კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

ძამაშვილი-მენთეშაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული ქართული სიტყვა ძამა. ძამა გვხვდება, აგრეთვე, როგორც მიმართვის ფორმა.

ამავე ძირისაა გვარი ძამელაშვილი.

„აზნაური ძამელაშვილი – ამათნი წინაპარნი არიან მოსრულნი ახალციხიდან დროსა ციციანთა მოსვლისასა და მერე გამოვიდნენ და დაესახლნენ ქართლს და ადგილისა გამო გაუგვარდათ ძამელაშვილობა მეფისა თეიმურაზისა დროს 1730 წელსა და არიან ესენიცა მოხსენიებულნი ტრაქტატსა შინა“.

ძამაშვილებისგან აუღიათ სათავე მენთეშაშვილების ცნობილ საგვარეულოს. საკუთარი სახელი მენთეშა არაერთხელ გვხვდება ქვემო ქართლში 1721 წლის მოსახლეობის აღწერის დავთარში.

მენთეშაშვილები 60 კომლის ოდენობით ცხოვრობდნენ ქიზიყის სოფელ მაჩხაანში, იყვნენ სხვაგანაც. რუსებმა ისინი მენთეშოვებად ჩაწერეს, მაგრამ, ძველი დროიდანვე ქართველები იყვნენ. მათ თეიმურაზ და ერეკლე მეფეების სიგელ-გუჯარებიც აქვთ ბოძებული. მეთრვამეტე საუკუნის შუა ხანებში, ლეკიანობის შიშის გამო, რადგან იმ დროს ისინი ქიზიყს ხშირად ესხმოდნენ თავს, მენთეშაშვილების რამდენიმე კომლი თბილისში, წავკისში, ბორბალოსა და ვაშლოვანის ტერიტორიაზე დასახლდა და ეყმნენ იქაურ ბატონებს.

მენთეშაშვილები ქვემო ქართლში, კერძოდ კი, დმანისის რაიონში, აზნაურები იყვნენ.

საქართველოში 817 ძამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 380, გარდაბანში – 248, რუსთავში – 52. არიან სხვაგანაც.

1 556 მენთეშაშვილი: თბილისში – 675, სიღნაღში – 288, რუსთავში – 127. არიან სხვაგანაც.

ჯირაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ჯირა.

1721 წელს დურნუკში მოიხსენიებიან ბერუა, როსება და გიუა ჯირაშვილები.

დღეს ჯირაშვილების ნაწილი სომხებად იწერება.

საქართვლეოში 117 ჯირაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 81, თეთრი წყაროში – 15, ბოლნისში – 11. არიან სხვაგანაც

გაბიდაური

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გაბიდა.

1796 წელს კოღოთაში, ერეკლე მეორის მიერ შედგენილ ყმების ნუსხაში, მოიხსენიება ვინმე გაბიდაური.

მახარობელი გაბიდაური, 1873 წლის აღწერით, სოფელ ნამტვრევანში მოიხსენიება.

საქართველოში 383 გაბიდაური ცხოვრობს: თბილისში – 132, თეთრი წყაროში – 93, თიანეთში – 31. არიან სხვაგანაც

ომსარაშვილი

ომსარაშვილი კახეთში გაჩენილი გვარია. ამ გვარის წარმომადგენლები ძირითადად გურჯაანში ცხოვრობენ.

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ომსარა. ეს საკუთარი სახელი დაფიქსირებული აქვთ ივანე ჯავახიშვილსა და ალექსანდრე ღლონტს.

ომსარა, ქართული ტრადიციით შედგენილი ორფუძიანი და ორკომპონენტიანი სახელი უნდა იყოს. მასში მონაწილეობას იღებს ომა, ომან, ომია და სარა. ეს საკუთარი სახელი ერქვათ როგორც ქართველ ებრაელებს, ასევე, ქართველებსაც.

საქართველოში 138 ომსარაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 78, თბილისში – 38, თელავში – 10. არიან სხვაგანაც.

საფარაშვილი-საფარიშვილი-საფარიძე

გვარის ფუძეა სადაურობის აღმნიშვნელი ტერმინი – საფარა. ასევე, ის გვხვდება საკუთარ სახელადაც.

ისტორიული წყაროებიდან ცნობილია გაბრიელ საფარელი, რომელიც ათონის ივერთა მონასტრის ქველმოქმედი იყო, მისი ძმა იოანე საფარელი კი ბოლოს კათალიკოსი გახდა.

ამავე ძირისაა გვარები საფარიძე და საფარიშვილი.

1752 წლის ივნისში თეიმურაზ მეორის „სამართალში“ მოხსენიებულია საფარა, გიორგი, იოსებ ოსინაშვილისა და ბაღდასარ საფარაშვილის საქმეზე.

საქართველოში 109 საფარაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 41, საგარეჯოში – 18, რუსთავში – 12. არიან სხვაგანაც.

28 – საფარიშვილი.

35 – საფარიძე.

სულეიმანაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სულეიმანი, რომელიც თურქული წარმოშობისაა.

ქიტა სულეიმანაშვილი 1672 წელს მოხსენიებულია ნასყიდობის წიგნში.

სულეიმანაშვილი იყო მებატონეც.

„თონეთელ სახელმწიფო გლეხს, თომე სულეიმანაშვილს და სჯულისმიერ ცოლსა მისსა მზექალას, 1832 წელს შეეძინათ ვაჟი აბრაამი, რომელიც მონათლა მღვდელმა  სოლომონ შავშიშვილმა“.

თომა სულეიმანაშვილი მოიხსენიება დიდ თონეთში 1843 წელს.

საქართველოში 160 სულეიმანაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 52, თბილისში – 27, თეთრი წყაროში – 14. არიან სხვაგანაც.

ფარცვანია

არსებობს ვარაუდი, რომ გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფარსმანი, რომელმაც განიცადა სახეცვლილება: ფარსმან-ფარცმან-ფარცვან – ფარცვანია.

გვხვდება ტოპონიმები: საფარცვანიო – უბნები რუხში, საჯანაშიოსა და ქვემო სათოდუოს შორის; ოდიშში – ჯამის მარჯვენა მხარეს, ორეულში, ერგეტაღალის სათავესთან; ხამისქურში – ურთის მთის ძირას, უფალკარში – სახუბულოსა და საფარღალას შუა.

ფარცვანიას შესახებ საუბარია როგორც პაატა ცხადაიას, ისე ნიკოლოზ ჯომიდავას წიგნებში და მოხსენიებულია 3 000 მეგრულ გვარში.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის, რაოდენობის მიხედვით, ფარცვანია 370-ე ადგილზეა, ზუგდიდის რაიონში კი – მე-19 ადგილზე.

საქართველოში 2 204 ფარცვანია ცხოვრობს: ზუგდიდში – 1 230, თბილისში – 242, ხობში – 186. არიან სხვაგანაც.

გულაბერიძე

გულაბერიძე უძველესი ქართული გვარ-სახელია. ის ორი სახელისგან არის წარმომდგარი, კერძოდ, გულა და ბერი.

ამ გვარის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ნიკოლოზ გულაბერიძის აღაპი. ეს არის ერთ-ერთი უძველესი აღაპი, რომელიც ჩაწერილია ჩვენამდე მოღწეულ ჯვრის სამონასტრო მატიანეში; აღაპთა მეორე, მთავარ წიგნში არის ნიკოლოზ გულაბერიძის – მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში ცნობილი ქართველი მწერლისა და მოღვაწის, ქართლის კათალიკოსყოფილის აღაპი.

ნიკოლოზ გულაბერიძე, ანტონ ქუთათელ საღირაძესთან ერთად, იყო  ხელმძღვანელი საეკლესიო კრებისა, რომელიც თამარ მეფის მოწვევით, 1184-1185 წლებში გაიმართა. ნიკოლოზმა ბევრი იღვაწა მთაწმინდის მონასტერში. იქ დიდ მშენებლობას აწარმოებდა და 1210 წელს გარდაიცვალა.

საქართველოში 122 გულაბერიძე ცხოვრობს: ხელვაჩაურში – 116, ბათუმში – 5, ქობულეთში – 1.

ხავთასი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხავთაი.

გვარის უწინდელი სახე იყო ხავთაისძე და დროთა განმავლობაში შემორჩა როგორც ხავთასი.

გვარი 1240-1250 წლებში მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში.

იოსებ ხავთაისძის აღაპი შეტანილია მთავარ სააღაპე წიგნში 1240-1250 წლებში. სააღაპე წიგნი შედგენილია იმ მდივან-მწიგნობრის მიერ, რომელსაც ჩაუწერია გიორგი დადიანისა და აგავ გორგოშიძის ოჯახების აღაპები.

საქართველოში 656 ხავთასი ცხოვრობს: ოზურგეთში – 244, თბილისში – 225, ვანში – 48.

არიან სხვაგანაც.

გეგეშიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გეგე, რომელიც მეგრული სიტყვაა და „ყმას“ ნიშნავს.

გეგეშიძეები 1941 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდიდან ასურეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.

საქართველოში 1 944 გეგეშიძე ცხოვრობს. თბილისში – 469, სამტრედიაში – 431, ქუთაისში – 164. არიან სხვაგანაც.

კორიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კორე.

მარაბდელმა იოსებ კორიაშვილმა 1826 წელს სოფელ კოდის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მონათლა ვაჟი – ივანე.

ამავე ძირისაა გვარები: კორელაშვილი, კორაშვილი, კორახაშვილი.

საქართველოში 670 კორიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 156, სიღნაღში – 136, ლაგოდეხში – 128. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3