კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქოთანში ნაპოვნი სამკაული და კახური „აბაროტით“ დაბრუნებული მეგობრობა

 

კახეთის ერთ ლამაზ სოფელში ვცხოვრობდი. ჩვენ გვერდით ცხოვრობდა ჩემი სიყრმის მეგობარი – ოთარა. კახური იუმორის ამბავი მოგეხსენებათ და, სულ ერთმანეთის შაყირსა და გამასხარავებაში ვიყავით, მაგრამ ოთარა ყოველთვის მჯობდა და სულ იმას ვნატრობდი, ისე არ მომკლას ღმერთმა, რომ ერთხელ მეც მოვაკაკვინო თითი-მეთქი. ჩემი „გასაჭირი“ ჩემს ბიძაშვილს, ნოდარს გავუზიარე და დახმარება ვთხოვე. ერთხელაც, მოვარდა ჩემთან ნოდარი და გახარებული მეუბნება, კარგი შანსი მოგეცა ოთარასთვის ერთით ერთის გასაკეთებლადო. გაირკვა, რომ, პაპისეული სამოსახლო, რომელიც სოფლის განაპირას მდებარეობდა, ოჯახს ოთარასთვის მიუცია სახლის ასაშენებლად. იმას ძველი სახლი დაუნგრევია და ახლის აშენებას აპირებდა. ნოდარმა დამარიგა: დედაშენს რამე ძველი პატარა ქოთანი ექნება. გამოართვი შენს ცოლს, რაც კი ოქროს ბეჭდები აქვს, გავახვიოთ ძონძში, ჩავდოთ ქოთანში, მოვუკრათ თავი და იმ ადგილას ჩავმარხოთ, სადაც ოთარა საძირკვლის გაჭრას აპირებს. ამ ქოთანს რომ იპოვის, გაუხარდება, მაგრამ, ხვიშტი, უკან დაბრუნება მოუწევსო. ამ იდეამ დუმბაძის ილიკო და ილარიონი კი გამახსენა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, დიდად არ აღვფრთოვანებულვარ. თან, დავეჭვდი – რომ აღარ დამიბრუნოს, ჩემს ცოლს რა გადაურჩება-მეთქი. მაშინ ნოდარმა მითხრა, ამ ქოთანში პატარა წერილიც ჩავდოთ, სადაც ნათქვამი იქნება, რომ ის ოქროულობა შენია და სხვა რა გზა ექნებაო. ცდუნება დიდი იყო და დავეთანხმე.

მოკლედ, მე, ჩემმა ცოლმა და ნოდარმა გავახვიეთ ძონძში ჩემი ცოლის სამკაული და დავადეთ ზედ ცალხაზიან ფურცელზე დაწერილი პატარა ტექსტი: „ოთარა! სულ ტყუილად გიხარია, ეს ოქროულობა ჩემი ცოლის არის და, თუ არ გინდა, მთელმა სოფელმა გაიგოს, რომ სხვისი ქონების მითვისებას აპირებ, შენი ფეხით მოდი და ეს ყველაფერი მშვიდობიანად დამიბრუნე. შენი მეგობარი მახო“.

მერე ქოთანს თავი მოვუკარით, შუაღამისას ჩავმარხეთ საჭირო ადგილას და მოვლენების განვითარებას დაველოდეთ.

რამდენიმე დღეში ოთარას ოჯახში ფუსფუსი ატყდა და მივხვდით, რომ ქოთანი იპოვეს. მე და ნოდარს გვეგონა, ოთარა მოვიდოდა, ბეჭდებს მოგვიტანდა და ერთსაც კახურად „დაგვლოცავდა“, მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ, მსგავსი არაფერი მომხდარა. ოთარა ჩვეულებრივად გვხვდებოდა, ნაპოვნ განძზე კი ხმას არ იღებდა. ასე გავიდა ერთი თვე. ბოლოს, ავდექი და პირდაპირ ვუთხარი, სამკაული დამიბრუნე, თორემ, ცოლი მეყრება-მეთქი. რა სამკაულიო – გაიოცა. რაც ქოთანში იპოვე-მეთქი, – დავუზუსტე მე, – წერილიც იდო შიგ და, ხომ წაიკითხე, რაც ეწერა-მეთქი.

ოთარამ შორს დაიჭირა – მსგავსი არაფერი მიპოვია და ცილისწამებისთვის გიჩივლებო. რა უნდა მექნა. ერთი კარგად ვეჩხუბე და წამოვედი. გავიდა რამდენიმე თვე. ასე დავემდურეთ ერთმანეთს ოჯახებით.

დადგა გაზაფხული. ერთ დღესაც, გავიდე მხარზე ბარი და ვენახში წავედი, ვიფიქრე, ატმებს ძირს შემოვუბარავ-მეთქი. ნოდარიც წავიყოლე, ვბარავთ, ხმას არ ვიღებთ. უცებ ჩემმა ბარმა გაიწკრიალა. გული გადამიქანდა – მეც რამე ხომ არ „დამიტოვა“ პაპაჩემმა-მეთქი. მივვარდი ატმის ძირს, ლამის ფრჩხილებით მოვთხარე იქაურობა და, ჩემი ქოთანი არ ამოვიღე?! მოვხსენი თავი, გადმოვაპირქვავე მიწაზე და გაოცებისგან ოხვრა აღმომხდა – ყველა სამკაული უკლებლივ ეყარა ჩემ წინ. თან, გაკეცილი ცალხაზიანი ფურცელიც გადმოჰყვა. გავშალე და რამდენიმე წამში ისეთი ისტერიკული ხარხარი ამიტყდა, ნოდარმა ძლივს მომასულიერა. ფურცელზე ეწერა: „ბიჭო, მახო! ეს შენი ქეციანი ხარახურა უკან წაათრიე და იმ შენ კაპას ცოლს დაუბრუნე. ჩემს ოთარას კი ნუღარ ეპაექრები, ვეღარ გაიგე, რომ იუმორში დედაი გიტირებს? ოთარას პაპა“.

ასე კახურად ამიღო „აბაროტი“ და შემირიგა ჩემმა ენამოსწრებულმა მეგობარმა ოთარამ.

 

скачать dle 11.3