კი ისინი ტრადიციული წესით მომზადებულს მიირთმევენ. ჩვენგან განსხვავებით, ჩაის ინგლისელები რძეში ასხამენ და არა პირიქით.
* 1256 წელს დანიის მეფემ თავადაზნაურობა აიძულა, ყველას საკუთარი გვარი ჰქონოდა. ზოგიერთმა გვარი თავისი გერბიდან აიღო. ასე წარმოიშვა, მაგალითად, „მუზარადი ვარდებში “ – როდენკანცი და „ოქროს ვარსკვლავი“ – გოლდენსტერნი.
* ნიკოლაი გოგოლის ცნობილი ფრაზა, რომელიც მთავრდება: „... ჩვენთან მოდის რევიზორი“, – პირველ ვარიანტში 72 სიტყვისგან შედგებოდა, მეორე ვარიანტში 45 სიტყვა იყო, მესამეში – 32. ხოლო საბოლოო ვარიანტი, რომელიც მთელმა მსოფლიომ იცის, 1842 წელს დაიწერა და 15 სიტყვისგან შედგება.
* ბერლინის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სწავლულთა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანთა სმენის დაქვეითებას ხშირ შემთხვევაში მათი პროფესია იწვევს, მაგალითად: ორივე ყურში ცუდად ესმით ავიადისპეტჩერებს, ცნობათა ბიუროებისა და სხვა მსგავს დაწესებულებებში მომუშავე ოპერატორებს, მევიოლინეთა უმრავლესობას კი სმენა დაქვეითებული აქვს მხოლოდ მარცხენა ყურში.