კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოააშკარავა პოლიტიკოსების „სხვების“ საძინებლებში ძრომიალი ლალი მოროშკინამ

 

 

 

რა შეიძლება ამ ქალმა გააკეთოს ისე, რომ მასზე არ ილაპარაკონ?! ბაზარში წავიდეს ლექციის წასაკითხად, აქციაზე ქუჩაში თუ ყველაზე პოპულარულ თოქ-შოუებში გამოვიდეს?! არაფერიც არ არის საჭირო! ის დაიბადა იმიტომ, რომ ხალხი აალაპარაკოს და ამ ყველაფერს თავადაც ეხმარება. ქვეყანაში, სადაც წიგნიერების დონე ძალიან დაბალია, ლალი მოროშკინას წიგნები მეორე, მესამე ტირაჟით იბეჭდება, ხალხი მის რომანებს კითხულობს, უსმენს და მომდევნოს ელოდება.

 ლალი მოროშკინა: ვარ ფიარ-ტექნოლოგი და, შესაბამისად, მეცნიერული საფუძველი უდევს იმას, რასაც ვაკეთებ. მკითხველმა რომ გადაშალოს ფიარზე დაწერილი ჯანმრთელი წიგნი, არა ზედაპირული, თავისთვის ძალიან მნიშვნელოვან რაღაცეებს ამოიკითხავს. ქარიზმატული, მოუსვენარი, თუნდაც ცოტა უზრდელი ადამიანი, ხალხს იზიდავს. უზრდელობაც კი დასაშვებია. რომ გადავხედოთ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვაზე მეტად ჩანან ეკრანზე, აღმოვაჩენთ, რომ მათი უმრავლესობა მთლად დადებითი გმირები არ არიან, მაგრამ, არის მათში რაღაც რაც გვიზიდავს, გვართვევინებს არხს მათ დასანახად ან ვკითხულობთ მათ სტატიებს. ფსიქოლოგიაში არის ასეთი სწავლება: თუ მასასთან გაიგივებული, ნაცრისფერი ტიპი ხარ, ესე იგი, შენ ყველასნაირი ხარ, ანუ, არავინ არ ხარ. 

– თუმცა, ეს მხოლოდ მათთვისაა ტრაგედია, ვისაც უნდა, რომ ჩანდეს.

– დიახ. ცალკე არსებობს მასების მართვის ტექნოლოგია. რომ მოვყვე, როგორ ხდება ეს ამბავი, მაშინ რამდენიმე ლექცია უნდა წავიკითხო. თუნდაც ის, რომ უნიფორმები შეიქმნა. ადამიანები, რომლებსაც ერთნაირად აცვიათ, უფრო ადვილად სამართავები არიან. ერთნაირად დავარცხნილი და გალაქული ქალების აზრის დამონება გაცილებით მარტივია, ვიდრე სხვადასხვანაირის. უამრავი ხერხი არსებობს, როგორ მართო მასა და როგორ მართო გონი. თუ ვილაპარაკებთ იმაზე, რატომ იყიდება ჩემი დაწერილი, რატომ დებს ყველაზე მაღალ რეიტინგს გადაცემა, სადაც მე ვარ და  რატომ მელაპარაკებიან ჩემი სტატიიდან ამოღებული ციტატებით, ეს ფიქრის ბრალია. არ ვიცი, ვინ რომელი ორგანოთი, მაგრამ მე ტვინით ვფიქრობ. ტვინი იძლევა იმპულსს, რომ არსებულ გარემოში ამოარჩიო ყველაზე ეფექტური და ამ ეფექტურს მიაყენო წერტილოვანი დარტყმები. ქართულ, ისევე, როგორც მსოფლიოს საზოგადოებაში, ყველაზე ეფექტურად იყიდება სექსი და პოლიტიკა.

– თვითონ თემებია შენთან სკანდალური და ეპატაჟური და არა ქცევა. არ ყოფილა გახდა, ქალის კოცნა და მსგავსი ქცევები, რაც რევოლუციას იწვევს ჩვენთან.

– ანუ, იაფფასიანი ეპატაჟი. ეს ჩემგან ძალიან შორსაა. ეპატაჟური თემები და მისი გაშლა ხდება მხატვრული ხერხებით, რაც ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა და არც ეს მოსულა სპონტანურად. იმისთვის, რომ ის მხატვრული ხერხი მომგებიანი ყოფილიყო, ძალიან დიდი ხანი ვისწავლე ინსტიტუტში, შემდეგ ასპირანტურაში, დავიცავი წყება დისერტაციებისა, თემაზე „მხატვრული ნაწარმოების აგებულება“. შემდეგ ვისწავლე მოსკოვში, „ვიპ-მედია სკოლაში“. ანუ, ეს ერთ დღეში მოსული ცოდნა არაა. ჩემმა ერთმა ევროპელმა კოლეგამ მითხრა, ნელ-ნელა იფიქრე ამაზეო, ანუ იმაზე, რასაც ახლა ვაკეთებ. უცხოეთში ქალი, რომელიც რაღაცას მიაღწევს, იცნობენ, აინტერესებთ; მისი დაწერილი ამბავი თუ მხატვრულად კარგად იქნა დაწერილი, აუცილებლად კარგად გაიყიდება. დღეს იმდენი საინტერესო და სკანდალური თემა ვიცი, შემიძლია, ბესტსელერების სერია გავაკეთო. „უსექსობა პატარა ქალაქში” იმიტომ გაქრა და ხელმეორედ დაიბეჭდა, რომ ჩვენი, თანამედროვე ადამიანებისა და ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების, ოპოზიციის პრობლემებზეა; იმ ადამიანებზეა, რომლებიც ჩვენ გვკარნახობენ, როგორ ვიცხოვროთ; ზუსტად მათი პირადი ცხოვრებაა გაშიშვლებული და, თურმე, ისინი არაფრით განსხვავდებიან ჩვენგან. შეუვალი სახით რომ გვმოძღვრავენ, თურმე სხვის საძინებლებშიც კარგად დაძვრებიან. არსებობს რეიტინგების სკალა, თუ რა გხდის პოპულარულს. თუ შენ საკუთარი თავის დამკვიდრებამდე დაიწყე ეპატაჟი, ეს ძალიან მალე ჩაიწვება და დამთავრდება. ეს არის სტიქიური, გათვლილი უგუნურ საზოგადოებაზე. მე, რომელიც წლებია, რაღაცას ვაკეთებ – ათი წელი იყო ტელევიზია, სამინისტო, არასამთავრობო ორგანიზაცია... – ჯერ დავიმკვიდრე სახელი და მერე ამ სახელმა დაიწყო მუშაობა იმაზე, რასაც ახლა ვაკეთებ.

– საქართველოშია ეს განსაკუთრებით უცნაური. ევროპაში, ამერიკაში ისეთი წიგნები იყიდება მილიონობით ტირაჟით, აქ ერთი არ გაიყიდებოდა – რა ვჭამოთ, როგორ ვიშოპინგოთ, როგორ მივაღწიოთ წარმატებას და სხვა. აქ წიგნთან ცოტა გაუცხოებულები ვართ.  იმის წაკითხვის კომპლექსიც კი გვიჩნდება, რომ ცუდი სექსუალური ცხოვრება გვაქვს, რომ ქალები ორგაზმს სიმულირებენ და სხვა.

– კომპლექსები არასწორი სექსუალური განვითარებიდან მოდის. სულ ვამბობ, რომ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნე არ გასულა მას შემდეგ, რაც სადედამთილოებს სარძლოები აბანოში მიჰყავდათ; იქ, სადაც დღესაც კი, ქორწილის მეორე დილას დასვრილ ზეწრებს გარეთ ფენენ; იქ, სადაც დღემდე არსებობს „მეორადი“ და „მესამადი“ ქალიშვილობა, ესე იგი, ძალიან ავად ვართ. შენ თუ საყვარელ მამაკაცს ვერ აუხსენი, რომ, შეიძლება, ის პირველი არ იყოს, მაგრამ, შენი დიდი სურვილია, იყოს უკანასკნელი და მან ეს ვერ გაგიგო, მაშინ, რად გინდა ის კაცი ან იმ კაცს რად უნდა შენნაირი მატყუარა? სულ ვამბობდი და ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი ტიპის ქალები, რომლებსაც გვაქვს უკვე ჩვენი ისტორია, დაწერენ წიგნებს. გამიხარდა, რომ ინგა აპირებს უკვე დაწერას. როგორც კარგ კონიაკს, ისე კარგ ქალს, ისტორია უნდა ჰქონდესო. ასეა. ვის აინტერესებს იმ ქალის წიგნი, ვისაც მოსაყოლი არაფერი აქვს? 

– როგორ ფიქრობ, სახლში დამჯდარი, დამშვიდებული, ვიღაცის ცოლის, ლალი მოროშკინას წიგნები ისევ ისეთი საინტერესო იქნება?

– არა, რა თქმა უნდა. სულ ვამბობ, ოჯახში იმაზე მეტად სტაბილური მდგომარეობა მაქვს, ვიდრე ვიღაცას ჰგონია. არასდროს არაფრის აფიშირებას არ ვაკეთებ და, თუ ვაკეთებ, ის ყოველთვის ტყუილია. მაგალითად, ახლა მთელი ოჯახი მივდივართ დასასვენებლად. ოჯახს რას ვუწოდებ – ჩემს ყოფილ ქმარსა და შვილებს. ჩვენ, შეიძლება, ყოფილები ვიყოთ ფურცელზე და, სულ იმას ვამბობ, ხელის მოწერა გვიშლიდა-მეთქი, მაგრამ, ზამთარ-ზაფხულ ერთად მივდივართ დასასვენებლად. არასდროს მქონია სპონტანური სიგიჟეები და არასტაბილურობა – ეს იმიჯის ნაწილია, რომელსაც ვყიდი. მეზობლები სულ იცინიან, ხან სარეცხით და ხან ქვაბებით რომ დავრბივარ. ძალიან ჩვეულებრივი ვარ სახლში. სულ ქაოსში ვარ. ოღონდ, ვიბრძვი კარიერისთვის, შვილების განათლებისთვის. დალაგებული ცხოვრება რომ მქონდეს, ვერც ერთ სიტყვას ვერ დავწერ. ზამთარში „უსექსობის” იდეა რომ მომივიდა, ლონდონში მივდიოდი და გადავწყვიტე, იქ წყნარად მეწერა, მეფიქრა, მაგრამ, ერთი სიტყვაც ვერ დავწერე. თუ აქ ყველაფერი თავზე არ მემხობა, არ ვარ გამოუძინებელი, არ მეჩქარება,  ისე ვერ ვმუშაობ.

– ახლა მუშაობ რამეზე?

– შეიძლება, ვიღაც მხედავდეს, როგორ „ვტაშფანდურობ” „პროფილში”, მაგრამ, მერე აუცილებლად მნახავენ „კავკასიაზე”, სადაც ამა თუ იმ მოვლენაზე ჩემი ანალიტიკური მოსაზრება აინტერესებთ. არ ვარ ის ადამიანი, ვინც გასართობი გადაცემებით იკეთებს იმიჯს. მხოლოდ ეს რომ იყოს, ჩემს წიგნს არავინ წაიკითხავს. სულელი ქალის დღიური აბსოლუტურად არავის სჭირდება. ვთქვი, რომ შეიძლება, მომდევნო წიგნი ხუშტურებზე დავწერო, რადგან ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ ხუშტურების მიხედვით კეთდება. 

– ცნობილია, ჰარვარდის ხუთოსნები მეცნიერები არიან, ოროსნები კი – პრეზიდენტებიო.

– კლასში ცხრა მედალოსანი მყავდა, რომელთა ასავალ-დასავალიც არ ვიცი. ბერლუსკონის არაფერი აქვს საიმისო, რომ მისი სასიყვარულო თავგადასავლები „გაბაზრდეს”, მაგრამ, სჭირდება და აძლევს ხალხს სალაპარაკოს. ცნობილია, რომ ქლინთონისა და მონიკა ლევინსკის ამბავი ჰილარი ქლინთონის მიერ დაგეგმილი ფიარ-კამპანიაა. იმ პერიოდში პრეზიდენტის რეიტინგი ყველაზე მაღალი იყო, სულ სხვა იმიჯით წავიდა ქლინთონი. ფიარ-ტექნოლოგიების წიგნში ერთ ერთ მაგალითად ეს ამბავიცაა შესული. 

– „ყველა კაცი იდიოტი არ არის”... როგორი კაცი არ არის იდიოტი?

– იმდენი კაცი გამინაწყენდა ამის გამო, რას ნიშნავს ეს სათაური, ანუ, ყველა იდიოტიაო?! ეს არის ჯოხი, რომელსაც ორი ბოლო აქვს და ვისაც როგორ უნდა, ისე იფიქროს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კაცი იდიოტია და, მეტსაც გეტყვი კავკასიელი კაცები ბევრად უკეთესები არიან, ვიდრე ქალები. ვაჟკაცი, მებრძოლი დედის როლი ჰქონდა ნაკისრი კავკასიელ ქალს, ძალიან მძიმე. ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა, „კიდევაც დაიზრდებიან” პატარა ბიჭებს დედა ადგას თავზე. ქალი, რომელმაც ასე გაზარდა შვილები – სამშობლოსთვის შესაწირად, ის რძალს აიტანს სახლში?! აქედან მოდის რძალ-დედამთილის ათასწლიანი ომი. ქართველი კაცი კი ყველა ასაკში ბიჭია, მათ ბევრად უფრო კარგი ხასიათი აქვთ.

– და ძალიან რთულია მათთვის, იყვნენ კარგი შვილები და ქმრები ერთდროულად.

– საშინლად რთული. დომინანტი გენი აქვს ქალს, ბევრი ფუნქციით და, თუ მან აჯობა საკუთარ თავს – მისცა თავისუფლება შვილს, მართლა ხოტბის ღირსია. ნუ დააკონსერვებთ შვილებს, გაუშვით და მიეცით თავისუფლება. ბევრი კაცი ვიცი, ვინც ერთ დროს დედა ვერ დატოვა და ახლა საშინლად უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით. 

– ესე იგი, ველოდებით შენგან ახალ ხმაურს?

– მე კი არ ვეძებ სკანდალს, ის თვითონ მპოულობს. როცა ვხედავ, რომ ქვეყანაში რაღაც ლპება, შექსპირისეულად, ვფიქრობ, რომ ვიღაცამ ამაზე უნდა წეროს. 

 

скачать dle 11.3