ნოვაკი სენ-ტროპეში ნებივრობს
„უიმბლდონის” წლევანდელი ტრიუმფატორი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი თავის მეგობარ ქალთან, ელენა რისტიჩთან ერთად სენ-ტროპეში ისვენებს. ასეთი გზით გადაწყვიტა მან, აღენიშნა თავისი გამარჯვება „დიდი სლემის” პრესტიჟულ ტურნირზე. ხმელთაშუა ზღვის კურორტზე წასვლის საშუალება ჩოგბურთელს მცირეხნიანმა შვებულებამ მისცა და მან თავისუფალი დრო მთლიანად საცოლეს დაუთმო. ცნობილია, რომ ახლო მომავალში ნოვაკ ჯოკოვიჩი დაქორწინებას გეგმავს და ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც კი განაცხადა, რომ, მას შემდეგ, რაც როჯერ ფედერერი დაქორწინდა და ბავშვები ეყოლა, იგი უფრო თავდაჯერებული გახდა კორტზე და მსოფლიოს ამჟამინდელი პირველი ჩოგანი სწორედ ფედერერის მიბაძვას აპირებს.