კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნიღაბი – არა, ნდობა!

 

ინტიმი – ქორწინების სარკეა. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ მეტი ყურადღება მივაქციოთ ინტიმურ ურთიერთობას. მისი განხილვა ცალკე, ცოლ-ქმრის ყოველდღიურობის მიღმა, არაფრით არ შეიძლება. გრძნობა წყვილს შორის შეიცავს დიდი დოზით ინტიმს და ამის გარეშე ჰარმონიული ურთიერთობა წარმოუდგენელია.

თუ მეუღლეებიდან ერთ-ერთს მეორის ინტერესები არ აინტერესებს, მათ შორის კავშირი გაწყვეტილია და ამის აღდგენას განსაკუთრებული მონდომება დასჭირდება. ზოგჯერ ქალი ქმრის დაკარგვის შიშით მის ყველა მოთხოვნას, ჭირვეულობას ასრულებს. მაგრამ, ის ამ დროს თამაშობს, საკუთარ თავს აიძულებს, გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც არ უნდა. ცხოვრება მეტ-ნაკლებად ჰგავს სპექტაკლს, მაგრამ, მნიშვნელობა იმას აქვს, რომელი როლი გერგება, ან შენ თავად რომელს მოირგებ. თუ გინდა, მთავარ როლს თამაშობდე, გააკეთე ისე, რომ ცხოვრება-რეჟისორმა სათადარიგოთა სკამზე არ დაგსვათ. საერთოდ, უმჯობესია, იყოთ რეალისტი, არ შეიქმნათ ილუზიები და, როცა ხვდებით, თამაში მხოლოდ წამგებიან პოზიციაში გაყენებთ, ჯობია იყოთ ის, რაც ხართ, მით უმეტეს, როცა საქმე საყვარელ ადამიანთან გაქვთ. გულახდილად მოუყევით მას თქვენი განცდების, ემოციების შესახებ. თქვენ თვითონვე იგრძნობთ სულიერ კომფორტს. თან, თუ უყვარხართ, აუცილებლად გაგიგებთ.

ნებისმიერი ადამიანი იტყვის უარს თავის ნებისმიერ კაპრიზზე სიყვარულისთვის, თუ პარტნიორისგანაც იგივეს დაინახავს. არავითარი ნიღაბი. ნიღბით იცხოვრო ადამიანთან ერთ ჭერქვეშ? – ეს ხომ სრული კოშმარია. ისევ ნდობაა ერთადერთი სწორი არჩევანი. ნდობას კი ნიღაბი არ სჭირდება.

 

скачать dle 11.3