კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამაო მცდელობა...

 

 

არ იფიქროთ, რომ ყველა ქალი წესრიგზე გიჟდება, ყველა მამაკაცი კი უწესრიგობის ნიმუშია. ზოგჯერ, სწორედ რომ პირიქით არის. მაგრამ წესრიგის დამყარებას ოჯახში, სისუფთავის დაცვასა და დალაგებას ძირითადად ქალებს სთხოვენ ხოლმე. არადა, ხან ისე გეზარება და არ გინდა, ნივთებს თავისი ადგილი მიუჩინო, დაწმინდო მტვერი, დააუთოვო პერანგების გროვა... საქმე, შეიძლება, იქამდე მივიდეს, რომ საყვარელ მეორე ნახევარს პირდაპირ უთხრა: იცი რა, ძვირფასო, თუ ასე მოგწონს დალაგებული ბინა, თავად მოჰკიდე ხელი მტვერსასრუტს...

ერთმანეთის გადაკეთების ან გამოსწორების მცდელობა თავიდანვე განწირულია. უფრო მეტიც – ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. დაიწყება გაუთავებელი ჩხუბი და კინკლაობა. აჯობებს, თუ, რა თქმა უნდა, ერთად ცხოვრება გინდათ, თავიდანვე ორივე მხარე კომპრომისზე წახვიდეთ და „სამშვიდობო ხელშეკრულება“ დადოთ. მაგალითად, რისი მოთმენა და დათმობა შეგიძლიათ თქვენ, რასთან შეგუება – მას. თუ პრეტენზიებს არ წაუყენებთ ერთმანეთს და მშვიდად მოილაპარაკებთ, აუცილებლად მოაგვარებთ ურთიერთობას და შეთანხმდებით კიდეც. მთავარია, არ მიუდგეთ საკითხს ეგოისტურად, არ გამიჯნოთ მკვეთრად „შენი“ და „ჩემი“ საქმე. არ მოაწყოთ სკანდალი ყველა წვრილმანზე. ძირითადად, ცოლები ჩხუბობენ ხოლმე ბინაში უწესრიგოდ მიყრილი ქმრის ნივთების გამო. იყავით მიმტევებელი. მართალია, ძნელია, როცა წესრიგზე გიჟდები და იმასაც კი ამჩნევ, რომელ ნივთს შეუცვალეს ადგილი, მაგრამ, იმანაც რა ქნას – ასეთი ხასიათი აქვს. დიახ, ეს მისი ხასიათის ნაწილია, როგორც წესრიგის სიყვარული – თქვენი. თუ გამუდმებით იჩხუბებთ ამის გამო და საყვედურებით აიკლებთ, იმას მიაღწევთ, რომ სახლში თავს კომფორტულად ვეღარ იგრძნობს, რაც გაცილებით სერიოზულ განხეთქილებამდე მიგიყვანთ.

 

скачать dle 11.3