კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

 

 

 

კითხვა: უკვე ოცი წელია, ჩემს მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ. გვყავს ორი შვილი, თუმცა, არ გვაქვს ხელი მოწერილი. მაინტერესებს, მაქვს თუ არა უფლება იმ ქონებაზე, რაც რეალურად ერთად ცხოვრების პერიოდში შევიძინეთ და რომელშიც ჩემი ღვაწლიცაა?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში რეგისტრირებული დაქორწინება. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

კითხვა: 2010 წლის 3 მაისს ავტოკატასტროფაში მოყვნენ ჩემი ქალიშვილი და სიძე. ქმარი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩემი შვილი – მეორე დღეს. ჩემს სიძეს ჰქონდა რამდენიმე ბინა თბილისში, რომელთაგან ერთ-ერთით დღემდე ვსარგებლობ. მეკუთვნის თუ არა წილი მისი ქონებიდან?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, მაშინ სამკვიდროდან მისი წილის მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე, ანუ თქვენზე. გარდაცვლილი მემკვიდრის მემკვიდრეებმა სამკვიდრო უნდა მიიღონ სამკვიდროს მიღების ვადამდე დარჩენილი ხნის განმავლობაში, ხოლო თუ ეს ვადა 3 თვეზე ნაკლებია, უნდა გაგრძელდეს 3 თვემდე.

კითხვა: 1996 წელს გარდაიცვალა მამაჩემი, რომელსაც ჰქონდა 4-ოთახიანი ბინა მოსკოვის გამზირზე. როდესაც ნოტარიუსს მივაკითხეთ სამკვიდროს მისაღებად, მან უარი გვითხრა იმ მოტივით, რომ მამას 1988 და 1991 წლებში ჰქონია შედგენილი ორი ნოტარიულად დამოწმებული ანდერძი. ანდერძისმიერი მემკვიდრეების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მაინტერესებს, არის თუ არა შესაძლებელი ბინის ჩემს სახელზე რეგისტრაცია?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძისმიერი. მემკვიდრეობა უნდა იქნეს მიღებული მემკვიდრის მიერ ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. მოცემულ შემთხვევაში კი, თუ თქვენ მიერ მოხდა მემკვიდრეობის მიღება ფაქტობრივი ფლობით, უნდა მიმართოთ სასამართლოს თქვენი უფლებების დასაცავად.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა, აუქციონზე გატანილი უძრავი ქონების მოხსნა ვალის დაფარვის შემთხვევაში?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, აუქციონის შეჩერება თუნდაც ვალის გადახდის შემთხვევაში შეუძლებელია.

კითხვა: მყავს 84 წლის მარტოხელა მეზობელი. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მასზე ზრუნავს, ვარ მე. შემპირდა, რომ თავის ბინას დამიტოვებს. შესაძლებელია თუ არა ასეთი რამ ანდერძის შედგენის გარეშე?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში უნდა გაფორმდეს სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლითაც თქვენ იკისრებთ მისი მოვლისა და რჩენის ვალდებულებებს, ხოლო ის სანაცვლოდ გადმოგცემთ ქონებას.

კითხვა: ვარ პირველი რიგის იპოთეკარი. ჩემმა მოვალემ, როგორც ცოტა ხნის წინ გავიგე, თაღლითურად გაყიდა იპოთეკით დატვირთული ბინა. კანონიერია თუ არა მისი ეს მოქმედება და ქარწყლდება თუ არა ჩემი იპოთეკა?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, პირს უფლება აქვს, იპოთეკით დატვირთული ბინა გაყიდოს, თუმცა, მიუხედავად ამისა, აღნიშნული იპოთეკა ნივთზე უცვლელი რჩება.

კითხვა: ვარ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული პირი. შეღავათებიც მაქვს ტრანსპორტსა და კომუნალურ გადასახადებზე, მაგრამ, არ ვიღებ შემწეობას. სასამართლომ უარი მითხრა ბაჟისგან გათავისუფლებაზე. კანონიერია თუ არა მისი მოქმედება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სსსკ თანახმად, მხარეები, რომლები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში და იღებენ შემწეობას, გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადასახადისგან.

კითხვა: 2010 წელს დავდეთ ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება სესხის თაობაზე. ცოტა ხნის წინ შინაურული ხელწერილით მისი მოქმედების ვადა გავზარდეთ დამატებით ერთი წლით. აქვს თუ არა ძალა ასეთ შეთანხმებას?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ ხელშეკრულება დადებულია ერთი კონკრეტული ფორმით (იქნება ეს სანოტარო თუ ზეპირი), მისი შეცვლა, შეწყვეტა და სხვა ნებისმიერი მოქმედება უნდა განხორციელდეს სწორედ ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმის დაცვით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას არ ექნება იურიდიული ძალა.

კითხვა: 1984 წელს გარდამეცვალა ბაბუა, რომელსაც ჰყავდა ერთი შვილი და მეუღლე. მაინტერესებს, ვინ იყო მაშინ მისი პირველი რიგის მემკვიდრე, ერთ-ერთი თუ ორივე?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ორივე, მეუღლეც და შვილიც ითვლებიან პირველი რიგის მემკვიდრეებად.

კითხვა: მაქვს ერთი პიროვნების ვალი 50 000 დოლარის ოდენობით. ფული რეალურად მზად მაქვს, თუმცა მსესხებელს ვერ ვპოულობ. როგორ მოვიქცე, რომ დამატებითი პასუხისმგებლობა არ დამეკისროს?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, უნდა მიმართოთ ნოტარიუსს და ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსოთ აღნიშნული თანხა, კრედიტორზე გადასაცემად, რის შემდეგაც თქვენ ვალდებულება  ჩაგეთვლებათ შესრულებულად, ხოლო კრედიტორს ნოტარიუსი აცნობებს თანხის შესახებ.

კითხვა: 2004 წელს მე და ჩემი მეუღლე განვქორწინდით. შვილის სასარგებლოდ დამევალა ალიმენტის, ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა, თუმცა დღეს უკვე სხვა ცოლი და 3 შვილიც მყავს. შემიძლია, შევამცირო ალიმენტის ოდენობა?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მხარეს აქვს უფლება, სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს დადგენილი ალიმენტის შეცვლა, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა.

 

скачать dle 11.3