კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორია ანნა გურჯის უხამსი სინაზე და სად ითამაშებს ის კრისტიან სლეიტერთან ერთად

 

 

 

ალბათ, გახსოვთ ჩვენი ჟურნალიდან პატარა, გრძელთმიანი ლამაზი გოგონა, ანა გიორგობიანი, რომელიც საოცარი მსახიობური ნიჭით დაიბადა. იდეალურად შესრულებული ბოშის, ცინკა პანას, უნგრელი პრიმადონას როლის შემდეგ მისმა წარმატებამ კინოში გაცილებით დიდ მასშტაბებს მიაღწია. უკვე მოკლეთმიანი ანნა გურჯი ცნობილი როკ-მომღერლის ცოლია და ცხოვრების თბილისური სტილიც რადიკალურად შეეცვალა, ისევე, როგორც მიზნები. 

– ანნა, როდის წახვედი ამერიკაში და როგორ დაიწყო შენი სამსახიობო წინსვლა?

– 2009 წლის თებერვალში ნიუ-იორკში ფილმის გადაღებისთვის ჩამოვედი. პროექტი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიმეღო, ერქვა „რუფუს რექს”. დამოუკიდებელი კინოპროექტი იყო, მისი რეჟისორი უნდა ყოფილიყო ამერიკული კინოჟურნალის გამომცემელი თიმოთი რისი. იმ პერიოდში ამერიკა ფინანსურ კრიზისში იყო, რის გამოც ფილმი ბოლომდე არ დაფინანსდა და პროექტი ჩაიშალა. ამერიკაში 17 წლის ასაკში ჩამოვედი – ბავშვი, რომლისთვისაც ეს უდიდესი ქვეყანა ცოტა საშიში ჩანდა. გამიმართლა და ჩემთან ერთად ამერიკაში დედაჩემი, ნანა ერემეიშვილი წამოვიდა. პროექტის ჩაშლის შემდეგ არ მოვდუნებულვართ. გადავწყვიტეთ, ლოს-ანჯელესში გადავსულიყავით საცხოვრებლად, კინოინდუსტრიის მსოფლიო ცენტრში – ქალაქში, რომელიც სულ მოძრაობს და სულ რაღაც ხდება. იმ დროისთვის უკვე ვიცნობდი რამდენიმე აგენტს, მენეჯერსა და ქასთინგის რეჟისორს, ვისაც ჩემი გასინჯვა, ჩემთან შეხვედრა სურდა. როგორც კი ლოს-ანჯელესში ჩამოვედი, იმ დღესვე დავიწყე შეხვედრებსა და ქასთინგებზე სიარული, არც ერთი წუთი არ დამიკარგავს. დედაჩემი მიწევდა მენეჯერობას. ამერიკაში ცხოვრების პირველი წელი მხოლოდ სამსახიობო სკოლაში დავდიოდი და არ ვმონაწილეობდი არსად. სკოლას ჰქვია „ფილმ ენდ თივი ენდ შეიქსპიარ”. პარალელურად დავიწყე მუშაობა ჩემს რომანზე – „უხამსი სინაზე”, რომლის გამოცემასაც ახლო მომავალში ვაპირებ. სკოლის დამთავრების შემდეგ, უკვე მომდევნო წლიდან, დავიწყე მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და სპექტაკლებში თამაში.

– რა პროექტები იყო, რომლებშიც მონაწილეობა მიიღე? ვგულისხმობ როგორც თეატრს, ისე კინოს.

– სპექტაკლებით დავიწყებ: პირველი სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, იყო რეჟისორ კრის ბერუბის მიერ დადგმული „ჰეფი ვოთევა ავთერ”, ამ სათაურის თარგმნა თითქმის შეუძლებელია ქართულად, ალბათ, ასე იქნებოდა: „ცხოვრობდნენ მას შემდეგ ტკბილად და ბედნიერად”, ანუ ის სიტყვებია, რომლითაც ზღაპრები მთავრდება ხოლმე. ეს იყო უდიდესი კომედია, ცნობილი საბავშვო ზღაპრების ძალიან სასაცილო გაშარჟება. სპექტაკლში ვთამაშობდი ქალთევზა არიელსა და კონკიას დედინაცვლის შვილს – ბოროტ დას. სპექტაკლი „ნექსთ სთეიჯ” თეატრში დაიდგა. ამის შემდეგ იყო „ვან ნაით სთენდ”. „ევერი შრიბერ” თეატრში დაიდგა ეს პიესა, რომლის რეჟისორიც იყო პოლ სტორიალი და ვთამაშობდი „დომინატრიქს” გმირს, სახელად სამანტა. დომინატრიქსი – ეს არის ქალი, რომელსაც სექსში დომინანტის ფუნქცია აქვს. წყვილების მიერ გატარებული ერთი ღამის შესახებ დადგმული ეს სპექტაკლიც ძალიან, ძალიან სასაცილო იყო. შემდეგ უკვე ვითამაშე ასევე კომედიაში, რომელიც მარიხუანას თემაზე დაიდგა. „ზი ვიდ შოუ” ასე ერქვა სპექტაკლს, რომელიც „მაკენზი ენტერტეიმენტში” დაიდგა და მისი რეჟისორი იყო რაიან მაკენზი. ამ კომედიაში ვთამაშობდი გიჟ გოგონას ბიპოლარული აშლილობით. და, ბოლოს იყო ასევე კომედია, რომელიც ეხებოდა არატრადიციული ორიენტაციის ინდივიდებს. ჩემს გმირს ერქვა ჯულსი. „სიქრეთ როუზ” თეატრში სპექტაკლი „მეტა შოუ” კრისტიან ისტვუდმა დადგა. პარალელურად უკვე დავიწყე კინოში მუშაობაც. ვითამაშე რეჟისორ ლეო კორბუჩის ორ მოკლემეტრაჟიან ფილმში – „სენტპოინტ” და „ქრისთმას ივ”. ამის შემდეგ იყო ცნობილი ბერძენი მსახიობისა და რეჟისორის, კატერინა მოცაცუს ფილმი, სახელწოდებით „ზი ლოვერლი” და მერე უკვე „ლოს-ანჯელეს ფილმ სქულის” მოკლემეტრაჟიან ფილმში „როკი რიმეიქ”, სადაც ახალგაზრდა ადრიან პენინოს ვასახიერებდი. რაც შეეხება სატელევიზიო გამოცდილებას, ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი იყო „ზი ბინგ ფრენკ შოუ”, რომელიც ეთერში „ოსკარებით“ დაჯილდოების ცერემონიის დღეს გავიდა. შოუში მიწვეული ვიყავი ცნობილ მსახიობ ლინგ ბეისთან ერთად – მეცხრამეტე ეპიზოდში ვართ ერთად. 

– როგორია შენი დღის რეჟიმი, ძალიან დაძაბული გრაფიკით მუშაობ?

– ძალიან ბევრი საქმე მაქვს, სულ რაღაც ხდება, სულ სადღაც მეჩქარება, თუმცა, ამის გამო არასდროს ვწუწუნებ. აქამდე ვმუშაობდი სპექტაკლებზე, ჰოლივუდის „აქტინგ ცენტრში” დავდივარ იმპროვიზაციისა და სასცენო ხელოვნების შემსწავლელ კურსებზე, მაქვს ქასთინგები და გადაღებები. როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, პროზაზე ვმუშაობ – სულ ვწერ. ამჟამად ვემზადები სრულმეტრაჟიან ფილმში მონაწილეობის მისაღებად, სადაც ოთხ კლონს ვთამაშობ – ოთხ სახესხვაობას. ფილმის რეჟისორია ბრენდა ურქუართი და მისი სახელწოდებაა „კესლერის ლაბორატორია”. გადაღებები იწყება აგვისტოში, კოლორადოში. 

– ალბათ, ძალიან რთულია ამერიკაში, მით უმეტეს, კინოში წარმატების მიღწევა, ქვეყანაში, სადაც ყოველი მეორე ოცნებობს მსახიობობაზე.

– საერთოდ, ძალიან რთულია და, კიდევ უფრო რთულია ამ ყველაფრის გაკეთება უცხოელისთვის. კინოში წარმატების მისაღწევად ნომერ პირველი პირობა ენის სრულყოფილი ცოდნაა. აქ უამრავი ნიჭიერი მსახიობია და, როდესაც ჩამოდიხარ და მათთვის კონკურენციის გაწევა გინდა, თან, შენი აქცენტით, ეს წარმოუდგენელია. ამის შემდეგ უკვე იწყება შეუდრეკელი მიზანდასახულობა, შრომა, გამძლეობა – როგორც ფიზიკური, ისე სულიერი, თავდაჯერებულობა, ოპტიმიზმი, მოთმინება და საქმის უსაზღვრო სიყვარული. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს იღბალიც სჭირდება, მაგრამ, თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან ყველაფერი გაქვს, იღბალიც თავისით მოვა. აქ ბევრი შანსია იმისთვის, რომ დაამტკიცო, რა შეგიძლია. 

– ვიცი, რომ შენს პირად ცხოვრებაშიც სიახლეებია.

– დიახ, ამერიკაში დავოჯახდი. ჩემი მეუღლეა სტივენ ბერეზი, პროდიუსერი და ვოკალისტი. ამჟამად მღერის როკ-ჯგუფში „ვენრეზი”. ერთმანეთი კინომოღვაწეების წვეულებაზე გავიცანით. უკვე ორი წელია, ერთად  ვართ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. 

– „ფეისბუქზე” ვნახე, საოცარი მიმოწერა გაქვთ ერთმანეთთან. როგორც ჩანს, ხშირად ხართ ცალ-ცალკე.

– ხშირად გვიწევს ერთმანეთთან დაშორება, რადგან შემოქმედი ადამიანები ვართ და ჩვენ- ჩვენი საქმე გვაქვს, რომელიც ორივეს ძალიან გვიყვარს. რა თქმა უნდა, რთულია, როდესაც ის ევროპაშია გასტროლებზე და მეც სულ გადაღებებზე ვარ. 

– რა უახლოესი გეგმები გაქვს?

– „კესლერის ლაბორატორია” უკვე ვახსენე. ამ ზაფხულს, ასევე, იგეგმება ელმორ ლეონარდის ნაწარმოების – „ფრიკი დიკის” ეკრანიზაცია, რომლის რეჟისორია ჩარლზ მეთიუ – ჰოლივუდის ცნობილი ვეტერანი მსახიობის, ვოლტერ მეთიუს შვილი. ამ ფილმში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ბრენდონ ფრეიზერსა და მეტ დილანს, მაგრამ, როგორც ჰოლივუდში ხშირად ხდება ხოლმე, მსახიობების სია ბოლო წუთს შეიცვალა. როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, როლზე აიყვანეს, ჩემი ახლო მეგობარი კრისპინ გლოვერი, რომელიც, ალბათ, ყველას ახსოვს ფილმიდან „ჩარლის ანგელოზები”. 

– როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?

– მას უკვე ოთხი წელია, ვიცნობ. „ცინკა პანას“ გადაღებებზე პრაღაში ყოფნისას გავიცანი. კრისპინს პრაღასთან აქვს სასახლე, სადაც ფილმებისთვის სცენებს აგებს. იმ ფილმებისთვის, რომელთა რეჟისორი და სცენარისტი თავადაა. ამის გამო ხშირადაა ჩახეთში. კრისპინი „ცინკა პანას“ კონტრაქტზე მომეხმარა. იმ პერიოდში არ მყავდა იურისტი, თან ჩემი პირველი, დიდი, არაქართული ამბავი იყო და გამოუცდელი ვიყავი, აქედან მოდის ჩვენი მეგობრობა. როლზე ასევე აიყვანეს კრისტიან სლეიტერი. ამ ფილმში მეორეხარისხოვან როლს ვთამაშობ.  

 გარდა ამისა, დაგეგმლია ლოურენს ჰსუს საოცრად საინტერესო დეტექტიური ფილმი, სახელწოდებით „მესამე თვალი”, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა ვითამაშო. 2012 წლისთვის კი იგეგმება „ლაილას საიდუმლოს” გადაღება. ეს არის ფსიქოლოგიური დრამა, სადაც თავად ლაილა უნდა განვასახიერო. დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველ რეჟისორებსაც მიეცემათ იმის საშუალება, რომ მათ პროექტებშიც მივიღო მონაწილეობა. ამ დროისთვის ყველაზე მეტად ჩემი დის, რეჟისორ ხათუნა გიორგობიანის მომავალ ფილმს ველოდები. 

 

скачать dle 11.3