კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხოცავდა თბილისელი მანიაკი მოსკოველებს

 

ოცდაათიოდე წლის ქალი ღია ბინაში შევიდა. შემდეგ შეშინებული მზერა მოავლო იქაურობას და დაიძახა:

– ვოვა, ვოვაჩკა, სად ხარ?

ქალმა სწრაფად გაიარა ოთახები და სამზარეულოსთან შეჩერდა. მაგიდის გვერდით 11 წლის  ვოვა ვასილიევი პირქვე ეგდო, მის ირგვლივ კი სისხლის გუბე იდგა. ბავშვს თავი და მხრები ჩაჩეხილი ჰქონდა. ქალმა ხუთიოდე წუთს უყურა თავისი შვილის უსულო სხეულს, შემდეგ იქვე ჩაიკუზა და ახარხარდა... ვალენტინა მოროზოვამ შვილის სიკვდილს ვერ გაუძლო და ჭკუიდან შეიშალა.

ბინაში მისული „მურის“ ოპერჯგუფი დაუყოვნებლივ შეუდგა მუშაობას, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კი ვალენტინა მოროზოვა ფსიქიატრიულ კლინიკაში წაიყვანა.

– ამხანაგო კაპიტანო, – მიმართა ოპერჯგუფის მეთაურს, გია ცეცაძეს ექსპერტმა ფომინმა, – ოცი წელიწადია, ამ საქმეს ვემსახურები და ეს პირველი შემთხვევაა, რომ ასეთი სისასტიკით მოეკლათ ბავშვი.

გააღეთ, „მოსგაზია“!

ვოვა ვასილიევის მკვლელობა 1963 წლის 17 დეკემბერს მოხდა. დედა და შვილი მოსკოვის ახლად აშენებულ მიკრორაიონში ახალი გადმოსულები იყვნენ და არავის იცნობდნენ. როგორც გაირკვა, ბინიდან 120 მანეთი და ოქროს ბეჭედი იყო დაკარგული.

19 და 22 დეკემბერს  კიდევ ორი მკვლელობა მოხდა. მოკლულები იყვნენ 10 წლის ლენა ფურცევა და 12 წლის იური ზოტოვი. მკვლელობის მომენტში ბავშვები სახლში მარტონი იყვნენ. ორივე ზუსტად ისევე იყო მოკლული, როგორც ვოვა ვასილიევი. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მკვლელი კარგად ალესილი, საშუალო ზომის ნაჯახით მოქმედებდა. ფურცევების ბინიდან 95 მანეთი იყო წაღებული, ზოტოვებისგან კი – 105 მანეთი.

მოსკოვის ახალი მიკრორაიონის მოსახლეობა პანიკაში იყო. ქალაქში ხმა დაირხა, რომ მოქმედებდა მანიაკი, რომელიც ცულით ნადირობდა მცირეწლოვან ბავშვებზე. მოსკოვის ყველა მილიციელი ფეხზე იდგა და მანიაკს ეძებდა, ხოლო ამ საქმის გამომძიებელი, ახალგაზრდა გია ცეცაძე ღამეებს ასწორებდა, რომ ბოროტმოქმედი შეეპყრო. მან და მისმა ხელქვეითებმა სამი დღის განმავლობაში ათასი ადამიანი დაკითხეს და დაადგინეს, რომ მკვლელი „მოსგაზის“ ინსპექტორის სახელით შედიოდა ბინებში და, თუ იქ მარტო მყოფ ბავშვს მოიხელთებდა, სასტიკად ხოცავდა მათ, შემდეგ კი ბინას ძარცვავდა და უჩინარდებოდა.

ცეცაძემ დაუნდობელ მძარცველს „მოსგაზი“ შეარქვა. კრიმინალისტმა ლიდია ფილშტეინმა მანიაკის ფოტორობოტი შექმნა. აღწერილობის მიხედვით, „მოსგაზი“ საშუალო სიმაღლის მამაკაცი იყო. ის ძვირფასბეწვიანი ქუდით, ტყავის ხელთათმანებითა და ბეწვიანი პალტოთი დადიოდა, სახეზე კი კაშნე ჰქონდა შემოხვეული. ერთ-ერთმა ბავშვმა, რომელმაც მანიაკი ნახა, ფილშტეინს უთხრა:

– იმ ბიძიას წითური თმა აქვს.

– კი მაგრამ, მას თუ ქუდი ეხურა, თმა როგორ შეამჩნიე? – ჰკითხა ბავშვს ექსპერტმა.

– თმა გარეთ ჰქონდა გამოშვერილი, – მიუგო ბავშვმა.

ტელევიზორი „ვოლხოვი“

29 დეკემბერს მოსკოვის ერთ-ერთ ახალი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მორიგი მკვლელობა მოხდა. სამოთახიან „ხრუშჩოვკაში“ 75 წლის ანასტასია პეტროვა იპოვეს გაჩეხილი, ხოლო მისი ბინიდან 100 მანეთი  და ტელევიზორი „ვოლხოვი“ იყო წაღებული. „ვოლხოვი“ იმ წლების სიახლე იყო და, ტელევიზორთან ერთად, მასში რადიომიმღებიც იყო ჩამონტაჟებული. ის 400 მანეთი ღირდა და თითოეულ ტელევიზორს ინდივიდუალური ნომერი ჰქონდა. ყიდვის დროს კი მაღაზიაში მყიდველის გვარს და გაყიდული ტელევიზორის ნომერს სპეციალურ ჟურნალში იწერდნენ.

– ბოროტმოქმედმა, ალბათ, არ იცის, რომ „ვოლხოვს“ პირადი ნომერი აქვს. თუ მას მივაგნებთ, ეს დამატებითი სამხილი იქნება, – უთხრა ცეცაძემ ხელქვეითებს.

ახალგაზრდა ქართველ კაპიტანს გაუმართლა და დაადგინა, რომ მანიაკის მსგავსმა პიროვნებამ მკვლელობის დღეს სატვირთო მანქანა გააჩერა, შიგ ტელევიზორი ჩადო და გაურკვეველი მიმართულებით გაემართა. თვითმხილველებმა სატვირთოს ნომრის ორი ციფრი – 9 და 6 დაიმახსოვრეს, ხოლო ცეცაძემ და მისმა ხელქვეითებმა ორას მძღოლში ივან გლუშკოს მიაგნეს, რომელმაც თქვა:

– მე იმ კაცმა 80 კაპიკი გადამიხადა და ტელევიზორი მიტიშჩიში, ხუთსართულიან „ხრუშჩოვკაში“ მივატანინე. 

მძღოლმა ფოტორობოტზეც ამოიცნო თავისი მგზავრი.

„მურში“ გადაწყდა, რომ ძალიან ფრთხილად დაედგინათ „ხრუშჩოვკის“ მობინადრეების ვინაობა, სადაც მანიაკმა ტელევიზორი მიიტანა.  იმავე დღეს გაირკვა, რომ ტელევიზორი ვინმე ეგორ ვაშჩუკს ჰქონდა. ვაშჩუკმა კი მილიციას აცნობა, რომ „ვოლხოვი“ მან თავისი მეზობლისგან, ოლგა სემიონოვასგან იყიდა. სემიონოვაზე 24-საათიანი თვალთვალი დაწესდა, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო, მანიაკი არსად ჩანდა და ცეცაძემ კოლეგებს უთხრა:

– დრო არ ითმენს. მანიაკი თავისუფლად დასეირნობს და ყოველ წუთს შეიძლება, დანაშაული ჩაიდინოს. ამიტომ, ის უნდა ავიყვანოთ, დავკითხოთ და შევიტყოთ, სადაა „მოსგაზი“.

სემიონოვა ჩუმად აიყვანეს, „მურში“ გადაიყვანეს და მის დაკითხვას შეუდგნენ, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრებოდა.

„კაგებეს“ სპეცაგენტი

ოლგა სემიონოვა 26 წლის ბალერინა იყო და არსად მუშაობდა. მოსკოვში ის სამი თვის გადმოსული იყო ქალაქ ირკუტსკიდან, სადაც ადგილობრივ საბალეტო დასში ცეკვავდა. მან „მურის“ გამომძიებლების შეკითხვებს თავი აარიდა და დუმილი ამჯობინა. ამასობაში ორი დღე გავიდა და ყაზანიდან „მურს“ აცნობეს, რომ ქალაქში ანალოგიური დანაშაული მოხდა, თუმცა, მსხვერპლის გარეშე და დაზარალებული ადგილობრივ საავადმყოფოში იწვა. გია ცეცაძე ყაზანში ჩავიდა და, მძიმედ დაჭრილ ანა ზინჩენკოს მანიაკის ფოტორობოტი რომ უჩვენა, 18 წლის გოგონას გული წაუვიდა.

მოსკოვში დაბრუნებულმა კაპიტანმა ცეცაძემ სემიონოვას უთხრა:

– თუ გსურთ, სასტიკი სასჯელი აიცილოთ თავიდან, თქვენი პარტნიორის ვინაობა უნდა გაგვიმხილეთ. ის საშიში მანიაკია.

– მანიაკი? თქვენ ხუმრობთ... – ირონიულად მიუგო ცეცაძეს სემიონოვამ.

კაპიტანმა ქალს დაჩეხილი ბავშვების სურათი უჩვენა, თუმცა მათ ქალზე გავლენა არ მოუხდენიათ, ის კვლავინდებურად დუმდა. მაშინ ცეცაძემ ფსიქოლოგიური ზემოქმედების  ხერხს მიმართა და სემიონოვას უთხრა, რომ მისი პარტნიორი სხვა ქალებთან ატარებს დროს, ის კი მიატოვა.

– თქვენ ციხეში დალპებით, ის კი არანაირ სიამოვნებას არ მოიკლებს, – უთხრა ცეცაძემ.

– ჩემი ვიტალი სახელმწიფო მნიშვნელობის დავალებებს ასრულებს. ის „კაგებეს“ სპეცთანამშრომელია და სამშობლოს მტრებს ანადგურებს, – ამცნო ქალმა ცეცაძეს.

– რა გვარია?

– მაიორი ოგასიანი, – მიუგო ქალმა.

უშიშროებაში ასეთი გვარის თანამშრომელი არ აღმოჩნდა და ვიტალი ოგასიანის ძებნა საკავშირო მასშტაბით გაგრძელდა.

ოპერეტის მომღერალი

ოლგა სემიონოვას პარტნიორი, ვიტალი ოგასიანი, 1928 წელს იყო დაბადებული და თბილისში, ავლაბარში ცხოვრობდა. თუმცა, მოგვიანებით საქართველოს დედაქალაქიდან წავიდა და იქ ცოლი და 9 წლის ვაჟი ჰყავდა დატოვებული. ოგასიანს მოსკოვის კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული და ხუთი წლის განმავლობაში ირკუტსკის ოპერეტის დასში მომღერალი იყო. სწორედ იქ გაიცნო ოლგა სემიონოვა, რომელიც მამაკაცების ყურადღებით ძლიერ განებივრებული იყო. თუმცა, ოგასიანმა მაინც მოახერხა ქალის მოხიბვლა, მას „კაგებეს“ საიდუმლო აგენტად გააცნო თავი და უთხრა, რომ სამშობლოს მტრებს ანადგურებდა. ოგასიანმა სემიონოვას ირკუტსკი მიატოვებინა და საცხოვრებლად მოსკოვში გადმოიყვანა, თან, შეჰპირდა, რომ მას დიდ თეატრში მოაწყობდა სამუშაოდ, მაგრამ, დანაპირები ვერ შეუსრულა და ადამიანების ხოცვა და ძარცვა დაიწყო, რომ ქალის სარჩენად ფული ჰქონოდა.

ოგასიანს „მურელებმა“ თბილისში მიაკვლიეს და მის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომელსაც გია ცეცაძე ხელმძღვანელობდა.

1964 წლის 4 თებერვალს ვიტალი ოგასიანი თავის თანმხლებ გოგონასთან ერთად თბილისში მთაწმინდის პლატოს ეწვია. წყვილმა პირდაპირ რესტორანს მიაშურა, სადაც მათ სამი საათი დაჰყვეს, შემდეგ კი ფეხით დაეშვნენ და ოგასიანი სწორედ მაშინ გაკოჭეს.

დაკავებული ოგასიანი თბილისის მილიციის სამმართველოში მიიყვანეს, გაჩხრიკეს და „ტეტეს“ პისტოლეტი და ორლესული ხანჯალი აღმოუჩინეს. მძარცველი მანიაკი იმავე ღამეს მოსკოვში გადააფრინეს და „მურის“ იზოლატორში მოათავსეს.

ოგასიანისა და სემიონოვას დაპირისპირებისას მანიაკმა ქალს უთხრა:

– შე ძუკნავ! ამ ყველაფერს შენ გამო ვაკეთებდი და თხასავით როგორ გამყიდე!..

„მურიდან“ ვიტალი ოგასიანი საბჭოთა კავშირის გენერალურ პროკურორთან, რუდენკოსთან მიიყვანეს, მან კი ის ცეკას პირველ მდივანს, ნიკიტა ხრუშჩოვს კრემლში მიუყვანა და ანახვა.

განრისხებულმა ხრუჩოვმა ვიტალი ოგასიანს მუშტი სთხლიშა ცხვირში და რუდენკოს უთხრა:

– აქედან მოაშორეთ ეს ნაძირალა და სასწრაფოდ გააქრეთ!

ვიტალი ოგასიანს სიკვდილი მიუსაჯეს და იმავე საღამოს დახვრიტეს. ოლგა სემიონოვას კი 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, მაგრამ 8 წელიწადში გაათავისუფლეს ციხიდან.

ოგასიანის ცოლ-შვილი გასულ საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებამდე თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ კი ისინი უცხოეთში გაემგზავრნენ.

 

скачать dle 11.3