კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ვითარდება სითბური დარტყმა და უქმნის თუ არა საფრთხეს ცხოველის ჯანმრთელობას სიცხეში ფიზიკური დატვირთვა

ზაფხული, ცხელი მზე და მაღალი ტემპერატურა ცხოველებზე საკმაოდ ცუდად მოქმედებს. ზოგს ჰგონია, რომ ძაღლი ყველაფრის ამტანია და ის „კოჭლობით არ მოკვდება“, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის. ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა – სიცხე და მის მიერ გამოწვეული გართულებებია.  ამ თემის შესახებ კი ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგვითხრობს.

 

ზაქრო ბაჯიაშვილი: ზაფხულის პერიოდში ხშირია შემთხვევები, როცა გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს ხდება ორგანიზმის გადახურება, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია არა მარტო გარემო პირობებზე და მაღალ ტემპერატურაზე, არამედ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ორგანიზმის ცუდ თერმორეგულაციურ სისტემაზე. ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს ორგანიზმის ადვილად გადახურებასა და სითბურ დაკვრას.  

– სითბურ დაკვრაზე რას გვეტყვით, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია?

– სითბური დაკვრა არის მდგომარეობა მძიმე ჰიპერთერმიისა, როცა ორგანიზმის ტემპერატურა მომატებულია 40,5-43,0 გრადუსამდე, გარემოს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ან სითბოს გაძლიერებული პროდუცირებით. 

სითბური დაკვრა ხშირად  ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ცხოველს ტოვებენ გახურებულ ავტომობილში ჩაკეტილს ან ქუჩაში, სიცხის დროს, პირდაპირი მზის სხივების ქვეშ. სითბური დაკვრის პროვოცირებას იწვევს ცხოველის ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, რაც ვითარდება იმ ძაღლებში, რომლებსაც ავარჯიშებენ ცხელ და ნესტიან ამინდში; ასევე, ცხოველებში, რომელთაც შეზღუდული აქვთ სითბოს გაცემის საშუალება.

– რა საშუალებით დავიცავთ ცხოველს სითბური დაკვრისგან?

– პასუხი მარტივია: ნუ გაიყვანთ თქვენს ცხოველს გარეთ მაღალი ტემპერატურის დროს, ნუ დატოვებთ მას თაკარა მზის ქვეშ. არც ის არის მიზანშეწონილი, როცა ცხელ ამინდში ცხოველებს ფიზიკურად ავარჯიშებენ, განსაკუთრებით  – გრძელბეწვიან ძაღლებს და მათ, რომლებთაც აწუხებთ გულის უკმარისობა. ასევე, თუ ცხოველს ვინახავთ ქალაქგარეთ, ეზოს პირობებში,  ის აუცილებლად უნდა იყოს ჩრდილის ქვეშ და მუდმივად ჰქონდეს წყალი. სითბური დარტყმის პროფილაქტიკის რამდენიმე ძირითადი პუნქტი შეიძლება გამოვყოთ, ესენია: სუფთა ჰაერი, წყალი, ჩრდილი, შესაბამისი დატვირთვა. თუ თქვენ მაინც ვერ დაიცავთ ამ პირობებს და ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ ცხოველს სიცხის დროს, მაშინ, დიდი ალბათობაა თქვენს ცხოველს სითბური დარტყმა განუვითარდეს. ამ შემთხვევაში კი აუცილებელია მკურნალობის ჩატარება, რისთვისაც უნდა მიმართოთ ვეტერინარს.

– ხომ შეიძლება, ამ დროს ვეტერინარი საერთოდ არ იმყოფებოდეს იმ აგარაკზე ან სხვა ადგილას, სადაც ცხოველს სითბური დაკვრა განუვითარდება. ასეთ დროს რა უნდა ვქნათ?

– თუ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდით, მაშინ, თავად მოგიწევთ პირველადი დახმარების გაწევა თქვენი ცხოველისთვის. ყველაზე მარტივი ამ შემთხვევაში არის წყლის დასხმა, რაც უზრუნველყოფს სითბოს გაცემის გაძლიერებას. მოვათავსოთ ცხოველი ჩრდილში და მივცეთ მას საშუალება, ისუნთქოს სუფთა ჰაერი. ამის მერე კი აუცილებლად უნდა მიმართოთ ვეტერინარს და, თუ ის იქ არ იმყოფება, ცხოველი გადაიყვანეთ უახლოეს ქალაქში ან დაბაში, სადაც ვეტერინარის ნახვის საშუალება გექნებათ.

– რაზეა დამოკიდებული სითბოს გამომუშავება და როგორ ხდება მისი გაცემა?

– სითბოს გამომუშავება დამოკიდებულია გარემოსა და ორგანიზმის ტემპერატურაზე, რაც გამომუშავდება მეტაბოლიზმის შედეგად. სათბოს გაცემას რაც შეეხება, ეს ხდება სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით, მაგალითად, ოპტიმალური პოზის შერჩევით, სისხლის მიმოქცევის ცვლილებით, სისხლძარღვების გაფართოება-შევიწროებით, გაგრილება-აორთქლებით, კერძოდ, სუნთქვის გახშირებით. ძაღლებსა და კატებს არ აქვთ საოფლე ჯირკვლები, ამიტომ მათში სითბოს გაცემა ხდება სუნთქვის გახშირებით. გახშირებული სუნთქვის დროს კი სითხის აორთქლება და გაცემა ხდება ზემო სასუნთქი გზებიდან.

– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ცხოველი გადახურებულია? 

– გადახურების დროს ცხოველს აღენიშნება ქოშინი, ანუ სუნთქვითი მოძრაობების გახშირება; ასევე, ტაქიკარდია – გულისცემის გახშირება, ლორწოვანი გარსების სიწითლე და ლორწოვანის გარსების სიმშრალე. სითბური დაკვრის განვითარების დროს ხდება ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, რაც გამოიხატება სუსტი პულსით, ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალითა და გონების დაკარგვით. არ არის გამორიცხული, განვითარდეს ღებინება ან დიარეა, რაც განპირობებულია თავის ტვინში შესაბამისი ცენტრების დაზიანებით, ამას კი მივყავართ კრუნჩხვებამდე, კომამდე და უკიდურეს მდგომარეობამდე, ანუ, ცხოველის დაღუპვამდეც კი. 

 გახსოვდეთ, ზაფხულში თქვენი ოთხფეხა მეგობარი იმაზე გაცილებით მეტ ყურადღებას მოითხოვს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამიტომ აუცილებელია მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ყველა ის წესი და რჩევა დაიცვათ და გაითვალისწინოთ, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

 

скачать dle 11.3