კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას აუკრძალავს საცოლეს გიგი დედალამაზიშვილი და რაში ხედავს მისგან შორს ყოფნის ხიბლს

 

ამ ბოლო დროს უამრავი რამ გავიგე: გიგი დედალამაზიშვილმა ცოლი მოიყვანაო, უკვე გადაწყვეტილი ამბავია, სად და როგორ ჩაივლის ქორწილიო... „ლოტოს” გათამაშებას აღარ წაიყვანს, ბევრი საქმე აქვს და ჯგუფთან ერთად მოგზაურობას იწყებსო... პროფესიულმა ამბიციამ მითხრა, ამ ყველაფერს სხვებისგან როგორ უნდა იგებდეო და... „მგზავრების” სოლისტთან ყველა ზემოჩამოთვლილ თემაზე სასაუბროდ დავრეკე. როგორც გაირკვა, გიგის როგორც საზაფხულო, ისე საქორწილო უამრავი გეგმის განხორციელება ჯერ კიდევ წინ ჰქონია.

 გიგი დედალამაზიშვილი: ძალიან დატვირთული ზაფხული გამოგვდის: იგეგმება კონცერტები; ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება და, შეიძლება, ბათუმში გვქონდეს ორი დიდი, გრანდიოზული კონცერტი, რა თქმა უნდა, საქართველოს ფარგლებში გრანდიოზული და ახლა მიდის ამ ყველაფრისთვის მზადება. კონცერტები გვექნება ბათუმშიც და სხვა ქალაქებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით. შეიძლება, კონცერტი გვქონდეს თუშეთში. გვექნება როგორც საკლუბო, ისე დიდი, ღია ცის ქვეშ კონცერტებიც.

– ახლა ბორჯომშიც კონცერტის გამო ხომ არ მიდიხარ?

– არა, დასასვენებლად – ერთი დღით გამოვიპარე მეგობრებთან ერთად, რომ დავისვენო, გავერთო. ახლახან კონცერტი გვქონდა ზესტაფონში, გორში და ეს ამბავი გრძელდება. 

– საკმაოდ დატვირთული სეზონია მომღერლებისთვის, დასვენებას არ გეგმავ?

– კონცერტზე, რომ ჩახვალ ბათუმში, დასვენებაა, აბა რა! კონცერტის მერე ორი-სამი დღე დავრჩები და დასვენება გამოვა. ისე, უკრაინაში, იალტაში ვაპირებ წასვლას ჩემს საცოლესთან ერთად. აუცილებლად წავალ, მაგრამ, ზუსტად  არ ვიცი როდის, გააჩნია, დრო როგორ მექნება. ჩემი გოგო მელოდება, რომ ერთად დავისვენოთ. ჩემი სურვილი იყო, რაჭაში დაგვესვენა და ალბათ ამის განხორციელებასაც შევძლებ. რაჭაში გადასარევია. შეყვარებულთან და საცოლესთან ერთად რაჭაში უნდა წახვიდე და არა იალტაში.

– რატომ?

– ძალიან დამთრგუნველი გარემოა ქართველი მამაკაცისთვის. იქ მარტო ჩასვლა გადასარევია, მამაკაცებზე არაჩვეულებრივად მოქმედებს, მისწრებაა ორგანიზმისთვის, ნერვებისთვის, ჯანმრთელობისთვის (იცინის). მეუღლესთან ერთადაც ძალიან კარგია, უბრალოდ, ცოტა დამთრგუნველია. 

– ესე იგი, ცდუნებას გაურბიხარ.

– არა, სხვათა შორის, არ გავურბივარ. მე ისე მიყვარს ჩემი მარინა, სადაც გინდა, იქ წავალ მასთან ერთად. ვხუმრობ, რა თქმა უნდა, აუცილებლად წავალთ ერთად იალტაშიც და რაჭაშიც. ჩემი მეგობრების უმრავლესობა რაჭველია, ყველას გადასარევი სახლი აქვს იქ. მაგალითად, ნიკორწმინდაში ლაშა დოხნაძეს აქვს სახლი და დიდი, ულამაზესი ეზო. არაჩვეულებრივად შეიძლება, დაისვენო: გახვალ ტყეში, ჩახვალ შაორზე, მწვადს შეწვავ, დალევ, ლობიანს შეწვავ, ითევზავებ. ნადირობა არ მიყვარს, არ ვნადირობ...

– და, როგორ წარმოგიდგენია, შენი თევზაობის დროს მარინა როგორ უნდა გაერთოს?

– მე ვითევზავებ და ის გაირუჯება. ლეღვის ნახარშს წაისვამს და იქნება ძალიან შავი (იცინის). ამბობენ, კარგია ლეღვის ნახარშიო.

– შენ თევზს დაიჭერ, ის შეწვავს და იქნებით რობინზონი და პარასკევა.

– (იცინის) ეგრეა და ძალიან მომწონს ეგეთი დასვენება.

– როდის აპირებთ დაოჯახებას? თბილისში ხმა გავრცელდა, უკვე დაქორწინდნენო.

– რაღაცეები აგორდა და ვეღარ გავიგე, საიდან მოდის ეს ამდენი ჭორი. ზუსტად გეტყვი, რაც ხდება: ვაპირებ იმას, რომ მასთან ერთად მინდა ვიყო სულ, მთელი ცხოვრება. ჯერჯერობით საორგანიზაციო, მოსამზადებელი ამბები გვაქვს. არ მინდა, გადაწყვეტილებებში ვიჩქარო და, თან, არც წინასწარ მინდა ამაზე ლაპარაკი. ქორწილი დეტალების მხრივ არ იგეგმება. ვლაპარაკობთ ამ თემაზე, ორივეს ჩვენი იდეები გვაქვს, მაგრამ, კონკრეტული რაღაცეები ჯერ არ კეთდება. მარინას ძალიან კარგი ფანტაზია აქვს, როგორც ყველა ქალს საქორწინო გეგმებთან დაკავშირებით, მე კი ჯერჯერობით, მისი განხორციელების შესაძლებლობა არ მაქვს. პრინციპში, არც არასდროს მექნება იმხელა შესაძლებლობები, რამხელა წარმოსახვის უნარიც მარინას აქვს. რაღაც დონეზე მაინც რომ დავაკმაყოფილო მისი წარმოდგენილი ქორწილი, ამისთვის მომზადებაა საჭირო.

– როგორი ქორწილი უნდა?

– კარგი, ძალიან კარგი. მარინა ფოტოგრაფია და ძალიან ხშირად უწევს უკრაინაში გრანდიოზული, ფეშენებელური ქორწილების გადაღება, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს, რომ სულ ახალი და ახალი იდეები გაუჩნდეს ამასთან დაკავშირებით. ქორწილების ფოტოებს რომ მაჩვენებს ხოლმე, უკვე ცუდად ვარ. ცოტა ხანში, ალბათ, ავუკრძალავ ჩვენებას. საშინლად მოქმედებს ნერვებზე: აი, ნახე, ეს ასე გააკეთეს, ეს ჩამოიყვანეს, იმათ იცეკვეს, იქიდან მოფრინდნენ, აქედან მოცურდნენ... (იცინის). 

– შენ როგორ წარმოგიდგენია ეს ყველაფერი?

– მაინც უფრო მოკრძალებულად. ჯერ ერთი,  აუცილებლად საქართველოში იქნება, რადგან ბევრად უფრო გემრიელი საჭმელი გვაქვს და ხალხიც უფრო გემრიელია. უკრაინელები კი ჩამოვლენ, ერთი ჩარტერის ჩამოყვანა მომიწევს. სიდედრი უნდა ჩამოვიყვანო სიმამრი, ცოლისძმა... (იცინის), კიდევ მეგობრები. უამრავი მეგობარი მყავს იქ, რომლებიც გიჟდებიან საქართველოზე. რაც შეეხება სტილს, მთლად ხმლებში გავლა, შეიძლება, არ იყოს, მაგრამ, აუცილებლად იქნება ქართული სიმღერითა და ცეკვით, ვფიქრობ, ბუნებაში, სადმე ღია ცის ქვეშ. მგონია, ჩემი ქორწილი კონცერტი უფრო გამოვა...

– შენი და „მგზავრების”...

– მარტო „მგზავრების” არა, დავპატიჟებ სხვა მომღერლებს, ჯგუფებს. ეგრე კი არ არის, მეც ვიცნობ ვიღაც-ვიღაცეებს.

– გავლილი ხარ ელიტაში.

– კი, ერთი-ორჯერ ელიტაში ვიყავი და „გამარჯობაც“ მითხრეს. მოკლედ, ქორწილი ვერ იქნება სცენარებითა და დადგმებით, ეკვადორიდან ჩამოტანილი შერონ სტოუნის ვარდებით. გული გამისკდა, ერთ ცალს ისეთი ფასი აქვს. აგერ, წავკისშიც გადასარევი ვარდია, ძალიან მიყვარს.

– ესე იგი, შემოდგომისთვის თბილისი მაგ ამბავს უნდა ელოდოს?

– არა, არა. შემოდგომაზე რომ იყოს მაგ დონეზე მზადება ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. 

– შვილებზე ფიქრობთ?

– კი, ხშირად ვლაპარაკობთ მაგაზე. ღმერთი როგორც ინებებს, ისე იქნება. მე, რა თქმა უნდა, ბევრის მომხრე ვარ, რა მენაღვლება!

– დისტანციურად ცხოვრებაში რაღაც რომანტიკა არის, მაგრამ, არ გიჭირთ?

– კი, რთულია, მაგრამ, ამასაც აქვს თავისი ხიბლი. თან ძალიან ხშირად ვართ ერთად. მარინა გუშინ გაფრინდა, დაახლოებით სამი კვირა ერთად ვიყავით: ერთი კვირა – კიევში, ორი – თბილისში. წავა და ერთმანეთი გვენატრება, მაგრამ, თავისებური მარცვალი ამაშიცაა.

– აქ რომ ჩამოდის, შენთან ცხოვრობს?

– რა თქმა უნდა, ჩემთან ცხოვრობს და მე როცა ჩავდივარ, მასთან ვცხოვრობ.

– ისე, ცალკე აპირებთ ცხოვრებას?

– არა. მაქვს ერთი ოცნება, რომ ავაშენო დიდი სახლი და ყველამ ერთად ვიცხოვროთ იმ დიდ სახლში. მაგრამ, თუ ავაშენებ ამ სახლს, არ ვიცი, ჯერ ქორწილი მაქვს გასაკეთებელი (იცინის). 

– სატელევიზიო კარიერას აგრძელებ, ანუ, „ლოტოში” რჩები?

– ჯერჯერობით ვარ და, შესაბამისად, თბილისს დიდი ხნით ვერ ვწყდები და ვერც ვისვენებ. ერთადერთი, „ლოტო” იმაში მიწყობს ხელს, რომ, თუ ჯგუფს სჭირდება გასვლა, ეთერების გაცდენა შემიძლია. დიდი მადლობა ანი ქორქიას, რომელიც გვერდში მიდგას. ანუკისაც რომ სჭირდებოდეს, მარტო კი დავრჩები, მაგრამ, უნიჭო წამყვანი ვარ და აქედან გამომდინარე მარტო არ გამომივა (იცინის). 

 

скачать dle 11.3