ნუ შეჭამთ უზმოზე მსხალს
მსხალი ძალიან სასარგებლო ხილია. ის უხვად შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, უჯრედისებს, B, C, D, და PP ვიტამინებს, პროვიტამინ A-ს, მიკროელემენტებს, იოდსა და ნახშირწყლებს.
ნუ შეჭამთ მსხალს უზმოზე და წყალსაც ნუ მიაყოლებთ. ასევე, არ გირჩევთ ხორცის შემდეგ მის მირთმევას.
მსხლის წვენი ძალიან კარგი გამაჯანსაღებელი და ვიტამინებით მდიდარი სასმელია. ის განსაკუთრებით კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც მუხლის არეში სერიოზული პრობლემები აქვს. მსხალში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსული ქალებისთვის და მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევისა და სისხლძარღვების პრობლემები აწუხებთ. ასევე, სასურველია მისი ჭამა 45 წლის ასაკის შემდეგ. კარგია, თუ კვირაში ერთი დღე ორგანიზმს განტვირთვას მოუწყობთ და მხოლოდ მსხალს მიირთმევთ.
ეს ხილი ეფექტურია მაღალი სიცხის დროს და სასარგებლოა ფილტვებისთვის. შემცველი ანტიბიოტიკის – არბუტინის წყალობით, მის წვენსა და კომპოტს ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია. ასევე, მსხალი აუცილებელია ჭარბწონიანი ადამიანებისთვის, რადგან ის ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს.
მსხალი, აგრეთვე, აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. ის საგრძნობლად აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მისი შემცველი უჯრედისები კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ცოტა აღიზიანებს. მიუხედავად მისი დადებითი და სასარგებლო თვისებებისა, თუ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებით რამე პრობლემა გაქვთ, მოერიდეთ მის ჭამას. მოხარშული ან შემწვარი მსხალი კი ძვლების საუკეთესო წამალია; ასევე, ძალიან სასარგებლოა ნაღვლის დაავადების, ქოლეცისტიტისა და გასტრიტის დროს. ასეთი პრობლემების მქონე ადამიანმა ყოველ დილას, ცოტა წახემსების შემდეგ, ერთი მსხალი უნდა შეჭამოს. ეს ხილი მუცლის ტკივილს დაუამებს მათ და მტანჯველ წვასაც მოუხსნის.
საოცარი თვისებების მქონე ეს ხილი, დაავადების დაძლევასთან ერთად, ხასიათის გაუმჯობესებასაც უზრუნველყოფს – მსხლის მიღებიდან რამდენიმე წუთში ადამიანს საგრძნობლად უუმჯობესდება გუნება-განწყობა.
მსხალი ძალიან სასარგებლოა არითმიის დროს. ის გულისცემას არეგულირებს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ მასში დიდი რაოდენობითაა კალიუმი, რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს.