კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

 

ჰიუგო: სამი უწმინდესი მცნება ადამიანისთვის: კაცობრიობა, სამშობლო და ოჯახი.

როლანი: ჭეშმარიტი მეცნიერებისა და ხელოვნების ნაყოფი მოგება კი არ არის, არამედ – მსხვერპლი.

ტოლსტოი: გქონდეს მიზანი მთელი ცხოვრებისთვის, მიზანი გარკვეული დროისთვის, მიზანი მთელი წლისთვის, თვისთვის, კვირისთვის, დღისთვის, საათისთვის და წუთისთვის, გასწირავ რა დაბალ მიზანს მაღლის სასარგებლოდ.

ბიორნე: მონობა ადამიანს უბედურს ხდის, მაგრამ ღირსებას არ ართმევს, ლაქიობა კი ამცირებს მას.

კონსტანტინე: არავის ამდენი მტერი არ ჰყავს, რამდენიც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს.

ბერნაჟე: დედის გული საოცრებების ამოუწურავი წყაროა.

ლაბრიუიერი: თავხედობა განწყობის ნაყოფი როდია, ის შინაგანი თვისებაა, თანდაყოლილი მანკია.

გიოარსი: სისხლითა და ხორცით ჯიბრიან ადამიანთან მეგობრობა შეუძლებელია. ის ყოველთვის მეტოქის როლშია, რადგან მას წინააღმდეგობრივი სული გააჩნია.

ლაროშფუკო: ჩვენ ხშირად გვგონია, რომ პირფერობა გვეზიზღება, სინამდვილეში კი გვეზიზღება მხოლოდ და მხოლოდ პირფერობის ესა თუ ის გამოვლინება.

ჟორესი: თვით ძლევამოსილი ომი – ესაა ბოროტება, რაც თავიდან უნდა ავიცილოთ ხალხთა სახელმწიფოებრივი სიბრძნით.

მარკესი: ოპტიმისტი არის ადამიანი, რომელსაც ცხოვრებისეული გამოცდილება არ ჰყოფნის.

კვინტილიანე: ორატორის მთავარი ხელოვნება ისაა, რომ ვერავინ შეამჩნიოს მისი ხელოვნურობა.

ბარნოვი: თავის ნაკლს ოცნებით ავსებს ადამიანი, მით უფრო, ბუნებისგან თუ ცხოვრებისგან გაძარცვილი კაცი.

ამელი: ქალი ოჯახისთვის ან ხსნაა ან – დაღუპვა.

ჰელვეციუსი: ჭეშმარიტება იბადება და ინასკვება მოპირდაპირე აზრთა დუელში.

ბლოკი: რაც მეტად გრძნობ კავშირს სამშობლოსთან, მით უფრო რეალურად ხედავ და გრძნობ მას, როგორც ცოცხალ ორგანიზმს.

დიდრო: ადამიანი საზოგადოებრივი ცხოვრებისთვისაა გაჩენილი. ჩამოაშორეთ იგი მას, იზოლაცია გაუკეთეთ და მისი აზრები აირევა, ხასიათი გაუმკაცრდება, უამრავი უაზრო ლტოლვა დაიბუდებს მის სულში, როგორც ველური ეკალბარდი – უდაბნოში.

რუსო: საზოგადოება უნდა შეისწავლო ხალხით და ხალხი – საზოგადოებით. ვინც შეეცდება, ცალ-ცალკე შეისწავლოს პოლიტიკა და მორალი, ის ვერც ერთში ვერაფერს გაიგებს.

კარლეილი: დალოცვილია ის, ვინც საკუთარი საქმე იპოვა ამ ცხოვრებაში, მეტი ჩვენ არ მოგვეცა.

სოკრატე: კარგი დასაწყისი, თუმცა ის წვრილმანისგან იწყება, ცოტა არ არის.

ბომარშე: მიზნის მისაღწევად ცოდნაზე არანაკლებ საჭირო მოქმედებაა.

არჩილ მეფე: კაცი ბრძენი სჯულდებულსა საქმეს არას მოიძულებს, უმეცარი უსჯულოობს, სხვათაც მასზედ აიძულებს.

პლატონი: შეიძინე ის სიმდიდრე, რომელსაც ქურდები ვერ მოგპარავენ, რომელიც დაგრჩება სიკვდილის შემდეგაც, რომელიც არასდროს არ მცირდება და არ იხრწნება.

გარიბალდი: ქალების თანაგრძნობა ძლიერი სქესის დიადი მისწრაფებებისადმი მუდამ იყო ცივილიზაციის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა.

 

скачать dle 11.3