კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

კითხვა: მყავს ავტომობილი „გოლფ 4”. სისტემატურად ვასხამდი „ეკოს” საწვავს – სხვა ბენზინზე ძრავადან ხმა ისმოდა. ხომ არ მირჩევთ, რა ტიპის საწვავი ჩავასხა ან რა გავაკეთო იმისთვის, „კლაპანების” ხმა არ ისმოდეს და ძრავამ კარგად იმუშაოს? 

პასუხი: მართალია, „ეკოს” საწვავი აღარ იშოვება, მაგრამ, „ეკოს” ბენზინგასამართი სადგური ისევ არსებობს. იმისთვის, რომ „გოლფ 4-ს“,  ანუ ავტომობილს, რომელიც „პრემიუმს“ და უფრო მაღალი ხარისხის საწვავს მოიხმარს, „კლაპანების“ ხმა არ ჰქონდეს, მოგიწევთ სხვა ბენზინგასამართ სადგურზე „სუპერის“ ტიპის საწვავის ჩასხმა. რეალურად, ეგრეთ წოდებული „კლაპანების” ხმა, რასაც ყველა უჩივის, სინამდვილეში, ძრავში განვითარებული დეტონაციაა. ეს ნიშნავს, დაუწვავი საწვავის აფეთქების ციკლის შემდგომ ფეთქებას. ანუ, ევროპასა და იაპონიაში შეძენილი ავტომობილებისთვის უფრო მაღალი ოქტანობის საწვავია საჭირო, უფრო მაღალი სიმძლავრეების მისაღებად. შესაბამისად, დაბალი ოქტანობის საწვავი იწვევს დეტონაციებს. ხოლო, ამერიკაში გასაყიდი ავტომობილების შემთხვევაში, იქნება ეს ამერიკული, ევროპული თუ იაპონური ბრენდი, უფრო დაბალი ოქტანობის საწვავს მოიხმართ ანუ, თავისუფლად იტანს ნებისმიერი ტიპის საწვავს, რომელიც ჩვენს ბენზინგასამართ სადგურებში იყიდება.  

კითხვა: მყავს ავტომობილი „მერსედესი C 230 კომპრესორი”. პერიოდულად მისი კომპრესორი ხან ირთვება, ხან – ითიშება. ვერც ერთმა ხელოსანმა ვერ გაუგო, რა სჭირს. იქნებ თქვენ ამიხსნათ, რადგან, თუ კომპრესორი გაითიშა, საერთოდ არ აქვს გაწევა, სუსტდება და, რაც მთავარია, გაცილებით მეტს წვავს.

პასუხი: კომპრესორიანი ავტომობილების შემთხვევაში, ბევრი სხვადასხვა ტიპის მიზეზი შეიძლება იყოს, რაც მის გამორთვას იწვევს, აქედან შეიძლება გამოვყოთ  ორი ძირითადი – მექანიკური და ელექტრული. უფრო ხშირად მექანიკურში ზიანდება ვაკუუმის მილები, რომლებიც მის ჩართვა-გამორთვას აკონტროლებს. ძალიან ძნელია იმ მილის პოვნა, რომელიც დაზიანებულია და, უფრო მარტივია, კომპრესორში მიმავალი ყველა ეს წვრილი მილი, შეიცვალოს, მით უმეტეს, რომ ძვირი არ ღირს. მეორე – კომპიუტერში მწყობრიდან გამოდის მიკროჩიპი, რომელიც აკონტროლებს კომპრესორის ჩართვა-გამორთვას. ეს უკვე გავლილი ეტაპია – ელექტრიკოსებმა იციან ამ მიზეზის შესახებ და ამ ჩიპის შეცვლა რთული არ არის, თუმცა, ყველა ხელოსანი ამას არ აკეთებს. უნდა გაიკითხოთ, ვინ არის გამოცდილი და კარგი ხელოსანი ამ სფეროში, ვინ მუშაობს კონკრეტულად „მერსედესებზე” და მას მიმართოთ. 

 

 

скачать dle 11.3