კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არ აცდის საყვარელ მამაკაცთან განმარტოებას თათია სულუაშვილს და რა ასწავლა მას ქუჩის ბიჭებზე დაკვირვებამ

 

 

 

როდესაც ადამიანი საკუთარ თავში აღმოაჩენ, რომ ამ ცხოვრებაში ბედი გწყალობს, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ცხოვრობ, შენს საქმეს აკეთებ და სახლში მისულს მშვიდი და ჰარმონიული გარემო გხვდება, მგონი, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. „კომედი შოუს“ მსახიობი თათია სულუაშვილი კი ის ადამიანია, რომელსაც ეს ყველაფერი აქვს. ის ეკრანული სახისგან განსხვავებით, პირად ცხოვრებაში საკმაოდ ნაზი, მშვიდი და ქალურია. თუმცა, სამსახურის გადამკიდე, უწევს ქუჩაში დააკვირდეს ადამიანებს, მათგან აიღოს ის მანერები და გამომეტყველება, რომლითაც შემდეგ ტელეეკრანიდან ჩვენს გაცინებას შეძლებს. როგორც თავად ამბობს, ეს ყველაფერი გამოსდის კიდეც და როდესაც ქუჩაში მიმავალს მიაძახებენ: „რა არის, ბიჭო”, – ამაზე არც ბრაზდება და არც უკურეაქცია აქვს. უბრალოდ, ეღიმება, რომ უბანში ატაცებული ფრაზა, ისევ წინ ხვდება.

თათია სულუაშვილი: ბედნიერი ადამიანიც ვარ და ბედისწერისაც ყოველთვის მჯეროდა. ბედი მწყალობს, რადგან მაქვს  ჩემი საქმე, არაჩვეულებრივი ოჯახი, მყავს  მოსიყვარულე მეუღლე, უსაყვარლესი შვილი, სანდო მეგობრები და ვცხოვრობ ასე გადასარევად. (იცინის).

– თუმცა, რაღაც პერიოდი შენს ცხოვრებაში იყო წარუმატებელი პერიოდები. არ მეთანხმები?

– გეთანხმები, ასეთი პერიოდები ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება. მე პირველ სიყვარულში არ გამიმართლა, მაგრამ რადგან ერთ სიყვარულში არ გიმართლებს, ეს იმას არ ნიშნავს,  ჩაიკეტო და კარი მოიხურო, განადგურდე,  დაიავადმყოფო თავი, უაზრო განცდებით დაიმახინჯო მთელი ცხოვრება. დამიჯერეთ, რომ შემეძლოს ცხოვრების თავიდან დაწყება, ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი.

– მაინც, რას შეცვლიდი?

– მაგალითად, არ დავუკავშირებდი ჩემს ცხოვრებას იმ ადამიანს. პატარა რომ ხარ, ბევრ რამეს ვერ აანალიზებ და არასწორ ნაბიჯს დგამ. ვარდისფერი სათვალით ხედავ ირგვლივ ყველაფერს. აი, ოცნებები რომ დამემსხვრა, მერე მივხვდი, რომ რეალურად უნდა ვიაზროვნო და შეცდომა სასწრაფოდ გამოვასწორო. 

– რეალურ ცხოვრებაში ნაზი, ქალური და რადიკალურად განსხვავებული ხარ, ვიდრე ეს ტელეეკრანიდან ჩანს. ამას როგორ ახერხებ და, საერთოდ, ვინ აღმოაჩინა შენში მამაკაცური „საწყისები“?

– მამაკაცური საწყისები მაშინ აღმომაჩნდა, როცა „კავეენში” ვეჯიბრებოდით ერთმანეთს სკოლის პერიოდში. გლდანის და მუხიანის სკოლის ბავშვები გამოვდიოდით და ვანო ჯავახიშვილი ამზადებდა ჩემს კლასს. მე და ჩემი მეგობარი გოგონა კაცების როლში ვიყავით. აი, იქ აღმოჩნდა, რომ კაცური მანერები კარგად გამომდიოდა. გამოდის, რომ ვანო ჯავახიშვილმა აღმოაჩინა ჩემში მამაკაცური საწყისები და მგონი, დღესაც კარგად ვირგებ ამ კაცურ „შუტკებს” (იცინის). თან, ისიც მიწყობს ხელს, რომ ვცხოვრობ გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, სადაც, ისევ მოდაშია „ძველი ბიჭები“ და ყოველ საღამოს კორპუსის წინ საქმის გარჩევებია, რისი მომსწრეც ვარ. ვუსმენ მათ და თან ვფიქრობ, რა გამომადგება მათი საუბრიდან. ბავშვობიდან, ჩემ გარშემო სულ ძველი ბიჭები იყვნენ და მინდოდა თუ არა, ვისმენდი მათ საუბრებს, ვაკვირდებოდი მათ მანერებს. ეს დღეს ძალიან მადგება სამსახურში. ასე რომ, გლდანელი „ტიპაჟების” დაკვირვება ბავშვობიდან დავიწყე და დღესაც ვიყენებ. მეძავსაც რომ ვხედავ ქუჩაში, დაჟინებით ვაკვირდები. რაღაცეებს ვიჭერ მის ქცევაში და მერე, სკეტჩებში ვიყენებ. ერთ-ერთ სკეტჩში, მე და მიშა ანდღულაძეს მოგვიწია მეძავი ქალების როლის შესრულება და ეს დაკვირვებები ძალიან გამომადგა. არის მომენტი, მივდივარ ქუჩაში და მთვრალი კაცი „გაიჩითა”, ეგრევე ვრთავ ჩემს „მესამე თვალს” და ვაკვირდები მის ქცევებს (იცინის) – რა იცი, როდის გამომადგება. ასე რომ, ჩემი სამსახურის გადამკიდე, მიწევს ყველანაირ ტიპაჟებზე დაკვირვება – ძველი ბიჭი იქნება ეს, მთვრალი კაცი, მეძავი, თუ ოჯახის ქალი. 

– ოჯახის ქალზე გამახსენდა: სკეტჩებში საკმაოდ თბილი, მოსიყვარულე, მაგრამ მომაბეზრებელი და შემაწუხებელი ცოლი ხარ. რეალურ ცხოვრებაში როგორი მეუღლე ხარ?

– ნამდვილად არ ვარ რეალურ ცხოვრებაში ისეთი, როგორიც ტელეეკრანიდან ვჩანვარ. უფრო თავშეკავებული ვარ. ბევრი ეუბნება ჩემს დედამთილს, ალბათ, თქვენი რძალი როგორ გართობთ სახლშიო. არადა, შეიძლება, სახლში ვიყო და დღე ისე გავიდეს, არც კი გავიცინო. ერთხელ, სტუმარი მოვიდა. სამზარეულოში ისხდნენ ის და ჩემი დედამთილი. გავიგე, უთხრა, დაუძახე შენს რძალს, მოვიდეს, გაგვამხიარულოსო. არადა, ნეტა, იცოდნენ, რა „ბაიყუშა” ვარ (იცინის). აი, სამსახურში მოსულმა კი აუცილებლად უნდა გადავდო ჩემი „ბაიყუშობა”, პრობლემები, ცუდი განწყობა და შევუდგე ხუმრობებს. ამ საქმეს ასე სჭირდება. მართლია, სკეტჩებში საკმაოდ მომაბეზრებელი ცოლის როლი მაქვს – ისეთის, „შემეტენე” ქალებს რომ ეძახიან, მაგრამ, რა გინდა? მომეწონა, ვიბრძოლე, „დავითრიე”, ხელიც მოვაწერე, ჩემი შვილიც „შევტენე” და ოთხოთახიანი ჩეხური ბინაც „დავითრიე” (იცინის). ერთ დღესაც, ისე მოვაბეზრებ ჩემი საქციელით თავს, რომ  ჩემი ქმარი, ანუ ნიკა, ჩამილაგებს ჩემოდნებს და  ჩემი შვილიანად მომისვრის ქუჩაში. აი, მერე რას ვიზამ, არ ვიცი (იცინის). რეალურ, ცხოვრებაში კი საკმაოდ განსხვავებული ვარ. საოჯახო საქმეებსაც ვაკეთებ და ქმარ-შვილსაც ვუვლი. სახლში, მე, ჩემი მეუღლე, დედამთილი და ბავშვი ვცხოვრობთ. სამსახურში რომ ვარ, ბავშვს დედამთილი უვლის. სამსახურიდან რომ მივდივარ, დაღლილი, ვცდილობ, დაღლა გვერდით გადავდო და სახლის საქმეც გავაკეთო და ბავშვის ცელქობაც ავიტანო. სხვათა შორის, ამას წინათ დამინახა ტელევიზორში და პირველად მიცნო: აი, დედაო. 

– ამბობენ, რთულია პირადი და კარიერული ცხოვრების შეთავსება – ქალი თუ ერთ სფეროში წარმატებულია, მეორე სფეროში მოიკოჭლებსო. ამ აზრს არ ეთანხმები?

– სხვათა შორის, ძალიან ადვილია, სამსახურის და ოჯახის შეთავსება და სულ მიკვირს იმ ქალების, რომ ამბობენ, ან ერთში უნდა იყო წარმატებული ან მეორეშიო. მე ყველაფერს ვასწრებ და არც საწუწუნოდ მაქვს საქმე. თუმცა, ამ ყველაფერში ოჯახის წევრებიც მიწყობენ ხელს. 

– ქუჩაში გცნობენ, პოპულარული სახე ხარ. ამაზე ქმარი არ ეჭვიანობს?

– არ არის ეჭვიანი, და მადლობა ღმერთს. მე ისეთი სამსახური მაქვს, სადაც სულ ბიჭები არიან. შეიძლება, გადაღებები გვიან დასრულდეს და სახლში ღამის 4-5 საათზე მომიწიოს მისვლა, და ამის გამო რომ ჩემმა მეუღლემ სკანდალი ამიტეხოს, ხომ წარმოგიდგენიათ?! ეს ჩემი სამსახურია და ამის გამო პრობლემა არ მქონია. სადაც ურთიერთგაგებაა, იქ ეჭვიანობა ზედმეტია. ორი წელია, ერთად ვართ და ჩემს მეუღლეს ჯერ პრეტენზია არ უთქვამს. თან, რაც გავთხოვდი, თაყვანისმცემლების რაოდენობამაც იკლო. უნდობლობა და ბავშვობის „წიკები” არ გვაქვს. ერთხელ, რესტორანში ვიყავით. გავიხედეთ, მეორე მაგიდიდან ნასვამი კაცი ადგა და მოგვიახლოვდა. ჩემს მეუღლეს მიუჯდა და დაიწყო: უი, როგორ მიყვარს „კომედი შოუ”, თათიაზე ვგიჟდები. იქნება, კახეთში ჩამომიყვანო შენი ცოლი და დამიტოვო ცოტა ხნით. მოვუვლი, ცივ ნიავს არ მივაკარებ, ჩემი თავი თქვენ გენაცვალოთო. ქართველი კაცები აზიატები არიან და შეიძლებოდა, ჩემს მეუღლეს, ამაზე „გაეჭედა”, მაგრამ პირიქით, იუმორით შეხვდა. თავიდან სასიამოვნო იყო ასეთი ყურადღება, მაგრამ როცა განმარტოვება გინდა შენს საყვარელ მამაკაცთან და ამას არ გაცდიან, ეს დისკომფორტს გიქმნის. 

– მერე, ჩართე ამ დროს შენი მამაკაცური საწყისები.

– (იცინის) არა, ასე ვერ მოვიქცევი. წარმოიდგინეთ, რამდენჯერმე, ქუჩაში რომ მივდიოდი მომაძახეს: „ბიჭო, რა არი, ბიჭოო”! მაგრამ ამაზე მეღიმება. ეტყობა ეს „შუტკა” ჩემთან ასოცირდება.

– თქვი, გლდანელი „ძველი ბიჭებისგან” ბევრ რამეს ვსწავლობო. ვაკეში რომ ცხოვრობდე, ხომ დაიღუპე?

– რატომ დავიღუპები? ვაკეშიც ბევრი ასეთი ტიპი ცხოვრობს. ახლა გლდანელ „ძველ ბიჭებს” ვაკეთებ, მერე კი ვაკელ, „სვეცკ”, „ძველ ბიჭებს” გავაკეთებდი. (იცინის), რა პრობლემაა?! 

 

скачать dle 11.3