კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰარმონია – ჩხუბის ნაცვლად

 

მოდი, ვილაპარაკოთ გულახდილად – მოთხოვნა ძალიან სწორია და ჰარმონიული ურთიერთობის უზრუნველსაყოფად გამიზნული. აუცილებელია, იცოდეთ, რაზე ფიქრობს თქვენი მეორე ნახევარი, რაზე ოცნებობს, რისი სწამს და სჯერა. უბრალოდ, ჯერ მისი მოსმენა უნდა ისწავლოთ, მერე კი – გაგება.

არავინ გთხოვთ, უარი თქვათ საკუთარ ინტერესებზე ან პოზიციაზე. მაგრამ მისი დემონსტრირება ემოციებისა და მინიშნებების გარეშეა მისაღები მეორე მხარისთვის. „მიმიხვდი-მიგიხვდის“ თამაშს, აჯობებს, ჰკითხოთ, რა აინტერესებს და პასუხიც მიიღოთ.

რა შეიძლება, აერთიანებდეს ორ, განსხვავებულ ადამიანს, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება რომ გადაწყვიტეს? სწორედ განსხვავებულობა არის მიზიდულობის მთავარი პრინციპი. განსხვავებულობა აზრებისა და შეხედულებებისა საინტერესოს ხდის საუბარს, ურთიერთობას – მით უმეტეს.

თქვენ ერთმანეთს არ ჰგავხართ – აი, სწორედ ამაშია თქვენი სიძლიერე. არც ერთი ადამიანი არ არის ჭეშმარიტების არც მქადაგებელი და, მით უმეტეს, არც ცოცხალი ნიმუში. ჭეშმარიტება, საერთოდ, ძალიან ფარდობითი ცნებაა, განსხვავებული აზრებისა და შეხედულებების გაზიარება, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის საშუალებაა. დაეხმარეთ, მიეცით საშუალება ერთმანეთს გამოავლინოთ თქვენი სულიერი მხარე. ჩაანაცვლეთ ჩხუბს ჰარმონია და თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ ის, რაც, ერთი შეხედვით, ხელს გიშლით ბედნიერებაში. ჩხუბს ყოველთვის მოასწრებთ, მაგრამ, რისთვის, როცა ჰარმონია ურთიერთობაში თქვენი წარმატებისა და ბედნიერების გარანტია?!

 

скачать dle 11.3