კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვარიკოზის დროს კარგია ცურვა

 

თუ ქალს ვენების გაგანიერება, ანუ ვარიკოზი აწუხებს, ვარჯიშის დროს სიფრთხილე მართებს. განსაკუთრებით კი მავნებელია მოტმასნილი ელასტიკის ან შორტის ჩაცმა და ტარება. მართალია, ის ძალიან მოხერხებულია ვარჯიშის დროს, მაგრამ მოტმასნილი ქსოვილი კანქვეშა სისხლძარღვებს აწვება და აფერხებს სისხლის მოძრაობას. თუ ვარიკოზი გაწუხებთ, ჯობია, ნატურალური ქსოვილის ფართო შარვალი ჩაიცვათ. აგრეთვე, არა მხოლოდ პროფილაქტიკისთვის, არამედ სამკურნალოდაც კარგია ვარიკოზის საწინააღმდეგო, სპეციალურად განკუთვნილი წინდები გეცვათ – ის მჭიდროდ ეკვრის კანს, მაგრამ სისხლის მიმოქცევას არ აფერხებს. ამ დროს არ შეიძლება ვიწრო ფეხსაცმლის ჩაცმა და ტარება, რადგან აბრკოლებს ვენური სისხლის მოძრაობას.

ვარიკოზის დროს არ ვარგა ფეხშიშველი ვარჯიშიც, რადგან ამ დროს ვენებზე ორმაგი ზეწოლა ხდება და, შეიძლება, ფეხი შეგიშუპდეთ. თუ ტრენაჟორებით ვარჯიშობთ, ფიზიკური დატვირთვა უნდა გაზარდოთ ერთი და იმავე ვარჯიშის ხშირი შესრულებით და არა სიმძიმის გაზრდით. ამ შემთხვევაში იზრდება არა კუნთის მასა, არამედ მხოლოდ კუნთის ტონუსი. არ არის რეკომენდებული აერობიკა და ხტუნვა. ასეთი ვარჯიში ძალიან ტვირთავს წვივის კუნთებს. ვარჯიშები, რომლის დროსაც პროცესში ერთვება წვივის კუნთები, უმჯობესია, დაწოლილმა შეასრულოთ.

ვენების გაგანიერების დროს კარგია ველოსიპედით სეირნობა, წყლის პროცედურები, ამიტომ, გირჩევთ, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ ცურვას.

 

скачать dle 11.3