კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიძემ ცოლისდა დაჭრა და სიდედრი მოკლა

 

 

 

სიდედრის მკვლელობისთვის სიძეს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა. ცოლის სახლში ჩასიძებულ ბრალდებულს მხოლოდ მკვლელობა არ ჩაუდენია, დანით ცოლისდაც დაჭრა. ინციდენტი კერძო სახლში გარდაცვლილის შვილების თვალწინ მოხდა. რა იყო დანაშაულის რეალური მოტივი, დადგენილი არ არის ბევრი დეტალი ბუნდოვანია. ოფიციალური ვერსიით, მკვლელობა დედის გინებას მოჰყვა, მაგრამ, დადგენილია, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არა მხოლოდ აგინებდნენ, სცემდნენ კიდეც. ამიტომ, გინების გამო ჩადენილი მკვლელობის ვერსია არადამაჯერებლად გამოიყურება. 

მკვლელობაში ბრალდებული სომეხი ეროვნების ლეო რ. პოლიციამ თვე-ნახევრის შემდეგ დააკავა. ჩემი ცოლისდა ჩემზე შურისძიებას აპირებდა და ამიტომ ვერ მოვახერხე პოლიციაში მოსვლაო, – განუცხადა სამართალდამცველებს დაკავების შემდეგ ლეო რ-მ. თუმცა, ამის მიუხედავად, მასთან საპროცესო გარიგება გაფორმდა და განსასჯელს სასჯელის მინიმუმი ერგო, ანუ, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს (სსკ 108-ე მუხლი) რომელსაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ელოდა, მინიმუმი ვადა მიესაჯა.

საქმის მასალების თანახმად, ლეო რ. 2008 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნანა ხ-სთან. თავის მხრივ, ნანა პირველ ქმართან ორი წლის გაშორებული იყო. მისი პირველი ქმარიც, ასევე, მის სახლში ცხოვრობდა, მაგრამ, ყაჩაღობისთვის დააკავეს, რისთვისაც 6 წელი მიუსაჯეს. მცირეწლოვანი შვილის გამო, ქალს ქმართან გაყრა არ უნდოდა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ასე მოხდა. როგორც ირკვევა, ქმრის ნათესაობას ნანა თავიდანვე არ უნდოდა. მათი სურვილი იყო, რძლად მათ მიერ შერჩეული გოგო ჰყოლოდათ, მაგრამ შვილმა არ დაუჯერა. ამიტომ, რძალი და, მასთან ერთად, საკუთარი შვილი, სახლში არ შეუშვეს. სხვათა შორის, როგორც ირკვევა, ბიჭი ნანაზე დაქორწინებას არც თავად აპირებდა, მაგრამ, ქალის ორსულობის გამო სხვა გზა აღარ დარჩა... 

ამ ფაქტის გათვალისწინებით, ახლადშეუღლებულები ნანას სახლში, მდგმურებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელში  დასახლდნენ. ცოლ-ქმარს ეგონა, ბავშვი ბებია-ბაბუას გულს მოულბობდა და მშობლები შეურიგდებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. შვილმა კი, რომელიც მშობლების მხრიდან უარყოფას ძალიან განიცდიდა, სმა დაიწყო და, არა მხოლოდ ცოლთან, დედამისთან და ცოლისდასთან გაუთავებელი კონფლიქტი ჰქონდა. ბოლოს კი აღარც მუშაობდა და, საბოლოოდ, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა – ყაჩაღობაში თანამონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს. 

სამაგიეროდ, დაკავების შემდეგ მშობლები შვილს შეურიგდნენ, მაგრამ, იმ პირობით რომ, „იმ ქალს”, ანუ ნანას, გაეყრებოდა. ასეც მოხდა, თუმცა, მათი გაყრა ისედაც გარდაუვალი იყო – გამუდმებული კონფლიქტისა და აურზაურის გამო ცოლ-ქმარს ერთად ყოფნა ისედაც აღარ უნდოდა. ამის მიუხედავად, ცოლი ქმარს ციხეში მაინც აკითხავდა, მაგრამ, განაჩენის გამოცხადების შემდეგ ქმარმა გამოუცხადა, რომ მის მისვლას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან მასთან აღარასოდეს დაბრუნდებოდა. რაც შეეხება ბავშვს, უთხრა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიხედავდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ქმართან ცხოვრება აღარც ცოლს სურდა, სასამართლოს მაინც მიმართა – ქმრის სახლიდან შვილის კუთვნილი წილი უნდოდა, მაგრამ, ბინა მისი მულის სახელზე იყო გაფორმებული, ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს ბინაში ერთი დღეც არ ჰქონდა ნაცხოვრები, შესაბამისად, ბავშვის მამას მხოლოდ ალიმენტი დაეკისრა, რომლის გადახდაც ციხის დატოვების შემდეგ მოუწევდა.

განქორწინებიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ ნანა ხ-ს ცხოვრებაში სომეხი ეროვნების ლეო რ. გამოჩნდა, რომელთანაც თავიდან არაოფიციალური ურთიერთობა ჰქონდა. მშობლები ხვდებოდნენ, რომ მათი შვილი ცუდ გზას დაადგა, საყვარელი ჰყავდა და სახლიდან წასვლას აიძულებდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ნანა ხ-ს მამა გარდაეცვალა, საყვარლები დაქორწინდნენ და პირველი ქმრის მსგავსად, ლეოც მათ ბინაში დასახლდა.  

საბრალდებო დასკვნის თანახმად: „ლეო ხ-ს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა სიდედრთან, ლეილა ც-სთან, რაც არაერთხელ გადაზრდილა კონფლიქტში. 27 მაისს, დაახლოებით 00:40 საათზე, ნასვამი სიძე და სიდედრი კვლავ შელაპარაკდნენ, რაც ჩხუბში გადაიზარდა და ერთმანეთს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გაშველების მიზნით, მათ ჩხუბში ცოლისდა, მაია ხ. ჩაერთო, რომელსაც, თავის მხრივ, სიძესთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ, ცუდი სიმთვრალის გამო, ანგარიში გაუწია და სთხოვა, დაწყნარებულიყო. პასუხად სიძემ მასაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც ცოლისდა დაემუქრა და ხელი გაარტყა. შვილს დედაც მიეხმარა და სიძეს სკამი ესროლა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ლეო რ-მ დედა-შვილის მოკვლა განიზრახა. ხელების ქნევით მან სიდედრისკენ გაიწია, მაგრამ, ამ მომენტში ცოლისდამ მისი შეჩერება სცადა და მისკენ წავიდა, რის შედეგადაც დანით მსუბუქად დაიჭრა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თან ნაქონი დანის დარტყმით ლეო რ-მ ყელის არეში დაზიანება მიაყენა სიდედრს, რის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სიძე, დარწმუნდა რა, რომ განზრახვა სისრულეში მოიყვანა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კერძო სახლში ყველა ერთად ცხოვრობდა: პირველ სართულზე, ნახევრად სარდაფში ცოლ-ქმარი (ნანა ხ. და ლეო რ.), იმავე სართულზე ჰქონდა ოთახი აწ გარდაცვლილ ლეილა ც-ს, ხოლო მეორე სართული ნანას დას ეკუთვნოდა, რომელიც ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობდა და რომელთანაც სტუმრები ხშირად მიდიოდნენ. აწ გარდაცვლილი ლეილა ც. უმუშევარი იყო, რაც შეეხება მის სიძეს, მშენებლობაზე მუშაობდა და ოჯახს ის არჩენდა. 

რა მიზეზით მოხდა მკვლელობა, ძნელი სათქმელია, მაგრამ, ინციდენტის მონაწილე მხარეები, ანუ გარდაცვლილის შვილები და პატიმარი მოვლენებს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ყვებიან. მაგალითად, ნანას და ამბობს, რომ  ყველაფერი უხასიათო სიძის ბრალი იყო, ხოლო მისი და, ანუ პატიმრის ცოლი ირწმუნება, მისი ქმარი არავის არაფერს ერჩოდა, პირიქით დედაჩემი და ჩემი და ჩემს ქმარს სცემდნენ, რომელსაც ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა და ამიტომ დატრიალდა ტრაგედიაო. 

ასეა თუ ისე, დაზარალებულმა მაია ხ-მ ჩვენების მიცემა იმით დაიწყო, რომ მისი სიძე ეჭვიანი და მატყუარა იყო. ის ეროვნებას მალავდა და ადამიანებს სხვადასხვა გვარითა და სახელით ეცნობოდა. მაგალითად, მის დას მოატყუა, რომ გვარად ამირეჯიბი იყო, სხვებს კი სხვა გვარს ეუბნებოდა. მაგრამ, მის პასპორტს რომ მიაგნო, აღმოაჩინა, რომ ლეო რ. ეროვნებით ქართველი არ იყო. მაია ხ-ს თქმით, მისი ოჯახისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ, ამ ტყუილის შემდეგ მას სხვა თვალით დაუწყო ყურება.

გარდა ამ დეტალისა, დაზარალებულმა სხვა მიზეზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სიძეს მასთან მისული სტუმრები არ სიამოვნებდა და აყალმაყალს ტეხდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ სტუმრებს შორის მამაკაცებიც იყვნენ: „მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ერთმანეთთან ხშირად დავდივართ. მას შემდეგ, რაც ლეო ჩვენთან გადმოვიდა, სტუმრებმა მოსვლას მოუკლეს, რადგან ჩემს სიძეს არავინ სიამოვნებდა. ჩემს დას ჩემთან ამოსვლას უკრძალავდა – მიიჩნევდა, რომ ყველა, ვინც ჩემთან მოდიოდა, ჩემი საყვარელი იყო. როგორც ჩანს, ყველაფერს თავის საზომით ზომავდა. ვიდრე ჩემს დას შეირთავდა, მასთან ღამით თვითონაც არაერთხელ დარჩენილა... თუმცა, ის ცოლზეც ეჭვიანობდა, თითქოს ჩემს სტუმრებს შორის მისი საყვარელიც იყო და მე ამიტომ მიცავდა. დედაჩემი და ჩემი და ამის გამო ხშირად ეჩხუბებოდნენ, მაგრამ, არაფერი ჭრიდა. ბოლოს ჩემი დაც მის მხარეს გადავიდა და მეც და დედაჩემსაც დაგვიპირისპირდა.   

იმ ღამესაც სტუმრები მყავდა. დასაძინებლად დაახლოებით პირველ საათზე დავწექი, მაგრამ ყვირილმა გამაღვიძა. ხალათი გადავიცვი და გარეთ გამოვედი. ლეო დედაჩემს ჯერ იმის გამო ეჩხუბობდა, ღამით გარეთ რატომ იჯექიო. დედაჩემმა უპასუხა, რომ სტუმრები იყვნენ და მათ წასვლას ელოდებოდა. ამის გაგონებაზე კი ჩემი მისამართით დაიწყო გინება, თითქოს კაცები სახლში მომყავდა, დედაჩემი კი ხელს მაფარებდა. ლეოს სიმთვრალეში ძალიან ცუდი ხასიათი ჰქონდა. ამიტომ, არ შევიმჩნიე და შუაში ჩავუდექი, თუმცა, როგორც კი დამინახა, ხელი დამარტყა და დედა შემაგინა. რომ დავიხედე ხელიდან სისხლი მომდიოდა. ამის გამო დედაჩემი გამწარდა და გინებაზე პასუხი დაუბრუნა. ლეომ მისკენ გაიწია, მეგონა, უნდა დაერტყა, მაგრამ, ამ დროს „ვაი” გავიგონე და ლეო სახლიდან გავარდა. მეც  დავედევნე. დანით ხელში გარბოდა. ვერ დავეწიე და სახლში დავბრუნდი. რომ შემოვედი, დედაჩემი სისხლში ცურავდა”, – აცხადებს გარდაცვლილის შვილი, რომელსაც არც ის დაუმალავს, რომ დედამისსაც მძიმე ხასიათი ჰქონდა. თუმცა, როგორც ამბობს, სიტუაცია გინებამ გაამწვავა.

გამოძიებას რადიკალურად განსხვავებული ჩვენება მისცა პატიმრის ცოლმა. მისი მონაყოლით, იმ დილით მისი ქმარი სამუშაოზე წავიდა, შუადღისას დაბრუნდა და ორივე ერთად მისი მეგობრის ოჯახში წვეულებაზე წავიდნენ: „უკან რომ დავბრუნდით, სახლთან მანქანა შევნიშნე. მივხვდი, ჩემს დასთან სტუმრები იყვნენ. ვიცოდი, ჩემს ქმარს არ მოეწონებოდა, რადგან ამ მანქანით სტუმრები წინა დღესაც ჩვენს სახლში იყვნენ და მათი ხმამაღალი სიცილის ხმა ჩამოდიოდა. ლეომ მისაყვედურა, მთხოვა, ჩემი დისთვის მეთქვა, რომ ცოტა თავი შეეკავებინა. ვინაიდან მეორე დღესაც იგივე მანქანა იდგა ჩვენს სახლთან, ვიფიქრე, რომ, შესაძლოა, კიდევ ეჩხუბა და მეზობელთან შევიარე. ვივარაუდე, რომ ჩემი ქმრის დანახვაზე ჩემი და სტუმრებს მალე გააცილებდა. მართლაც, სახლში რომ მივედი, მანქანა აღარ იდგა. ეზოში რომ შევედი, ლეო და დედაჩემი ჩხუბობდნენ. დედაჩემი ლეოს სწყევლიდა. ვიფიქრე, რომ სახლში ჩემი არყოფნისას მათ შორის რაღაც მოხდა, ლეოს ხელი მოვკიდე და სახლში შევიყვანე. რაღაც ხუთ წუთში დედაჩემი შემოვარდა და ჩემს ქმარს ჩხუბი დაუწყო. დედაჩემი ოთახიდან გავიყვანე და კარი ჩავკეტე, მაგრამ ბრახუნი ისევ ატყდა და ახლა. უკვე ჩემი და შემოვარდა, რომელსაც უკან დედაჩემი მოჰყვა. ჩემს დას ვემუდარე, არ ეჩხუბა, ჩემი ქმარი არაფერ შუაშია-მეთქი, მაგრამ ჩემმა დამ ჩემს ქმარს მაინც დაარტყა. მე მათ შუაში ვედექი, დედაჩემმა და ჩემმა დამ კი კუთხეში მიიმწყვდიეს. რა მოხდა, ვერ მივხვდი, რადგან დედაჩემი ჩემს ფეხებთან დაეცა. სისველე ვიგრძენი და დავინახე, რომ სისხლი მოსდიოდა. ჩემი ქმარი გაიქცა...” 

რაც შეეხება პატიმარს, მართალია, მასთან აღიარებისა და მონანიების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, მაგრამ მანამდე, გამოძიებაში, თავი დამნაშავედ არ ცნო – არავის მოკვლა არ მინდოდა, დანა მათ ძიძგილაობისას მოხვდათო: „დანა ჩემს სიდედრს ეჭირა და მოკვლას მიპირებდა, რომ არ წამერთმია, მის ადგილას მე ვიქნებოდი. სიდედრი მოპარვას და ჩუმად დანის დარტყმას მიპირებდა, მაგრამ, მთელი ძალა და ღონე მოვიკრიბე... დანაზე ჩემი სიდედრი ინსტინქტურად იმ დროს წამოეგო, როცა შვილის დასახმარებლად და ჩემს საცემად წამოვიდა, მაგრამ, თავს გაქცევით ვუშველე.  ჩემს ცოლისდასაც ჩემი მოკვლა უნდოდა, რადგან ვძულდი...”.

ასეა თუ ისე, პატიმართან ბოლოს საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ეს იმის გათვალისწინებით, რომ ადრე ის ნასამართლევი არ ყოფილა. ბოლოს კი გულწრფელად აღიარა ჩადენილი და ლმობიერად დასჯა ითხოვა...

 

скачать dle 11.3