კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ვერ აკონტროლებს საკუთარ ემოციებს ნაინ რაიმი და როდის იგრძნო თავი კლეოპატრად მის თიკამ

 

 

 

ქართულ შოუ-ბიზნესში ბევრი ახალი სიმღერა იწერება, მაგრამ, ყველა როდი ჰიტდება. ჩვენმა რესპონდენტებმა – მის თიკამ და ნაინ რაიმმა (9 rhym) ახლახან დუეტში გადაწყვიტეს სიმღერა და ეს ცდა წარმატებული აღმოჩნდა. მართალია, ამ სიმღერის ქართული ვერსიაც არსებობს, მაგრამ, ამ ეტაპზე რადიო „ფორტუნა პლუსის” ტალღაზე მისი მოსმენა მხოლოდ ინგლისურ ენაზეა შესაძლებელი. სიმღერამ ეთერში გასვლისთანავე მიიქცია  მსმენელის ყურადღება და სიმპათიაც დაიმსახურა. რამდენიმე დღის წინ ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებაც დაასრულეს და სულ მალე მაყურებელს სიურპრიზს შესთავაზებენ. კლიპი უცხოეთში გადაიღეს, თუმცა ამაზე წინასწარ ბევრს არ ლაპარაკობენ. ერთი კი გაირკვა, რომ ისინი ამ კლიპით ქართულ შოუ-ბიზნესში ახალი სიტყვის თქმას გეგმავენ.

– ახალი ინგლისურენოვანი სიმღერა, რომელიც დუეტში შეასრულეთ, პირველად რომ მოვისმინე რადიოში, ქართველების შესრულებული ნამდვილად არ მეგონა.

მის თიკა: სხვათა შორის, ეს ძალიან ბევრმა აღნიშნა. 

ნაინ რაიმი: ძირითადი დატვირთვა სწორედ ის იყო, რომ ასეთი სიმღერა გაგვეკეთებინა. თან, ამ სტილის სიმღერების წერის ტენდენცია შემოვიდა. ჩარტებსაც რომ შეხედოთ, სულ მსგავსი სიმღერებია. დროა, მსოფლიოს შოუ-ბიზნესს წამოვეწიოთ.

მის თიკა: მალე ამ სიმღერაზე კლიპიც გამოვა, რომელიც უკვე გადავიღეთ. ჯერ თაროზე გვაქვს შემოდებული და მაყურებლისთვის სიურპრიზად ვინახავთ. 

ნაინ რაიმი: იმას კი გეტყვით, რომ კლიპი საქართველოში არ გადაგვიღია. 

მის თიკა: ძალიან ლამაზი ადგილებია კლიპში ასახული. სხვათა შორის, ერთ-ერთი კადრი სწორედ იქ არის გადაღებული, სადაც კლეოპატრა ბანაობდა. სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში მეც კლეოპატრად წარმოვიდგინე თავი.

ნაინ რაიმი: ფიზიკურადაც ძალიან ჰგავდა კლეოპატრას, ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ერთი გადაღება პამუკალეზე გვქონდა. ძალიან ლამაზი ადგილებია, პირადად მე ასეთი სილამაზე ჯერ არ მინახავს. მერვე და მეცხრე საოცრებაც ეგ არის. როგორც გავიგე, პამუკალეს კეტავენ და ხალხი ვეღარ შევა იქ. სამაგიეროდ, ჩვენ დაგვრჩება კლიპში.

– საქართველოს გარეთ თუ გეგმავთ კლიპის გატანას?

მის თიკა: დაინტერესება არის „მუსტევედან” და, ვნახოთ, რა იქნება. რაც მთავარია, კლიპის დემოვერსია მოწონებულია და მხარდაჭერა მოგვცეს. მომავალში რა და როგორ იქნება, ამას უკვე დრო გვიჩვეებს.

ნაინ რაიმი: ძალიან მაღალი ხარისხის კლიპი რომ არის, ამას ჩემს თავზე ვიღებ. ამდენი ხანი იმიტომ ვიყავი გაჩერებული, რომ, მინდოდა, თუ გავაკეთებდი, კარგი და ხარისხიანი ყოფილიყო. 

– რა დაჯდა ამ კლიპის გადაღება?

– 10 000 დოლარი. ვინც ნახავს, ყველა მიხვდება, რომ ასეთი კლიპი საქართველოში არ არის. 

– თქვენი ტანდემი როგორ შედგა?

– საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ბითმეიქერი არის დიჯეი მედმენლი, რომელიც დღესდღეობით ჩემი მუსიკალური პროდიუსერია. ის თიკას დაუკავშირდა და ამ სიმღერის დუეტში ჩაწერა შესთავაზა. თიკამ მოისმინა, მოეწონა და ამ პროექტის განხორციელება გადავწყვიტეთ. სიმღერის ტექსტი დაახლოებით 3-4 წლის წინ დავწერე, რომელიც თაროზე იყო შემოდებული. არანჟირებაც 4 თვის წინ გაკეთდა, რომელიც იცვლებოდა და თანდათან მუშავდებოდა. საბოლოო ჯამში, მგონი, ნორმალური გამოვიდა. ყოველ შემთხვევაში, ცუდი არ არის – ამას მე ვიღებ საკუთარ თავზე. პრემიერა „ფორტუნა პლუსზე” შედგა და ძალიან მოთხოვნადი გახდა ეს სიმღერა, რაც ძალიან გაგვიხარდა. კლიპის გადაღების დროს, ამ სიმღერით უცხოეთში ერთ-ერთ ცნობილ კლუბშიც გამოვედით. ამ კლუბში ბევრი ცნობილი მომღერალი გამოსულა, მათ შორის ინა ჰოთი და „ფიფთი ცენტი.” არ ვიცოდით, როგორ მიგვიღებდნენ, მაგრამ, სიმღერის დროს ხალხი ფეხზე იდგა. მეორე დღეს სხვა კლუბის წარმომადგენელმაც შემოგვთავაზა მათთან სიმღერა, მაგრამ, ვერ შევძელით, რადგან კლიპის მორიგი გადაღება გვქონდა დაგეგმილი. 

– თქვენს ფსევდონიმებზე მინდა გკითხოთ. როგორ ფიქრობთ, კომერციულად მომგებიანია „მის თიკა“ და „ნაინ რაიმი“?

მის თიკა: 16-17 წლის ასაკში საბერძნეთში ვიყავი დიზაინერულ სტუდიაში, სადაც, როგორც გასათხოვარ გოგონას, „მის თიკას“ მეძახდნენ. მერე კი შემრჩა ეს სახელი, რადგან კარგად ჟღერდა. 

– სხვათა შორის, ყველა ვერ აღიქვამდა შენს ფსევდონიმს, ბევრისთვის „მისტიკაც“ იყავი, თუ ამას ლათინურად ამოიკითხავდა.

– ესეც გათვლილი იყო. მე ხალხს სულ ვაბნევ.

ნაინ რაიმი: „ნაინ“ ქართულად „ცხრას“ ნიშნავს, რომელიც ჩემი იღბლიანი ციფრია, „რაიმ“ კი „რიტმს“ ნიშნავს, რაც, ასე თუ ისე, რეპთან არის კავშირში. ცოტა რთული დასაძახებელია ეს სახელი და მეგობრები „ცხრას“ მეძახიან. რაც კი ცხრიანთან კავშირშია, ყველას მე ვახსენდები. 

– როდის დაიწყე სიმღერა?

– სიმღერებს 2002 წლიდან ვწერდი, მაგრამ სტუდიაში 2009 წლამდე არ ჩამიწერია

– როგორც გავიგე, კარატისტი ხარ.

– დიდი ხანია, ამ სპორტში ვვარჯიშობ. საქართველოს ნაკრებშიც ვიყავი, მაგრამ, ბოლო დროს აქტიურად აღარ მივარჯიშია. ახლა ბავშვებს, ვავარჯიშებ.

– რა მიღწევები გაქვს?

– საქართველოს ჩემპიონი ვარ და მის ფარგლებსაც გავცდი, მაგრამ, ამაზე ბევრი საუბარი არ მინდა.

– ქუჩაში თუ გიჩხუბია?

– კი, როგორ არ მიჩხუბია, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ქუჩაში ჩხუბისგან ყოველთვის მაქსიმალურად ვიკავებ თავს. ისე, ძალიან ფეთქებადი ვარ. საყვარელ ადამიანს ვინმემ შეურაცხყოფა რომ მიაყენოს, შეიძლება, თავი მოვაჭრა. 

– თიკა, შენც ფეთქებადი ხარ?

მის თიკა: ფეთქებადი არ ვარ, საკმაოდ დიდი მოთმინების უნარი მაქვს, მაგრამ, თუ გავბრაზდი, მერე უკვე ძალიან ცუდი და აგრესიული ვხდები. თუმცა, ეს ძალიან იშვიათად ხდება.

– რაზე არ იტყვით არასდროს უარს?

– უარს არასდროს ვიტყვი სიმღერაზე. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვარ – ყოველთვის ვმღერი. შეიძლება, ძილშიც კი ვიმღერო.

ნაინ რაიმი: მეც ზუსტად ასე ვარ. ჩემი მეგობარი მეუბნებოდა ადრე, ქუჩაში რომ მოდიხარ, მღერი  და ხელებს იქნევ, ხალხი, ალბათ, ფიქრობს, რომ გიჟი ხარ და ასე ემოციურად ნუ მღერიო. ყურსასმენებს რომ გავიკეთებ, მერე უკვე ვეღარ ვაკონტროლებ ემოციებს.

– როგორც გავიგე, შენი ფავორიტები ჯეკსონი და ემინემი არიან.

– 4 წლიდან ჯეკსონს ვუსმენ, რომელმაც მუსიკა შემაყვარა. ემინემი რომ ვნახე პირველად, გავგიჟდი – ეს ვინ არის-მეთქი. მაშინ არ ეწერებოდა, ვინ  მღეროდა და ერთი- ორი წელი ვეძებე, ვინ იყო ეს ქერათმიანი გიჟი. რეპის მოსმენა ემინემით დავიწყე.

– შენ და თიკა ერთმანეთს როგორ დაახასიათებთ?

– ცხრა სიტყვით დავახასიათო? საყვარელი, ლამაზი, მეგობრული, ერთგული, მუსიკალური, ხავერდოვანხმიანი და ასე შემდეგ.

მის თიკა: მე კი დავახასიათებ, როგორც მეგობრულს, მხიარულს, უშუალოს, კარგ, ნიჭიერ ადამიანს და კარგ სპორტსმენს.

– 9 – ჩემი იღბლიანი რიცხვიაო, აღნიშნე და საუბარში ისიც თქვი, მეცხრე ცაზე მგონია თავიო. ხშირად ხარ ასე?

ნაინ რაიმი: ფაქტობრივად, ვცხოვრობ მე-9 ცაზე. რაც ცხრასთან არის დაკავშირებული ყველგან მე ვარ. 

– მიზანდასახული ადამიანები ხართ?

– საკუთარი თავი მიზნის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ამიტომ, მიზანი ყოველთვის მაქვს. ღმერთის წყალობით, ჯერჯერობით ყველა მიზანს ვაღწევ. 

მის თიკა: ზოდიაქოთი „მშვილდოსანი“ ვარ და, შინაგანად მაინც მაქვს სხეულში მიზანდასახულობა. მიყვარს, როცა გარკვეულ მიზნებს ვაღწევ, რაც ძალიან მაგარი შეგრძნებაა. თუ რთული მიზანი მაქვს, მყავს ძალიან კარგი საახლობლო წრე, რომელიც აქტიურად მეხმარება ამ სირთულის გადალახვასა და მიზნის მიღწევაში. 

– ზაფხული ის დროა, როცა აქტიურად არის „დაქოქილი” შოუ-ბიზნესი და არაერთი კონცერტი იმართება ქვეყნის მასშტაბით. თქვენ თუ გეგმავთ რამეს?

– ყველამ იცის, რომ შოუ-ბიზნესი ერთი პატარა ოჯახია, რომელიც ძალიან რთულად იკარებს უცხო პირებს. ჩვენ ვცდილობთ, მათი ოჯახის წევრები გავხდეთ ან ჩვენი ოჯახი შევქმნათ. 

 

скачать dle 11.3