კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: როგორ უყურებს ქრისტიანული ეკლესია ადამიანის ორგანოების გადანერგვას?

პასუხი: ეკლესია გვასწავლის, რომ პატივი ვცეთ ადამიანის სხეულს, არ გავხადოთ ის ექსპერიმენტების საგანი. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია, მიგითითოთ, თუ რა შემთხვევაში არ შეიძლება ანატომიური ორგანოს გამოყენება: არ შეიძლება გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანის ორგანოების ყიდვა სხვა ადამიანისთვის მის გადასანერგად; ორგანოს ნებაყოფლობით გადანერგვა არის ადამიანის გაღებული მსხვერპლი, ყიდვა-გაყიდვა კი დაუშვებელია; სრულიად დაუშვებელია ახალშობილ ჩვილთა გაყიდვა მათი ორგანოების გამოსაყენებლად. დაკრძალვის ქრისტიანული წესი ადამიანის სხეულის მის სულთან კავშირზე მიუთითებს, ხოლო სწავლება მკვდრეთით აღდგომაზე იმის შესახებ მეტყველებს, რომ სხეული პიროვნების შემადგენელი ნაწილია.

კითხვა: პროფესიით ექიმი ვარ. გამიგია წმიდა კოზმან და დამიანეს საექიმო მოღვაწეობის შესახებ, რომლებიც გასამრჯელოს არ იღებდნენ. მინდა, მათ მივბაძო, მაგრამ, როგორ მოვიპოვო არსებობისთვის სახსრები სხვანაირად?

პასუხი: ძმების – კოზმან და დამიანეს ცხოვრება იყო სულიერი გმირობა. ისინი ლოცვით მკურნალობდნენ. ჩვენი ექიმებისთვის კი მედიცინა პროფესიაა, რაზეც მათი არსებობაა დამოკიდებული. თუ ექიმი კეთილსინდისიერად უმკურნალებს პაციენტს, არ მოსთხოვს გასამრჯელოს გაჭირვებულთ, ეს უკვე დიდი დახმარება იქნება ადამიანებისთვის. გასამრჯელოზე მთლიანად უარის თქმა ექიმს არ შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მოუწევს ფულის სხვა გზებით შოვნა, რაც მისი პროფესიისთვის სახიფათო იქნება.

კითხვა: როდის რეკენ ეკლესიაში ზარებს?

პასუხი: მართლმადიდებლურ ეკლესიაში ზარებს რეკენ: ღვთისმსახურების დაწყებამდე, მორწმუნეთა მოსახმობად; ლიტანიობის დროს, რათა მას სადღესასწაულო ელფერი მიეცეს; გარდაცვლილთა დაკრძალვისას; რაიმე საგანგებო და სადღესასწაულო მომენტებში.

კითხვა: ეხსნებათ თუ არა დანაშაული განდგომილებს, მწვალებლებსა და სექტანტებს, თუ ისინი მოწამეობრივად აღესრულებიან?

პასუხი: როგორც წმიდა ირინეოს ლიონელი ამბობს, მართლმადიდებელი ეკლესიიდან განდგომილნი საკუთარ ცოდვებს თვით სისხლითაც ვერ ჩამოირეცხავენ, გამთიშველობის მძიმე დანაშაული თვით ტანჯვითაც არ განიწმინდება, თუ არ მოინანიებენ.

 

скачать dle 11.3