კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შთაგონებულები

 

 

 

„ზედ წამწამზე მიზიხარ…“

განა იმიტომ, კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო, სავსებით ეკოლოგიური მოსაზრებებით, ჯერ კიდევ შარშან გაგვარკვიეს, რომ 2012-დან ჩვენს სამშობლოს ელექტრომობილები მოეძალებოდა. იმ მარტივი მიზეზით, რომ საქართველო მეორადი ავტომანქანების ქვეყანაა (მეტიც, ამ მეორად ავტომანქანებს წამყვანი პოზიცია ჩვენს ექსპორტშიც უჭირავს და იმპორტშიც!), რაც იმას ნიშნავს, რომ უპირატესობას, მართალია, ნახმარ, მაგრამ მაინც უცხო-უცხო ავტოებს ვანიჭებთ, სავსებით ბუნებრივია, რომ ელექტრომობილებს უპირველესად სახელისუფლო სტრუქტურებს შეუძენს ჩვენი ბიუჯეტი (მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი, გადასახადების გადამხდელების ჯიბეები). შესაბამისად, ჩვენი პატიოსანი გვამები ტექნიკის უკანასკნელ სიტყვაზეც გასრიალ-გამოსრიალდებიან და არც ეკოლოგიას დაგვიბინძურებენ.

თუმცა, როგორც გაირკვა, მაგალითად, მცხეთაში პირველი ელექტრომობილები უკვე ოქტომბერში გამოჩნდებიან (ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს თავად მცხეთის გამგებელი) და მათ შეძენას მცხეთისავე გამგეობა აპირებს.  რატომ მცხეთის? იმიტომ რომ ტურისტებს მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ, განსაკუთრებით, წვიმიან ამინდში, რადგან უახლოეს მომავალში მცხეთაში ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ტურისტებს არა მხოლოდ კომფორტი, ეგზოტიკაც იზიდავთ, ჩვენ კი უმუშევრობას ვუჩივით, ვფიქრობ, მცხეთის საკურორტო ზონაში ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობასაც გვაძლევს: მეტი შთაგონებისთვის ტურისტები საერთოდაც ზურგით ხომ არ გვეტარებინა?! სამშობლოსაც შევეწეოდით, არც ეკოლოგიას დავაბინძურებდით და ტურისტებსაც უკვე პირდაპირი მნიშვნელობით ხელის გულებზე დავისვამდით.

 

скачать dle 11.3