კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: თუ ცხოველი ცოფით არის დაავადებული, რამდენ ხანში ვლინდება ეს?

პასუხი: დაავადების სიმპტომები ვლინდება მას შემდეგ, რაც ვირუსი გავრცელდება მთელ ორგანიზმში. დაავადების კლინიკური სურათის ჩამოყალიბებას წინ უსწრებს მისი ფარული, ანუ ინკუბაციური პერიოდი. ცხოველი აღნიშნულ პერიოდშიც საშიშია. ხშირად ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 10-14 დღის განმავლობაში, ხოლო ადამიანში მისმა ხანგრძლივობამ, შეიძლება, ერთ წლამდეც კი გასტანოს. მოხვდება რა ცოფის ვირუსი თავის ტვინში, იქიდან ისევ ნერვის გავლით ხვდება სანერწყვე ჯირკვალში, სადაც ხდება მისი აქტიური პროდუცირება და  ნერწყვთან ერთად გამოყოფა. კლინიკური ნიშნების გამოვლინებამდე 10 დღით ადრე, დასნებოვნებულმა ცხოველმა, შეიძლება, ვირუსის გამოყოფა დაიწყოს.

კითხვა: რა გართულებას იწვევს ზაფხულის სიცხე ძაღლის ორგანიზმში?

პასუხი: ზაფხულში ხშირია  კონიუნქტივიტები, რაც განპირობებულია მტვრის მოხვედრით თვალის ლორწოვან გარსზე. ძაღლს ამ დროს თვალი დახუჭული აქვს, აღენიშნება ცრემლდენა და ქუთუთოების შესიება. ზაფხულში, ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს ჭრილობების მოვლას, იქნება ეს ოპერაციული თუ შემთხვევითი, რადგან სიცხეში ადვილად ვითარდება ჭრილობის ინფექციები. საშიშია პარაზიტული ბუზები, რომლებიც ჭრილობაში დებენ მატლების კვერცხებს.

კითხვა: მყავს 9 წლის გერმანული ნაგაზი.  როგორც ვიცი, ეს ძაღლებისთვის უკვე დიდი ასაკია და ამ ასაკში ბევრი სირთულე იჩენს თავს. თუ შეიძლება, მითხარით, როგორ უნდა გამოვკვებოთ ხანში შესული ძაღლი, რომ ამ მხრივ რაიმე შეცდომა არ დავუშვათ?

პასუხი: ხანში შესული ძაღლი აუცილებლად სპეციალური რაციონით უნდა გამოვკვებოთ. არსებობს საკვები, რომელიც სპეციალურად ასაკიანი ძაღლებისთვის არის განკუთვნილი და ძალიან კარგია მათი ორგანიზმისთვის, რადგან ის იმ მინერალებს შეიცავს, როლებიც მას ესაჭიროება კუჭისთვის და ასე შემდეგ. არ არის სასურველი ძაღლის ზედმეტად დატვირთვა.

 

скачать dle 11.3