კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

– ასეთ მოხუცს ცოლად რატომ მიჰყვები? – მიყვარს ანტიკვარიატი.

 

პატივსაცემ ასაკში გარდაიცვალა კინოთეატრის დირექტორი. გამოთხოვება: 13:00‚ 15:00‚ 17:00‚ 19:00‚ 21:00 საათებზე.

***

 მამაკაცი ქალთა ტუალეტთან დგას და ელექტროჩამრთველს აჩხაკუნებს – ხან აანთებს‚ ხან ჩააქრობს. მიუახლოვდა ქალბატონი:

– ბატონო‚ თქვენ‚ ალბათ‚ მამაკაცთა ტუალეტი გნებავთ....

– არა...

– ბატონო‚ ეს ქალების ტუალეტია...

– არა...

– მამაკაცების ტუალეტი მარცხნივააა...

– შემეშვით‚ ქალბატონო‚ ელექტრიკოსი ვარ!..

***

დედა ქალიშვილს ეუბნება:

– შვილო‚ პაემანზე პირველად მიდიხარ‚ უნდა ბრწყინავდე‚ თავიდან ბოლომდე მშვენიერი უნდა იყო – ლამაზი თმა‚ ეფექტური კოსმეტიკა‚ მიმზიდველი ტანსაცმელი‚ საცვლები...

– დედა! პაემანზე პირველად მივდივარ‚ საცვლები რა შუაშია?

– ეჰ‚ შვილო‚ შენს ასაკში ასეთი პესიმისტი ნამდვილად არ ვიყავი... – ამოიოხრა დედამ.

***

მამაკაცმა სასტუმროში ნომერი აიღო და სასტუმროს თანამშრომელს ეკითხება:

– ხომ გამძლე‚ მაგარი საწოლები გაქვთ?

გაოცებულმა კლერკმა დაკვირვებით ახედ-დახედა საკმაოდ გამხდარ კაცს:

– კი მაგრამ‚ ამას რატომ მეკითხებით?

– იცით‚ რა მძიმე სიზმრები მაქვს?..

***

– ექიმო‚ ჩემს ქალიშვილს რამე ფსიქიკური დარღვევა ხომ არ აქვს? ბითლზომანია დაემართა...

– ბითლზომანია რას ნიშნავს?

– იცით, „ბითლზის“ ფანია...

– მერე რა‚ მეც მათი თაყვანისმცემელი ვარ...

– კი‚ მაგრამ‚ თქვენ ხომ მათ კონცერტებზე ყოველ საღამოს არ დადიხართ?

***

– ძუკუ‚ რამე რო იყოს‚ შეძლებდი ქვეყნის მართვას?

– რატომაც არა.

– ევროკავშირს უხელმძღვანელებდი?

– შევძლებ‚ კი...

– მთელ მსოფლიოს?

– ვერა‚ ნათესავები არ მეყოფოდა.

***

სუპერმარკეტში მამაკაცი ქალს აჩერებს.

– ბოდიში‚ ქალბატონო‚ ერთი კითხვა მაქვს: რას შეიძენდით 100 ლარი რომ გქონოდათ?

– კოსმეტიკას...

– გმადლობთ‚ წავედი. ესე იგი, ცოლი კოსმეტიკის განყოფილებაში იქნება...

***

მშობლები ვახშმობისას ქალიშვილს ეკითხებიან:

– ეკა‚ შვილო‚ რატომ არ დაპატიჟებ შენს საქმროს? გავიცნოთ‚ დავილაპარაკოთ...

– მამი‚ მითხრა‚ შენი მშობლები ნანახი მყავს და მაინც მიყვარხარო...

***

– არ ღირს სნაიპერს გაექცე – დაღლილი მოკვდები!

***

80 წლის ბაბუა ექიმთან მივიდა კონსულტაციაზე.

– ექიმო‚ ცოლის შერთვას ვაპირებ.

– კი მაგრამ‚ რამდენი წლის ბრძანდებით?

– ოთხმოცის.

– იცით‚ უნდა გაგაფრთხილოთ‚ რომ თქვენს სექსუალურ აქტივობას, შეიძლება, ლეტალური შედეგი მოჰყვეს...

– რას ვიზამ‚ – ამოიოხრა ბაბუმ‚ – თუკი სიკვდილი უწერია...

***

საბერძნეთში მედიამაგნატი დაიჭირეს. მან სასწრაფოდ მიიღო გადაწყვეტილება‚ იყიდოს ის ციხე‚ სადაც იგი ჩასვეს.

***

ვიზაჟისტი ბანკეტის შემდეგ იღვიძებს. საშინელი ნაბახუსევია. იხედება სარკეში: შესიებული‚ წაშლილი სახე‚ თმააბურძგნილი‚ ფერშეცვლილი...

– ო‚ მე თქვენ ვერ გცნობთ‚ მაგრამ, არა უშავს‚ ისეთ მაკიაჟს გაგიკეთებთ...

***

მეტროს მატარებელში მთვრალი კაცი იატაკზე გაწოლილი თვლემს.  ყოველ გაჩერებაზე თითქოს ფხიზლდება და მგზავრებს ეკითხება:

– ძმაო‚ ეს რომელი სართულია?

***

განცხადება:

„ქალბატონი‚ რომლის თეძოების გარშემოწერილობა 180 სანტიმეტრია‚ ეძებს მამაკაცს‚ რომელსაც გაშლილი მკლავების შესაბამისი სიგრძე აქვს“.

***

პოლიციაში:

– ყველაფერი გასაგებია. მოხარული ვარ‚ რომ ის გავლენიანი მდიდარი კაცი თქვენი მეგობარია‚ ესე იგი‚ არის‚ ვინც გირაოს გადაგიხდის...

***

გამოვიდა ახალი ექვსტომეული. პირველი ტომი: „ხუმრობენ სვანები“‚ დანარჩენი ხუთი ტომი: „სვანები არ ხუმრობენ“...

***

– ვიზა ყიდულობ ამ ლამაზ თაიგულს?

– სიდედრისზა.

– არ გინდა‚ დამიჯერე‚ სიხარულით გული გოუსკდება...

– გოუსკდა უკვე და იმიზა ვყიდულობ...

***

– სკოლაში ყველაზე ძალიან რომელი საგანი არ გიყვარს?

– ჟურნალი...

***

ბიოლოგიის გაკვეთილზე:

– რას აკეთებენ ამებები გაყოფის შემდეგ?

– ერთ-ერთი შებრუნდება და ხვრინვას ამოუშვებს...

***

– მიხო‚ აბა‚ მიპასუხე‚ რას გვაძლევს ქიმია?

– ქერა გოგოებს‚ პატივცემულო...

***

ქალაქელს კორპუსში დასცხა. მოუნდა‚ რაღაც სხვა: სიმწვანე‚ ჰაერი‚ ქალაქის ასფალტისგან შორს... აიღო ანკესი‚ ჩაჯდა მანქანაში და გაემგზავრა ტბაზე... 

ირგვლივ სულიერი არ ჩანს. გამართა ანკესი და ჩამოჯდა ტბის ნაპირზე. უცბად ხედავს‚ ტბიდან უზარმაზარმა აფრიკულმა ნიანგმა ამოყო თავი...

– შენ აქ საიდან? – ენა დაება ქალაქელს.

– რა ვიცი‚ მომბეზრდა ნილოსის ცხელი თევზი‚ ვიფიქრე‚ სხვაგან გემრიელად ვისადილებ-მეთქი...

***

– იცი‚ კატამ ჩუსტში მოისაქმა...

– რაა?! სად არის‚ ახლავე გადავაგდებ მეცხრე სართულიდან.

– შენსაში არა‚ დედაჩემის ჩუსტში...

– ფისო! სად ხარ‚ ფისუნი! მოდი‚ თოთხმეტლარიანი ძეხვი უნდა გაჭამო!

 

скачать dle 11.3