კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წინააღმდეგობრივი მიზიდულობა...

 

 

 

თქვენ და თქვენი რჩეული საერთოდ არ ჰგავხართ ერთმანეთს. საერთოც არაფერი გაქვთ, გარდა სიყვარულისა. ზოგჯერ ერთად ყოფნა და ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ძალიან გიჭირთ, სიმშვიდეც სადღაც ქრება და სახლი ნამდვილ ბრძოლის ველს ემსგავსება... ფსიქოლოგები ერთსულოვანნი არიან, როცა ამტკიცებენ, რომ გაცილებით ბედნიერები არიან წყვილები, რომელთაც საერთო ინტერესები, შეხედულებები და აზრები აქვთ. მათ შორის ჰარმონიული ურთიერთობა მყარდება. თითქოს მიზეზიც არ არსებობს კონფლიქტისთვის. ფიქრობთ, ეს შესანიშნავია?! – სულაც არა. ზოგჯერ მათთან მოწყენილობა ისადგურებს. განსხვავებულ წყვილებს მოწყენილობის პრობლემა ნამდვილად არ აქვთ. როცა პლუსი მინუსს ეჯახება, ნაპერწკლები ცვივა. სამაგიეროდ, ისინი ძლიერ იზიდავენ ერთმანეთს, მათ აინტერესებთ ერთმანეთი... თუმცა, სტაბილურ ურთიერთობაში პრობლემები გარდაუვალია, მით უმეტეს, თუ ინტერესთა კონფლიქტი აშკარა და მწვავეა. მუდმივად დაძაბული ვერ იქნები, სულ მოზიდული მშვილდის პოზაში დიდხანს ვერ გაძლებ. ბოლოს კი აუცილებლად ჰკითხავ საკუთარ თავს: მიღირს ეს სიყვარული ამ დამღლელ ბრძოლად, რომელშიც, შესაძლოა, დავმარცხდე კიდეც? ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არ არსებობს, რადგან, ფაქტია, წყვილები, რომლებმაც შეძლეს, დაეძლიათ მსგავსი პრობლემები, დიდხანს ცხოვრობენ ერთად სრულ სიმშვიდეში. მთავარია, გააცნობიერო იმ წინააღმდეგობრივი მიზიდულობის არსი, რომელიც თქვენ შორის არის.

ყოველთვის, როცა კატეგორიულად არ დაეთანხმებით საყვარელ პარტნიორს ან მისი ქცევა შოკში ჩაგაგდებთ, ნუ იჩქარებთ სკანდალის მოწყობასა და კარის გაჯახუნებას. შეხედეთ, სიტუაციას მეორე მხრიდან. შეეცადეთ, მოუსმინოთ და, იქნებ, მისიც გაიგოთ. თუ ამას მოახერხებთ, კომპრომისულ გადაწყვეტილებამდეც მიხვალთ. ნელ-ნელა იმაზე თვალის დახუჭვასაც ისწავლით, რაზეც ვერაფრით შეთანხმდებით და პრობლემაც მოიხსნება.

 

скачать dle 11.3