კანალესმა მკერდი იშიშვლა
„კოპა ამერიკას“ წლევანდელ გათამაშებაში ვენესუელის ეროვნულმა ნაკრებმა თავის ისტორიაში არნახულ წარმატებას მიაღწია და, როგორც ჩვეულებრივი ფეხბურთის ქომაგები, ისე თავისი ქარიზმატული ლიდერი უგო ჩავესი გაახარა. ამასთან, ვენესუელელმა ლამაზმანებმა გადაწყვიტეს, არ ჩამორჩენ სხვა სამხრეთ ამერიკული ქვეყნების ქომაგ-ლამაზმანებს: ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ვენესუელელმა მოდელმა და მომღერალმა დიოსა კანალესმა მკერდი იშიშვლა და ამით გამოხატა თავისი მხარდაჭერა საყვარელი ნაკრების მიმართ.