კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კენკრის თერაპია

 

 

ეს უგემრიელესი ნუგბარი და, ამავე დროს, ძალიან მარგებელი პროდუქტი, პრაქტიკულად, წამალია, თანაც, არა მარტო ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ, არამედ, გასახდომადაც. ამიტომ, სანამ სეზონიც ხელს გვიწყობს, დროა, ჩავატაროთ გემრიელი „კენკრის თერაპია“.

სულ რაღაც 20 გრამი მოცხარიც კი საკმარისია, რომ ორგანიზმმა C ვიტამინის დღეღამური ნორმა მიიღოს. გარდა ამისა, თეთრი და წითელი მოცხარი დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, რომელიც ძალიან სასარგებლოა გულისთვის.

მოცვი პირველი წამალია მხედველობისთვის, რაც დიეტის დროს განსაკუთრებით საჭიროა. თანაც, მას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები და საუკეთესო საშუალებაა კიბოს პროფილაქტიკისთვის. მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები კი კუჭ-ნაწლავის მოქმედებას აწესრიგებს, რაც ასევე აუცილებელია დიეტის დაცვისას.

ჟოლო შეიცავს სალიცილის მჟავას, A, E და PP ვიტამინებს, რაც ამაღლებს ადამიანის სასიცოცხლო ტონუსს და არაჩვეულებრივად მოქმედებს კანზე – მკვრივსა და ხავერდოვანს ხდის მას თვით უმკაცრესი დიეტის დროსაც კი.

მარწყვის წვენი ნამდვილი ელექსირია კბილის მინანქრისა და ღრძილებისთვის. ის შეიცავს: C ვიტამინს, რკინას, ფოსფორს, კალციუმს, ფოლიუმის მჟავას, სხვა ვიტამინებსა და მინერალებს. ასეთი „ნაკრები“ ამაგრებს გულსა და სისხლძარღვებს, უადვილებს მუშაობას თირკმელებს და ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი სითხე. მარწყვის რაციონში შეტანა მით უფრო აუცილებელია დიეტის დაცვისას, რადგან ამ დროს ორგანიზმი იფიტება სწორედ იმ ნივთიერებებისგან, რომლებსაც მარწყვი შეიცავს.

თუ ზემოთ ჩამოთვლილ კენკრას დიეტის დანამატად გამოიყენებთ, თქვენი გახდომაც დაჩქარდება და, ორგანიზმსაც გენერალურ წმენდას ჩაუტარებთ. ოღონდ, უნდა გახსოვდეთ: კენკრის თითოეული სახეობა უნდა მიირთვათ ყოველდღე, მთელი დიეტის განმავლობაში, 100-100 გრამი, ჭამამდე 30-45 წუთით ადრე. თავად დიეტის რაციონი კი თქვენი სურვილით შეადგინეთ, ოღონდ, გამორიცხეთ შემწვარ-მოხრაკული, ცხიმიანი, ცხარე-მწარე კერძები, ტკბილეული და ცომეული. და, არ დაგავიწყდეთ 3 ოქროს წესი:

1. თქვენი დიეტური საკვების თითოეული ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 250 გრამს;

2. არაფერი მიირთვათ საღამოს 19 საათის შემდეგ;

3. დღის განმავლობაში მიიღეთ 2-2,5 ლიტრი (ახლა ზაფხულია და მეტიც შეიძლება) წყალი ან ნებისმიერი სითხე.

 

скачать dle 11.3