კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ცდილობენ მდიდარი კაცის ცოლები, უღალატონ ქმარს და რისი პროტესტია ეს

 

 

 

 

თანამედროვე ცხოვრებამ ადამიანები ძალიან შეცვალა. ამბობენ, რომ ისინი უფრო თავისუფლები გახდნენ, ანუ კომპლექსებისგან გათავისუფლდნენ და გაცილებით მარტივად უყურებენ როგორც ცხოვრებას, ისე ურთიერთობებს. სამწუხაროდ, ეს ბოლომდე არ შეეფერება სიმართლეს. ადამიანები კი ცდილობენ, იყვნენ მეტად თავისუფლები, მაგრამ მათ, რატომღაც, მთავარი ავიწყდებათ – პასუხისმგებლობა. უკომპლექსობა და თავისუფლება არ უნდა ნიშნავდეს უპასუხისმგებლობას. ადამიანი ბოლომდე თავისუფალი ვერ იქნება. ის საზოგადოების ნაწილია და გარკვეული ვალდებულებები აკისრია. როცა ადამიანი ამბობს, რომ ის შინაგანად თავისუფალია, კარგად უნდა იცოდეს, მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობაც. მოვალეობის გარეშე, პასუხისმგებლობის გარეშე, ვერც საზოგადოებისთვის ვიქნებით მისაღები და ვერც საკუთარი ოჯახებისთვის. ბევრი ოჯახი სწორედ ამ მნიშვნელოვანი ფაქტორის გაუთვალისწინებლობით იქმნება და პრობლემებიც ძალიან მალე ჩნდება. თუმცა, გააჩნია, პრობლემა ვისთვის როგორი სიმძიმის არის.

მანჩო (25 წლის): ზუსტად ვიცი, რა გამოხმაურებაც მოჰყვება ჩემს ამ მონაყოლს, მაგრამ აღარ მაინტერესებს. მთავარი ის არის, რომ გულის სიღრმეში ბევრი დამეთანხმება. მე მყავს ისეთი ქმარი და მაქვს ისეთი მდგომარეობა, რომ უამრავი ქალი შემომნატრის – ხომ  იცით, „შეფუთვას“ რამხელა მნიშვნელობა აქვს.  მაგრამ არავინ კითხულობს „შიგნით“ რა დევს. ჰგონიათ, რა ბედში ჩავარდა, როგორ გაუმართლაო.

– „შეფუთვას“ რას ეძახით?

– არ იცით, შეფუთვა რა არის? გეტყვით: ძალიან თვალშისაცემად „ვბრჭყვიალებ“, ყველაფერი მაქვს – ძვირფასი ტანსაცმელი, მაგარი მანქანა, სახლი, კომფორტი, უცხოეთში სეირნობაც არ მაკლია. სხვათა შორის, უმადურიც არ ვარ, მაგრამ, ქმართან სამწლიანმა ცხოვრებამ ისეთი კომპლექსი გამიჩინა, ახლა ამ კომპლექსისგან ვთავისუფლდები, რომ არ გავგიჟდე. უფრო გასაგებად მოვყვები: საერთოდ, ყველა კაცი მესაკუთრე და ღორია, სულერთია, მდიდარი იქნება თუ ღარიბი. მდიდარი კიდევ უარესია. მე უკვე ისეთი გამოცდილება მაქვს, ვიცი, რას ნიშნავს, იყო მდიდარი კაცის ცოლი. შემიძლია, ფსიქოლოგიური ტრენინგები ჩავატარო ამ თემაზე. ვაღიარებ, რომ ყოველთვის მდიდარ ქმარს ვეძებდი.

– გასაგებია, რატომაც...

– დიახ, გასაგებია, რა თქმა უნდა. ლამაზი ვარ – ღმერთმა ჩემთვის ეს სიკეთე არ დაიშურა, მაგრამ, მუშაობაზე ვგიჟდები-მეთქი, რომ ვთქვა, მოგატყუებთ. მართალია, მომწონს ქალები, ყველაფერს რომ თავისით აღწევენ, ფეხზე რომ მყარად დგანან და კაცს თამაშის წესებს თვითონ ჰკარნახობენ. მართლა ძალიან მაგარია, მაგრამ, ასეთად უნდა დაიბადო, ხომ ასეა? მე ამნაირების რიცხვს არ მივეკუთვნები, კარგი ცხოვრება კი ყოველთვის მინდოდა. ან, ვის არ უნდა, არა?! ამიტომ, ვიფიქრე, ჩემი შანსი ხელიდან რატომ უნდა გავუშვა-მეთქი.

– ანუ, არავითარი სიყვარული...

– რატომ? ქმრებიც ხომ უყვართ? მით უმეტეს, როცა ბევრ ფულს ხარჯავს შენთვის, განებივრებს და ზედ გყვება. აბა, უფულო და უნდილი კაცი, არაფრის თავი რომ არ აქვს, რომ წუწუნებს, არ გამიმართლაო და სულ მთავრობის ლანძღვაშია, როგორ შეგიყვარდება?! ცოტა პრაგმატულადაც უნდა გათვალო. მე ვნახე ჩემი ერთი დაქალი, როგორ გადაირია ერთი ბიჭის სიყვარულით და რა აქვს ახლა? ერთ ხელში ბავშვი უჭირავს, მეორე ხელი კი ხან მშობლებისკენ აქვს გაწვდილი, ხან – მამამთილისკენ. მისი საყვარელი ქმარი კი აქეთ-იქით დასეირნობს. არც ბოზებს იკლებს და არც დალევას. მე მაშინვე ვთქვი: – არა, ასეთი ხვედრი და ბედი მე არ მინდა, უკეთესს ვიმსახურებ-მეთქი.

– და დაუწყეთ ძებნა ბებერ და მდიდარ კაცს...

– ბებერი რატომ? ახალგაზრდა, სიმპათიური, მდიდარი მამაკაცი არ გინახავთ? პირიქით, ყველანაირად ძალიან კარგს ვეძებდი. სხვა საკითხია, როგორი ვიპოვე, მაგრამ, მაშინ მეგონა, რომ ძალიან გამიმართლა.

– „შეფუთვამ“ მოგატყუათ?

– თქვენ ახლა სიტყვაზე მეკიდებით. რა შუაშია „შეფუთვა“? ადამიანის ხასიათს თავიდან ვერაფრით გამოიცნობ, ათი წელიც რომ გავიდეს და იცნობდე, სანამ მისი საკუთრება არ გახდები, თავის ნამდვილ სახეს არ დაგანახვებს.

– „მისი საკუთრება არ გახდები“ – ეს შემთხვევითი ფრაზაა?

– არანაირად. თუ მომაყოლებთ, მიხვდებით, რომ ეს ფრაზა პირდაპირ კავშირშია ჩემს ამბავთან. ვერ ვილაპარაკებ ყველა მდიდარ მამაკაცზე, შეიძლება, გამონაკლისები არსებობენ, მაგრამ, მე ვინც მყავს, იმაზე კარგს ვერაფერს ვიტყვი. ვიცი, რამდენიმე კითხვა გაგიჩნდათ და მე გიპასუხებთ: რაც მინდოდა, ყველაფერი მივიღე. არ იფიქროთ, რამე მაკლია. სანამ ჩემს თავს „გაინაღდებდა“, სასწაულებს აკეთებდა. ახლა მგონია, რომ ვიღაც ჰკარნახობდა, როგორ უნდა მოეგო ჩემი გული.

– ამას რატომ ფიქრობთ?

– იმიტომ, რომ ძალიან შორს არის ყოველივე რომანტიკულისგან და ძალიან ანგარებიანია. ერთ ნაბიჯს არ გადადგამს, თუ თავის სასარგებლოს არ გამოელის და ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებს ჩემ მიმართაც. ძალიან ნორმალური გოგო ვარ და ქმარი თავიდან მართლაც მიყვარდა – არაფერი მაქვს მოსატყუებელი და, რადგან მოვედი სასაუბროდ, გულწრფელიც ვიქნები. ზედ მყვებოდა და ეჭვი არ შემპარვია, რომ ვუყვარდი.

– ახლა რატომ გეპარებათ ეჭვი?

– იმიტომ, რომ მისთვის „საკუთრება“ ვარ. ის, რაც შენ გეკუთვნის და შენია, ნაკლებად აფასებ – ეს ასეა და თავს ნუ მოვიტყუებთ. ხომ იცით, რაც გაქვს, რომ დაკარგავ, მხოლოდ მაშინ დააფასებ. მით უმეტეს, რატომ გაუფრთხილდები ნივთს, რომელიც მარტივად შეგიძლია, გამოცვალო?

– თქვენ გამოგცვალათ?

– არა, მაგრამ, მითხრა, შენნაირ თოჯინას კიდევ ბევრს ვიყიდი. არ გამაბრაზო, თორემ, მარტივად გამოგცვლიო.

– ეს რატომ გითხრათ?

– იმიტომ, რომ, როგორც კი მივხვდი, რომ მისთვის ნივთი ვიყავი, მაშინვე გავაპროტესტე და ეს არ მოეწონა. სულ მთლად  უტვინო ვეგონე. არ ელოდა, თუ მის ნამდვილ სახეს დავინახავდი, ანუ, გაუკვირდა – ეს რანაირად „მოტვინაო“. შტერი ვეგონე. რადგან თვითონ ბევრი ფული აქვს, დარწმუნებული იყო, მე ეს ქალი ვიყიდე და მორჩაო.

– უკაცრავად, მაგრამ, რაში გამოიხატება ეს „იყიდა და მორჩა“?

– გეტყვით. აბსოლუტურ მბრძანებლად იქცა. კი, ფული აშკარად არ ენანებოდა ჩემთვის, მაგრამ ისე მექცეოდა, როგორც მის საკუთრებას. მეუბნებოდა, შენ ჩემი ხარ, მე შენში დიდი ფული ჩავდე და შენს ნება-სურვილზე ვერ ივლი. არც ასეთი იყავი და არც ასე გეცვა. თუ რამეს წარმოადგენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვიხდი ამ ყველაფერში. უამისოდ კი ცარიელი ადგილი ხარ და არაფერს წარმოადგენო.

– ვერ მივხვდი, ცოლი არ ხარო?

– ცოლი ხარ, მაგრამ, ჩემი დადგენილი წესებით იცხოვრებ და ითამაშებ. შენი არც აზრი მაინტერესებს რამეზე, არც იმას მოვითმენ, რამე მასწავლო ან ჭკუა დამარიგოო, ანუ, შენი ხმა არ გავიგონოო. საშინელებაა, როცა ხვდები, რომ არაფერი არ ხარ, საერთოდ არაფერი. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გონებრივი შესაძლებლობები ძალიან მაღალია ან ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული, მაგრამ, არ შეიძლება, საკუთარი აზრი გქონდეს?! მე ადამიანი ვარ და ვაზროვნებ კიდეც... რას ნიშნავს, ხმა საერთოდ არაფერზე ამოიღოო? როგორც კი სახლში რამეს ვიტყოდი, თუნდაც რომელიმე ტელეგადაცემის შესახებ გამეკეთებინა კომენტარი, მაშინვე ირონიულად ჩაიცინებდა და ფულს გამომიწვდიდა – გაჩუმდი და წადი, შენთვის რამე იყიდეო. სულ დამცინოდა და მამცირებდა.

– თქვენ მიმართ სიყვარულს, ზრუნვას არ გამოხატავდა?

– თავისებურად – ფულითა და საჩუქრებით. სექსის დროს ალერსი და მოფერება, ალბათ, არ ითვლება. ბოლოს, თითქოს ამასაც მაყვედრიდა. 

– ანუ, ეს იყო თქვენი გაბრაზების მიზეზი?

– რა თქმა უნდა, ოღონდ, არ მითხრათ, რომ უსაფუძვლო. მე მას ცოლად გავყევი, მართლა კი არ მიყიდა.  იცით, როგორ „დავიგრუზე“? თავს უკანასკნელ კახპად ვგრძნობდი. დეპრესია დამეწყო, აღარაფერი მიხაროდა...

– ხომ ამბობთ, რომ არაფერს გაკლებდათ, უცხოეთშიც დაჰყავდით...

– მერე რა, ამასაც თავისი ყოვლისშემძლეობის სადემონსტრაციოდ აკეთებდა და არა ჩემი სიამოვნებისთვის.

– თქვენ არ იღებდით ამით სიამოვნებას?

– გააჩნია, ამ ყველაფერს რა ფორმით შემოგთავაზებენ. როცა ცხვირში ამოგადენენ, რომელ სიამოვნებაზე მელაპარაკებით. გეუბნებით, „ნაყიდი ნივთის“ კომპლექსი გამიჩინა. დეპრესია დამეწყო-მეთქი. ბავშვი რომ გავაჩინე, ორი ძიძა მომიყვანა. ვუთხარი, მეც მინდა, ბავშვს მოვუარო-მეთქი და დამცინა, – საკუთარი თავისთვის ვერ მოგივლია, თანაც ხალხს ვერ ავალაპარაკებო. ხალხი იყო მისთვის მთავარი და არა მე.

– ბავშვთან ურთიერთობას გიშლიდათ?

– მთლად არა, მაგრამ, მაიძულა, მაქსიმალურად სწრაფად ჩავმდგარიყავი ფორმაში – სახლში მეწველი ძროხა არ მჭირდებაო. მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, თორემ, საკუთარ თავს დავკარგავდი. მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც მიმიღებდა ისეთს, როგორიც ვარ და დამაფასებდა.

– ქმარს რატომ არ გაეყარეთ?

– რატომ უნდა გავყროდი? ახლაც რომ გადავდგა ეს ნაბიჯი, სისულელე იქნება. ჯერ ერთი, ცარიელზე დამტოვებს, თან, ბავშვსაც არ მანახვებს. მირჩევნია, ჩემს კომპლექსებს ღალატით ვებრძოლო – ღალატი დავუპირისპირო მის ღორობას. ოღონდ, არ გეგონოთ, ღალატი ჩემი იდეაფიქსი იყოს. თავისით გამოვიდა ასე და ახლა კმაყოფილი ვარ.

– ღალატი თავისით როგორ გამოვიდა?

– როგორ და, გავიცანი ადამიანი. ოღონდ, არ მკითხოთ, როგორ – არ მინდა, რაიმე ეჭვი გავაჩინო, ეს ჩემს მდგომარეობაზე კარგად არ აისახება. მის მდგომარეობაზე – მით უმეტეს. არც შედის ჩემს ინტერესებში, რომ ჩემი ქმრის ყურამდე ეს ამბავი მივიდეს – არ უნდა გაიგოს, რომ ვღალატობ.

– ეს რეალურია?

– რატომაც არა?! ძალიანაც რეალურია. ჩემი ქმარი ისეა საკუთარი ძლევამოსილებით დამტკბარ-დამთვრალი, ვერც გაიგებს, რომ ვღალატობ, თუ ვინმემ  არ მოინდომა და არ გააგებინა.

– ვისთანაც ღალატობთ, ის ადამიანი გიყვართ?

– არა – ხომ ხედავთ, როგორი გულახდილი ვარ, – არ მიყვარს. სიყვარული სისულელეა. მე მასთან თავს კარგად ვგრძნობ, აღარ ვფიქრობ იმაზე, როგორი ღორი ქმარი მყავს და ეს უკვე კომფორტია. არ გეგონოთ, აქ მარტო სექსზეა ლაპარაკი. არანაირად. მე მასთან ვარ ის, რაც ვარ. არც თავის მოსულელება მჭირდება, არც დამუნჯება და არც რაღაც როლის თამაში. რასაც ვეღარ ვძლევ ქმართან და ვითრგუნები.

– შეიძლება, ბევრმა ვერ გაიგოს, რა პრეტენზია გაქვთ ქმართან...

– რა არის ამაში გაუგებარი? პრეტენზია კი არ მაქვს, მასთან ურთიერთობა და მისი საქციელი მაგდებს დეპრესიაში. მე მისთვის ნაყიდი ნივთი ვარ, მისი კომფორტის რაღაც ნაწილი. სულ ამაზე რომ ვიფიქრო, გავგიჟდები. არც შეგუება შემიძლია. ამიტომ, გამოსავალი მოვნახე – მყავს კაცი, რომელიც საშუალებას მაძლევს, ჩემი რეალობიდან გამოვიდე და მოვეშვა.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ყველა მდიდარი კაცის ცოლს აქვს მსგავსი პრობლემა თუ კომპლექსი?

– ძალიან ბედნიერები რომ არ იქნებიან, ამაში დარწმუნებული ვარ. ვერ იქნებიან,  რადგან, როცა კაცს ბევრი ფული აქვს, მას ეს ძალაუფლების სინდრომს უჩენს – დარწმუნებულია, რაშიც ფულს გადავიხდი, ყველაფერი ჩემიაო და ბოლომდე „აჯაზებს“. მე თუ მკითხავთ, ჩემმა ქმარმა ნამდვილად დაიმსახურა ის, რომ ვღალატობ, თუმცა,  კიდევ ვიმეორებ: მე ეს მიზანმიმართულად არ ჩამიდენია. გარემოება შეიქმნა, სიტუაცია აეწყო და მე უარი არ ვთქვი. ან, რატომ უნდა მეთქვა?

– თუნდაც იმ პასუხისმგებლობის გამო, რომელიც გათხოვილ ქალს ქმრისა და ოჯახის წინაშე აკისრია...

– კარგი რა! დიდი ხანია, ამ პასუხისმგებლობას აღარ ვგრძნობ – ჩემი „ძვირფასი“ ქმარი ამად არ ღირს. შვილის წინაშე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ამიტომაც არ მივდივარ ჩემი ქმრისგან. არ მინდა, ბავშვი დაზარალდეს – მე იმდენს ვერ მივცემ და გავუკეთებ, რამდენის შესაძლებლობაც მამამისს აქვს. ჩემს ქმარს შეუძლია, ყველაფერი ჩამაშხამოს. ევროპაში „შოპინგზე“ ბევრი ქალი დადის? მე კი მაქვს ამის საშუალება, მაგრამ არაფრად მიღირს.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ჩემი ქმარი ამას ჩემთვის კი არა, თავისთვის აკეთებს, თავისი ამბიციის დასაკმაყოფილებლად. კი, მიშვებს ევროპაში, მაგრამ ამ დროს თავს ისე ვგრძნობ, როგორც საზღვარზე გადატანილი ჩემოდანი. თქვენ გეცინებათ, მაგრამ, დამიჯერეთ, საშინელი განცდაა. ჩემს ერთ დაქალს მოვუყევი. ჩვეულებრივი გოგოა და ჩვეულებრივი ქმარი ჰყავს. გამოშტერდა. ვერ მიხვდა, რას ვერჩი ჩემს ქმარს. ძნელია, გააგებინო, რას გრძნობ და განიცდი, როცა მუდმივად გაგრძნობინებენ, რომ ცარიელი ადგილი ხარ. ჰოდა, ამ „ცარიელმა ადგილმა“, მოვახერხე, რქები დავადგი და უზომოდ კმაყოფილი ვარ ამით.

– თქვენს საყვარელს აქვს ფული?

– არ მინდა იმ ადამიანზე საუბარი. აქ მასზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ. ჩავთვალოთ, თერაპიის კურსს გავდივარ, რომ არ გავაფრინო. მე ამ ღალატით ჩემს არასრულფასოვნების კომპლექსს ვებრძვი, რომელიც ჩემმა ქმარმა გამიჩინა. აშკარად კარგად მოქმედებს. ვერ ვიტყვი, რომ ამით ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ, ცოტა დავმშვიდდი და დეპრესიას გადავურჩი. საერთოდ  არ ვგრძნობ სინდისის ქენჯნას, ჩემმა ქმარმა ეს დაიმსახურა. აბა, ერთგულებაც იყიდოს, თუ მაგარი ტიპია!

 

скачать dle 11.3