კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

 

კითხვა: ჩემი მცენარე ძალიან დასუსტდა და მიწაც გამოუშრა, მგონი, წყალი დავაკელი, როგორ დავეხმარო?

პასუხი: უპირველსად, უნდა დარწმუნდეთ, რომ მცენარის დასუსტების მიზეზი უწყლობაა. შემდეგ მოარიდეთ მზეს და გრილი წყლით სავსე პლასტმასის ჯამში ჩადგით. თუ მიწა ისე მშრალია, რომ ქოთანი ტივტივებს, კენჭები დააყარეთ მიწის ზედაპირს და ქოთანი დაამძიმეთ. ოცი წუთის შემდეგ, ქოთანი ამოიღეთ და 10 წუთის განმავლობაში დაწრიტეთ. ცოტა ხანში თქვენი მცენარე აუცილებლად გამოცოცხლდება.

კითხვა: მონსტერას ფოთლები აქეთ-იქით არის გადაზნექილი და მისი ღერო სიმყარეს ვერ ინარჩუნებს. რით დავეხმარო?

პასუხი: ამ მცენარეს ხავსიანი საყრდენი სჭირდება. შეგიძლიათ, ეს საყრდენი ჯოხზე ხავსის მიმაგრებით მიიღოთ ან მაღაზიებში შეიძინოთ. აუცილებელია ხავსის ტენიანობა, რომ საჰაერო ფესვები არ გამოშრეს. მონსტერას დამორჩილება იოლია, მიწაში ხავსის საყრდენი ისე ჩაარჭეთ, რომ მცენარის ფესვები არ დააზიანოთ, ამ აბურდული მცენარის ორივე ღერო ფრთხილად დაახვიეთ ღერძზე და მიამაგრეთ. ამის შემდეგ, თქვენი მცენარე ნამდვილად შეინარჩუნებს წონასწორობას.

კითხვა: ბაღში მაქვს ვარდები, რომლებსაც ძალიან ბევრი ლოკოკინა დაესია. როგრო ვუშველო?

პასუხი: სადაც ვარდია, ის ადგილი უნდა აუცილებლად შეიწამლოს კარატეთი ან აკტელიკით. 5 გრამი წამალი გახსენით 10 ლიტრ წყალში და მოასხით მთლიანად იმ ადგილს, სადაც ვარდებია და თავად მცენარეებსაც. ასე გაიმეორეთ 4-5-ჯერ და ლოკოკინები აღარ იქნება. 

კითხვა: როგორ მოვუარო ზამიოკულკასს?

პასუხი: ეს იოლად გასაზრდელი მცენარეა და არც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დროდადრო სიმშრალესაც იტანს, მაგრამ, შეიძლება, ფოთლები დასცვივდეს. თუმცა, თუ ჩამოვარდნილ ფოთოლს ტენიან მიწაზე დადებთ, დაფესვიანდება და ორ წელიწადში ახალი მცენარე გექნებათ.

 

скачать dle 11.3