კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო დაარქვეს მამაკაცის სახელი ჰოლივუდის ვარსკვლავს, ბლეიკ ლაივლის და რას მოუწოდებდა ის თავის ფანებს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში

 

ის სისწრაფე, რომლითაც ეს გოგონა მსოფლიოს იპყრობს, ჰოლივუდის ძირძველ ვარსკვლავებსაც კი აკვირვებს. იგი არის საუკეთესო ჟურნალების გარეკანებზე; მის პერსონაზე ჭორაობენ და საუბრობენ ყველაზე მეტს; არ არსებობს არც ერთი დიდი პროექტი, სადაც მის გარეშე ჩაივლის ქასთინგი და, ბოლოს, მოდის ბიზნესმა დიდი ხნის წინ სწორედ ის გამოაცხადა ყველაზე მოდურ და სასურველ თანამედროვე ვარსკვლავად. საუბარია, ბლეიკ ლაივლიზე – თანამედროვე კინემატოგრაფის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელზე.

ბლეიკ კრისტინა ლაივლი 1987 წელს, კალიფორნიის შტატში ქალაქ ტარზანაში დაიბადა. ბლეიკი ყველაზე უმცროსია ლაივლების ხუთშვილიან ოჯახში, სადაც ყოველი წევრი შოუ-ბიზნესშია ჩართული: მამა – ერნი ლაივლი, ამერიკაში ცნობილი მსახიობი და პროდიუსერია, ხოლო დედა – ერნი ლაივლი, ყოფილი მოდელი და ამჟამად ტალანტების მოძიების მენეჯერია. ბლეიკის ორი ძმა და ერთი და ასევე, კინოსთან არიან დაკავშირებულნი. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკაში ბლეიკი-მამაკაცის სახელია, თუმცა, ლაივლების შემთხვევაში, განსაკუთრებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე. როდესაც ერნი ფეხმძიმედ იყო ბლეიკზე, ოჯახმა გადაწყვიტა,  თუ ბიჭი დაიბადებოდა, მისთვის ბებიის ძმის სახელი ბლეიკი დაერქმიათ, გოგოს გაჩენის შემთხვევაში კი ბლეიკლი. თუმცა, როდესაც საქმე დაბადების მოწმობაში სახელის ჩაწერამდე მივიდა, ლაივლებმა გადაწყვიტეს, რომ სახელი „ბლეიკლი“ ზედმეტად პროვინციული ჩანდა და თავის ქალიშვილს, მამაკაცის სახელი – ბლეიკი დაარქვეს. თავის ბავშვობას ბლეიკი ასე იხსენებს: „როდესაც 3 წლის ვიყავი, დედამ პირველ კლასში მიმიყვანა და ძმის გვერდით დამსვა, რომელსაც არ სურდა სკოლაში მარტოს ევლო. სიმაღლის გამო თავიდან მასწავლებელს არ გასჩენია ეჭვი, რომ მე მხოლოდ 3 წლის ვიყავი. ერთი კვირის შემდეგ კი ჩემი მშობლები სკოლის დირექტორმა დაიბარა და ურჩია, რომ მე გონებაჩლუნგი ბავშვების კლასში გადავეყვანე, რადგან ვერ ვახერხებდი იმ მასალის დაძლევას, რასაც პირველკლასელებს ასწავლიდნენ. მთელ ამ ისტორიაში ის არის აღსანიშნავი, რომ ვერც მასწავლებელი და ვერც დირექტორი ვერ მიხვდნენ, რომ მე სულ რაღაც 3 წლის ვიყავი”. 

სხვათა შორის, თავისი სიმაღლის გამო, ჰოლივუდის ახალგამომცხვარი ვარსკვლავი (მისი სიმაღლე 178 სანტიმეტრია) ხშირად დისკომფორტს განიცდის. „მაცმევენ 15-სანტიმეტრიან ქუსლებს და ყველა მამაკაცს ზემოდან დავყურებ. ამას ემატება გრძელი თმა, მაკიაჟი და გამომწვევი ტანსაცმელი. ხანდახან ვფიქრობ, რომ აუტანელი ვხდები და ჩემი თავი მასიური ადამიანი მგონია, რომელიც დაბალ ადამიანებს აღიზიანებს” – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ტიპურმა კალიფორნიელმა ქერათმიანმა ლამაზმანმა, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მოუხდა თავისი ვარცხნილობის შეცვლა და ისიც ჰოლივუდური ბლოკბასტერის, კომიქსების მიხედვით გადაღებული „მწვანე ფარანის” გამო, სადაც ის მუქი ფერის თმით წარუდგა კინომოყვარულებს. 

ბლეიკ ლაივლიზე ამბობენ, რომ ის „ჩაციკლულია“ მუშაობაზე და გადასაღებ მოედნებზე დღეში 18 საათს ატარებს. ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში, სერიალ „ჭორიკნების” გადასაღებ მოედანზე ბლეიკი 9 თვის განმავლობაში დღეში 15-18 საათს ატარებდა და შრომამ ის შედეგი გამოიღო, რომ ის ერთადერთი მსახიობია სერიალიდან, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია კინემატოგრაფში. სხვათა შორის, ბავშვობაში ბლეიკ ლაივლი სულაც არ ოცნებობდა  მსახიობობაზე და მხოლოდ თავისი ძმის, ერიკ ლაივლის დაჟინებული თხოვნით დაიწყო სიარული სხვადასხვა ქასთინგზე, სანამ არ მისცეს როლი ახალგაზრდულ კომედიაში „მოგზაური ჯინსების კავშირი”, რომლის ორივე სერიაში მიიღო მონაწილეობა და სადაც შეამჩნიეს კიდეც ის პროდიუსერებმა. გარდა ამისა, იგი უზომოდ პოპულარულია ცნობილ დიზაინერებს შორის. მაგალითად, კრისტიან ლაბუტენმა თავისი ფეხსაცმლის ერთ-ერთ მოდელს ბლეიკ ლაივლის პატივსაცემად  „ზი ბლეიკ” უწოდა, ხოლო განთქმული კარლ ლაგერფელდი მისთვის აწყობს ვახშმებს და ბლეიკი თავისი ბრენდის ჩანთის – „მადმუაზელის” სახედ გამოაცხადა.  ჰოლივუდში იმასაც ამბობენ, რომ „ვოგის” გავლენიანი რედაქტორი, ანა ვინტური ბლეიკ ლაივლის შეშლილი ფანატია, რადგან, იმ ფაქტს, რომ ერთი წლის განმავლობაში ლაივლი ორჯერ მოხვდა ლეგენდარული ჟურნალის გარეკანზე, სხვა ახსნა არ აქვს. სხვათა შორის, ამერიკულმა „ფიფლმა” ბლეიკ ლაივლი მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ადამიანების რეიტინგში შეიყვანა, ხოლო „თაიმსმა” მას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის სტატუსი მიაკუთვნა. სულ ახლახან ბლეიკი დიზაინერ სტელა მაკარტნის ახალი კოლექციის მუზად მოევლინა მსოფლიო მოდას და, ამბობენ, რომ ეს ორი ადამიანი ვეგეტარიანელობამ გააერთიანა.

ბლეიკს ძალიან უყვარს ცხობა და იგი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა სახის კულინარიულ შოუებში. ერთ-ერთ ასეთ გადაცემაში ბლეიკი ისეთ აზარტში შევიდა, რომ შოუს დასრულების შემდეგ გადაცემის მონაწილეებს  თავის მიერ გამომცხვარი შედევრების მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებს აჩვენებდა და  რეცეპტების საიდუმლოს უხსნიდა. სხვათა შორის, ბლეიკს ნათქვამი აქვს, რომ, თუკი მისი მომავალი მეუღლე მასთან ერთად შეხედავს ხოლმე კულინარიულ შოუებს, იგი ძალიან კმაყოფილ იქნება. ცნობისთვის, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰოლივუდში მუსირებდა ჭორი, რომ ბლეიკ ლაივლი ლესბოსელია და მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთან აქვს რომანები. თუმცა, ეს ჭორი სიმართლეს რომ არ შეესაბამებოდა, იქიდანაც ჩანს, რომ 23 წლის მსახიობს ჯერჯერობით სამი რომანი ჰქონდა: თავდაპირველად იგი მსახიობ კელი სტივენ ბლაცს ხვდებოდა, შემდეგ იყო პენ ბეჯლი, ხოლო ამჟამად ბლეიკი პლანეტის აღიარებულ სექს-სიმბოლოს – ლეონარდო დიკაპრიოს ხვდება, რომელიც კანის კინოფესტივალზე გაიცნო და მას შემდეგ წყვილი ერთად არის. საინტერესოა, რომ თინეიჯერობის დროს ბლეიკი გიჟდებოდა ბრედ პიტსა და ლეონარდო დიკაპრიოზე და მათი პოსტერები მისი ოთახის კედლებზე იყო განთავსებული. ამის შესახებ ბლეიკმა სულ ახლახან განუცხადა ჟურნალისტებს.

P.S. სხვა ჰოლივუდელი მსახიობების მსგავსად, ბლეიკიც ჩართულია ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის აქტიურად უჭერდა მხარს ბარაკ ობამას და ჯონ მაკეინის წინააღმდეგ გამართულ აქციებში იღებდა მონაწილეობას.  „თეთრი სახლი მაკეინის გარეშე” – კამპანიის ფარგლებში, ბლეიკი თავის ფანებს მოუწოდებდა, ხმა მიეცათ და თავიანთი მშობლებისთვისაც ერჩიათ, ობამასათვის მხარდაჭერა. ბლეიკი მუდამ არის ჭორების სამიზნე. წინა კვირას კიდევ ერთი ჭორი გავრცელდა მის შესახებ, რომ თითქოს ლეონარდო დიკაპრიოს დედამ დაიწუნა მომავალი სარძლო და ამის გამო ის და ლეონარდო ერთმანეთს დაშორდნენ.

 

скачать dle 11.3