კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილი ქართველი ლამაზმანების ახალშობილები

 

 

 7 ივლისს „მის საქართველო 2005-ის”, მშვენიერი სალომე ხელაშვილის ცხოვრებაში ყველაზე დიდი სასწაული გაჩნდა – სალომეს პატარა ვაჟკაცი ჩაჩავას სახელობის სამშობიარო სახლში მოევლინა ქვეყანას, ფიზიოლოგიური მშობიარობის შედეგად, ყოველგვარი გართულებების გარეშე და დედასთან ერთად მშვიდად გრძნობს თავს სახლში. სალომე და მისი მეუღლე მთელი ცხრა თვე ფიქრობდნენ სახელზე და მშობიარობის წინა დღეებში გადაწყვიტეს, რომ შვილისთვის დამიანე დაერქმიათ. ბიბლიური მკურნალი წმიდანი ძმები კოზმან და დამიანე ოჯახის მფარველი წმიდანები არიან და სწორედ სალომეს მეუღლის ძალისხმევით აშენდა ასათიანის ქუჩაზე კოზმან და დამიანეს სახელობის ტაძარი. წყვილმა გადაწყვიტა, რომ ამ სახელის ქვეშ მათი შვილი დაცული და ბედნიერი გაიზრდება. როგორც სალომემ გვითხრა, პატარა დამიანე ჭკვიანი ბიჭია და დედიკოს მის მშვიდად გაზრდის საშუალებას აძლევს. 

 დედა გახდა „მაესტროს” ულამაზესი წამყვანი მაკა ცინცაძეც. პატარა კესოც ჩაჩავას სახელობის კლინიკაში ზურა დარახველიძის დახმარებით გაჩნდა და, როგორც მაკამ გვითხრა, ფანტასტიკურ პირობებში, საოცარი პროფესიონალის ხელში იმყოფებოდა. კესო 3 700 კილოგრამი და 50 სანტიმეტრი დაიბადა. ქერა, ფითქინა პატარა ქალბატონს ბებიის სახელი დაარქვეს. მაკა და პატარა კესო უკვე სახლში არიან და თავს შესანიშნავად გრძნობენ. მაკა ამბობს, რომ ასეთი ბედნიერება მხოლოდ ამ პატარა არსებებმა შეიძლება აჩუქონ ადამიანებს. 

 უკვე მესამე შვილის დედა გახდა გრაციოზული, დახვეწილი თაკო ჩხეიძე. სამი შვილის დედობა არაჩვეულებრივ ფორმაში ყოფნას ხელს რომ არ შეუშლის, ეს წინა „გამოცდილებიდანაც“ შეგვიძლია, ვივარაუდოთ. თაკო არასდროს კარგავს სხეულის დახვეწილ ფორმებს და სულ ცოტა ხნის წინ ის პოდიუმზეც კი ვნახეთ თბილისის მოდის კვირეულზე. პატარა დავითი, ისევე, როგორც მისი ძმები, ჯანმრთელობის სახლში, ამირან ქორიძის დახმარებით, 11 ივლისს გაჩნდა. ეს სახელი დავითი მშობლებს ძალიან მოსწონდათ, მით უმეტეს, რომ თაკოს მამას ჰქვია. თაკო ახალშობილთან ერთად უკვე ქალაქგარეთ იმყოფება და, როგორც გვითხრა, დახმარების გარეშე უვლის პატარას. „სამი შვილი სამმაგი პასუხისმგებლობა და სრულიად განსხვავებული შეგრძნებაა. უბედნიერესი ვარ”, – „გამოგვიტყდა“ თაკო ჩხეიძე.

 ივლისში ქვეყანას მოევლინა ანა კოშაძის მეორე შვილიც – პირველ გოგონას, მაშოს, და გაუჩნდა, დედის სეხნია – ანასტასია. ანასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ჟურნალის ფურცლებიდან ვულოცავთ მას ამ ბედნიერ მოვლენას. 

 ვულოცავთ მშვენიერ დედებს ამ საოცარ დღესასწაულებს მათ ცხოვრებაში, ოჯახებთან ერთად ჯანმრთელობას და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ! ქალბატონებს კი ვურჩევთ, რაც შეიძლება ხშირად მიბაძონ მათ. 

 

скачать dle 11.3