კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არსებობს თუ არა კავშირი ბედისწერასა და გენებს შორის და როდის ხდება ენერგიის არასწორი გაცემა ოჯახის დანგრევის მიზეზი

 

დიდი ხანია, ეზოთერიკოსებსა და პარაფსიქოლოგებს შორის კამათია იმაზე, ადამიანის ბედისწერასა და გენებს შორის არის თუ არა კავშირი. ბოლოდროინდელი კვლევების საფუძველზე კი, ეზოთერიკოსები ამტკიცებენ, რომ გენებსა და ბედისწერას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ამ აზრს ქართველი ეზოთერიკოსი, ბატონი დავითიც ეთანხმება და ამბობს, რომ აზრისა და ფიქრის დონეზე, ასევე გაუაზრებელი საქციელითაც, ბედის ცვლილება ნამდვილად შესაძლებელია.

როგორ მოვიქცეთ, რომ საკუთარი თავი საფრთხეში არ ჩავაგდოთ, ცხოვრება სურვილისამებრ დავალაგოთ და სწორი არჩევანი გავაკეთოთ, ამაზე თავად ბატონი დავითი გვესაუბრება და რჩევებსაც მოგვცემს. 

 

– ბოლო დროს საკმაოდ დიდი კამათი გამოიწვია ეზოთერიკოსებსა და პარაფსიქოლოგებს შორის იმ საკითხმა – არსებობს თუ არა კავშირი ადამიანის ბედისწერასა და გენებს შორის. ამაზე თქვენი მოსაზრება გაგაჩნიათ და თუ არ ვცდები, თავად იყავით ჩაბმული დისკუსიაშიც. მაინც, რა კავშირია ბედისწერასა და გენებს შორის?

– მე ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემი ჩამოყალიბებული აზრი გამაჩნია, რომელიც, ბოლო დროს ჩატარებული, არაერთი კვლევის შედეგებიდან გამომდინარე გამიჩნდა. კერძოდ, ადამიანის ბედისწერასა და გენებს შორის უდიდესი კავშირი არსებობს. ასევე, არსებობს გარკვეული პერიოდები ამ მხრივ, როცა საშიშია საკუთარ ბედზე საუბარი, წყევლა, გაუაზრებელი ქცევა თუ საუბარი. დამიჯერეთ, ერთმა უაზროდ გაელვებულმა და გაუაზრებელმა ფიქრმაც კი შესაძლოა თავდაყირა დააყენოს და რადიკალურად შეცვალოს მთელი თქვენი ცხოვრება. ბედისწერაც და წინაპართა ცოდვებიც ნამდვილად გადადის გენეტიკურად შთამომავლებზე და სწორედ, ამიტომაა საჭირო სიფრთხილე, კონტროლი და წინდახედულობა თითოეული ქცევისა თუ სიტყვის წარმოთქმისას, რომ აღარაფერი ვთქვათ, ფიქრსა და გაცნობიერებულ საქციელზე. ბევრ ადამიანს ამ საკითხთან დაკავშირებით, აბსოლუტურად განსხვავებული აზრი და შეხედულება გააჩნია. მაგრამ, აბა, დაფიქრდით, თუ შეიძლება, ადამიანმა გენეტიკურად მიიღოს წინაპრისგან ნიჭი, გარეგნობაში რაიმე ნაკვთი, ხასიათი, მანერა და ასე შემდეგ, რატომ უნდა გამორიცხოთ, რომ ბედისწერაც გენეტიკურად გადავიდეს შთამომავლობაზე? ზოგს კი საერთოდ არ სჯერა ბედისწერის და ამაში მწარედ ცდება. მე ამ საკითხით ახალგაზრდა ასაკში დავინტერესდი. აგერ უკვე სამოც წელს გადავცდი და საკმაოდ ბევრი გამოცდილება დავაგროვე. გენური კოდის საშუალებით, ჩვენ მართლაც ვიღებთ მემკვიდრეობით გარეგნობას, ხასიათს, ნიჭს და ამასთან ერთად, ბედისწერასაც. შედეგად კი, წინაპართა არასწორი ცხოვრების წესი შთამომავლის ბედისწერაზე აისახება. არც ერთი ჩვენგანი არ დაბადებულა უცოდველი, რადგან გენების საშუალებით მიღებული პროგრამა შთამომავლობით დაგვყვა თან. აი, სწორედ ეს არის ბედისწერა, რომელშიც უდიდესი წვლილი ჩვენს წინაპარს მიუძღვის. მათი კარმული დავალიანება, არასწორი თუ სწორი საქციელი, ცხოვრების წესი და ასე შემდეგ, სწორედ ჩვენს გენებშია ჩაწერილი. დამიჯერეთ, ამაში ორი აზრი არ არსებობს, თითოეული ჩვენგანი გენური ინფორმაციის მატარებელი და გადამტანია. 

– გამოდის, რომ ჩვენმა შთამომავალმა, ჩვენი ჩადენილი ცოდვების გამო უნდა ზღოს და საკუთარი ბედისწერა ამით დაამძიმოს?

– სწორედაც, რომ ასეა. შთამომავალთა წარუმატებლობა შესაძლოა, თქვენი ბრალი იყოს და ამიტომ, უნდა ეცადოთ, სწორი საქციელითა და ცხოვრების სწორი წესით მათ ბედისწერა შეუმსუბუქოთ. თუ გსურთ, თქვენი შთამომავალი წარმატებული იყოს ცხოვრებაში, ასე უნდა მოიქცეთ და თუ ამის არ გჯერათ, ეს თქვენი ნებაა. 

– ესე იგი, ჩვენი საქციელით, შვილების ბედსაც განვსაზღვრავთ?

– დიახ, ახლანდელი საქციელით ჩვენივე მომავალი შვილების ბედს განვსაზღვრავთ. უფრო მეტსაც გეტყვით, გენეტიკურ ცოდვაზე დიდი ცოდვა დედამიწაზე არ არსებობს და თუ ის ადამიანს შთამომავლობით გადაეცა, წარუმატებელია, უამრავი პრობლემის წინაშე დგას და პირადი ცხოვრებაც გამწარებული აქვს. თუმცა, არ მინდა, ისე გაიგოთ ჩემი ნათქვამი, თითქოს თავს დამტყდარი ყველა უბედურება ჩვენი წინაპრის კისერზეა და მხოლოდ ისინი არიან დამნაშავენი ჩვენს უიღბლობა-წარუმატებლობაში. 

– თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ნამდვილად ეს აზრი გამოვიტანე.

– (იცინის). ჰოდა, მაშინ აგიხსნით უფრო დეტალურად და მიხვდებით, რაშიცაა საქმე. მოკლედ, თითოეული ჩვენგანი, ცხოვრების განმავლობაში თავის პროგრამასაც ქმნის და იწერს გენებში, მაგრამ, როცა მემკვიდრეობითი პრობლემების დამუშავება, გადახედვა შეუძლებელი ხდება გენეტიკური ხაზით, ამ დროს გვარი არსებობას წყვეტს. ანუ, ასეთ ოჯახში არ იბადება გვარის გამგრძელებელი. როცა დედა შვილს გაბრაზებულ გულზე წყევლის, ესეც საკუთარი გენის დაწყევლა და შთამომავლის ბედში არასწორი, გაუაზრებელი, საშიში ჩარევაა. ამ, დროს გენური კოდი აქტიურდება და უფრო მეტად იწყებს მოქმედებას. გაბრაზებულ გულზე, ერთმა ცუდმა გაფიქრებამაც კი, კონკრეტული ადამიანის მიმართ, შესაძლოა, გენური პროგრამა შეცვალოს და ბედში ნეგატიური ცვლილებები შეიტანოს. ადამიანი ცხოველისგან იმით განსხვავდება, რომ მას ფიქრის, ანალიზისა და განჭვრეტის უნარი აქვს. ამიტომ, უნდა იფიქროთ ამ საკითხზე და კარგად გააანალიზოთ ჩემი ნათქვამი. ალბათ, გესმით, რომ ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ამ ყოველივეს ბედის ცვლილება, თქვენი ცხოვრების შეცვლა და გადაფასება შეუძლია. 

– ბატონო დავით, თქვენ ახსენებთ მშობლების ცოდვებს, რომლითაც შვილები იტანჯებიან, მაგრამ არსად გიხსენებიათ სიტყვა – „დასჯა”. იქნებ წინაპართა ცოდვების გამო შთამომავლები ვისჯებით და არა ვიტანჯებით?

– ამაში ვერ დაგეთანხმებით. სწორია ტანჯვა და არა დასჯა, როცა საქმე წინაპრისგან გადმოცემულ ბედისწერას და გენებს ეხება. შვილები იტანჯებიან არა მშობლების ცოდვათა გამო, არამედ იმიტომ, რომ მათმა მშობლებმა ცოდვის ჩადენით დაიზიანეს სული და სხეული, შემდეგ კი არ მოინანიეს და ეს ფაქტი მათ შვილზე აისახა. სული უხილავი მაგნიტივით აკავშირებს ერთმანეთთან ჩვენი ორგანიზმის ატომებსა და მოლეკულებს, სტიმულს აძლევს ცილების სინთეზს ცოცხალ უჯრედებში, აძლევს მას სიცოცხლისუნარიანობის პროგრამას, უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლას და თვითრეგულირებას. სულისა და სხეულის ერთმანეთთან დაცილებისას, ცილების სინთეზი უცბად წყდება. ენერგიას მოკლებული სხეული ცივდება და მისი ელემენტები, როგორც კი მაკავშირებელ ძალას კარგავს, იშლება და სიკვდილით ავადდება. ამიტომ, საკუთარ სულში უნდა ვეძებოთ იმ ყველაფრის მიზეზი, რაც ჩვენ და ჩვენს შვილებს გვჭირს, მათ შორის ის დაავადებებიც, რომელთა მიმართაც გვაქვს მიდრეკილება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თითოეული ჩვენგანი გარკვეული ენერგეტიკის მატარებელია. გვერდიგვერდ მყოფი ადამიანები, უნებურად, ერთმანეთზე ურთიერთქმედებენ მაშინაც კი, როცა სძინავთ ან ჩუმად არიან. ენერგიის გაცვლა მიმდინარეობს პერმანენტულად. ქალისგან განსხვავებით მამაკაცი გაცილებით მეტ ენერგიას იღებს და ნაკლებს გასცემს. თუ ქალი მამაკაცის მიმართ დადებითად არის განწყობილი და თავს მის გვერდით კომფორტულად გრძნობს, მაშინ ენერგიების გაცვლა ნორმალურად მიმდინარეობს. მაგრამ, თუ რომელიმე მათგანს არასასურველი განწყობა აქვს, ესე იგი, მეორემ ცოტა ენერგია მიითვისა. სხვისი ენერგია ძალიან ადვილად ასათვისებელია. ენერგიის არასწორმა გაცვლა-გამოცვლამ კი, შესაძლოა, შეყვარებული წყვილი ან თუნდაც ცოლ-ქმარი დააშოროს. ჯერ იწყება კონფლიქტები, გაუგებრობები, კამათი, ჩხუბი და ამის შემდეგ წყვილი ხვდება, რომ მათ შორის რაღაც რიგზე ვერაა. თუმცა, პასუხი არ აქვთ. მე კი ასეთ წყვილს ვეტყვი, რომ ეს შესაძლოა, მათ შორის ენერგიების არასწორმა გაცვლამ გამოიწვია. ამიტომ, სანამ ურთიერთობას დააკანონებთ, კარგად დააკვირდით, იღებთ თუ არა სასურველი ადამიანისგან ენერგიას და რამდენად კმაყოფილია ის თქვენგან გაცემული ენერგიით.

 

 

скачать dle 11.3