გამოფენა “როტარი კლუბში„
15 ივლისს ახლადგახსნილ კლუბ „როტარი კლუბში”, რომლის მფლობელიც გახლავთ ქალბატონი თამარ ცინცაძე, გაიმართა თვითნასწავლი მხატვრის, ედიშერ ბარამიძის გამოფენა, რომელიც სამხატვრო წრეებში ცნობილია მეტსახელით „ბოცო“. კლუბში, რომელიც „შანხაისთან” და დიპლომატიურ აკადემიასთან ახლოს მდებარეობს, გამოფენაზე დიპლომატიური კორპუსის უამრავი წარმომადგენელი იყო მიწვეული. ჩინეთის კონსული, უნგრეთის ელჩი და სხვა საპატიო სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ნანახის გამო. „როტარი კლუბი” უამრავ საინტერესო ღონისძიებასა თუ შეხვედრას მასპინძლობს, რაც ხელოვნების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციისთვის კეთდება.