კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რეკლამა ზღვისა და კოსმოსისთვის

 

არაბმა მილიარდერმა შეიხმა გადაწყვიტა, ცნობილი გამხდარიყო არა მარტო ჩვენს პლანეტაზე, არამედ, მის გარეთაც და...  საკუთარ კუნძულ ალ-ფუტაისიზე კილომეტრიანი ასოებით დაწერა თავისი სახელი. წარწერა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ კუნძულზე არ დაეტია და მუშებს წყლის „შევიწროება“ მოუხდათ. სახელი HAMAD შესანიშნავად ჩანს კოსმოსიდან.

ვარაუდობენ, რომ ასოები კუნძულზე ისეა განლაგებული, რომ, არა მარტო კოსმოსიდან, ზღვიდანაც კარგად ჩანს, რაც მდიდარ იახტსმენ-ტურისტებს მოიზიდავს. საქმე ისაა, რომ კუნძულ ალ-ფუტაისიზე განლაგებულია კურორტები აუზებით, გოლფის მოედნით, ასევე, შესანიშნავი პირობებია ცხენოსნობის მოყვარულთათვის... ანუ, წარწერა შეიხის შემოსავლების გასაზრდელად ერთგვარი რეკლამაა.

შეიხი ჰამად ნენ ჰამდან ალ ნახიანი 63 წლისაა. ის აბუ-დაბის ემირატის მმართველთა ოჯახში შედის. მის საკუთრებაშია 22,6 მილიარდი დოლარი. ასე რომ, სიმდიდრით მას მხოლოდ საუდის არაბეთის მეფე სჯაბნის. აღსანიშნავია, რომ შეიხის ავტომობილების ცნობილ კოლექციაში 200 მსუბუქი ავტომანქანაა, მათ შორის შვიდი „500 SEL“ ტიპის „მერსედესია“,  რომელთაგან თითოეულის ფერი ცისარტყელას თითო ფერს შეესაბამება და კვირის გარკვეულ დღეს გამოიყენებენ. 

 

скачать dle 11.3