ბიოსაწვავი ბენზინზე მავნებელია
„ტრადიციულ ნავთობპროდუქტებზე გაცილებით მეტი ზიანი მოაქვს ბიოსაწვავს“, – ამტკიცებს გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Greanpease, – ეს იმიტომ, რომ „ეკოლოგიური“ სათბობის საწარმოებლად ასობით ჰექტარი ტყე იჩეხება.
„პლანეტის ფილტვები“ მთელ მსოფლიოში ნადგურდება იმ ფართობების გასათავისუფლებლად, სადაც ხელოვნური სელექციითა და კულტივაციით მოყვანილი ზეთოვანი პალმებით, სოიიით, თალგამით უნდა აწარმოონ ბიოსაწვავი, რასაც სერიოზული ზარალი მოაქვს.
Greanpease-მა დაიწყო რეგლამენტის დამუშავება, რომელიც დაადგენს „მწვანე“ საწვავის წარმოებისა და გამოყენების წესებს. ეკოლოგები ტყის ჭრაზე სერიოზული შეზღუდვების დაწესებას აპირებენ.
ამას გარდა, ბიოსაწვავის წარმოება ხელს უშლის შიმშილობის პრობლემის გადაწყვეტას. წლიდან წლამდე, მსოფლიოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის – სიმინდის, შაქრის, პალმის ზეთის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკოლოგიური საწვავის წარმოებაში მიდის და, სწორედ ამის გამო, შესაბამისად, იზრდება ფასი საკვებ პროდუქტებზეც.