ბრემენელი „მუსიკოსების“ განცხადება
ბრემენის „ვერდერის” ხელმძღვანელობამ თავის ფეხბურთელებს სეზონის განმავლობაში ტატუების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. კლუბის სპორტული დირექტორის კლაუს ალოფსის თქმით, ეს ღონისძიება გულისხმობს ფეხბურთელების დაცვას სხვადასხვა ინფექციებისა და გაღიზიანებებისგან, რაც ხშირად მოჰყვება ტატუების გაკეთებას. განვლილ სეზონში „ჰამბურგის” ჰოლანდიელ ლეგიონერ ელჯერო ელიას იმდენად გაუღიზიანდა ტატუირების შემდგომ კანი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაისურს ვეღარ იცვამდა. რაც შეეხება „ვერდერს”, კლუბში ტატუირებების მიმართ ფეხბურთელებს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ, მაგალითად, ფორვარდ მარკო არნაუტოვიჩს სხეულზე რამდენიმე ტატუ აქვს, ხოლო ზოგიერთს – საერთოდ არც ერთი.