რა მოხდა ამ დღეს
6 ივლისი
1885 – ლუი პასტერმა შეიმუშავა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა.
1954 – გამოვიდა ელვის პრესლის პირველი გრამფირფიტა.
1957 – ჯონ ლენონმა და პოლ მაკარტნიმ გაიცნეს ერთმანეთი.
7 ივლისი
1607 – პირველად აჟღერდა დიდი ბრიტანეთის ჰიმნი „God Save the King“.
1754 – დაარსდა კოლუმბიის უნივერსიტეტი (ამერიკის შეერთებული შტატები).
1881 – გამოქვეყნდა საბავშვო ზღაპარი „პინოქიოს თავგადასავალი“.
1971 – დაარსდა პოპ-ჯგუფი ABBA.
8 ივლისი
951 – დაარსდა ქალაქი პარიზი.
1654 – ამ დღეს, თურმე, პირველმა ებრაელმა დადგა ფეხი ამერიკის კონტინენტზე. მას ერქვა იაკობ ბარსიმონი.
1889 – გამოვიდა „The wall street Journal“-ის პირველი ნომერი.
1918 – ჯარისკაცი ერნესტ ჰემინგუეი დაიჭრა იტალიის ქალაქ სოსალტასთან ბრძოლაში (I მსოფლიო ომი).
1990 – გერმანია გახდა მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში.
9 ივლისი
1877 – სპენსერ გლერი გახდა უიმბლდონის სატენისო ტურნირის პირველი გამარჯვებული.
1922 – ჯონ ვაისმიულერმა დაამყარა თავისი პირველი რეკორდი ცურვაში.
10 ივლისი
1499 – ვასკო და გამას ექსპედიციამ აღმოაჩინა კეთილი იმედის კონცხი (სამხრეთ აფრიკა).
1947 – საფრანგეთში შედგა ბოლო ოფიციალური დუელი.
1951 – კორეა გაიყო ორ ნაწილად – ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეად.
11 ივლისი
1533 – გამოცხადდა ანგლიკანური ეკლესიის დამოუკიდებლობა ვატიკანისგან.
1700 – ბერლინში გაიხსნა გერმანიის მეცნიერებათა აკადემია.
1903 – ირლანდიის სანაპიროსთან გაიმართა თბომავალი გემების პირველი შეჯიბრება.
1945 – პირველად იქნა გამოყენებული ნაპალმი, როგორც საბრძოლო ცეცხლგამჩენი იარაღი.
1971 – პიცბურგში (ამერიკის შეერთებული შტატები) პირველად დაიდგა ენდრიუ ლოიდ-უებერის როკ-ოპერა – „იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი“.
12 ივლისი
1876 – 23 წლის იტალიელმა ბალერინამ, მარია სპელტერინამ, 11 წუთში გადაიარა ნიაგარის ჩანჩქერის თავზე გაბმულ თოკზე.
1901 – გერმანიის რაიხსტაგმა ოფიციალურად დააკანონა დუელები.
1917 – პირველი მსოფლიო ომის მსვლელობაში, ბელგიაში, მდინარე იპრზე, გერმანიის არმიამ პირველად გამოიყენა მომწამლავი ნივთიერება, რომელსაც ამის შემდეგ იპრიტი ეწოდა.
1962 – ლონდონში შედგა „როლინგ სთოუნზის“ პირველი კონცერტი.