კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

 

 

* ევროპარლამენტს – ევროპის ეკონომიკური საზოგადოების უმაღლეს ორგანოს, რომელიც მასში შემავალი ყველა ქვეყნის ქმედების კოორდინირებას ახდენს, საზოგადოების წევრი ქვეყნები აფინანსებენ. აღმოჩნდა, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში ყველაზე მეტი – ხარჯის 60 პროცენტი – თარჯიმნებზე მოდიოდა.

* იაპონელ სერჟანტს, ბოიჩი იოკოის, მეორე მსოფლიო ომის დროს თავი არაფრით გამოუჩენია. დიდება მასთან  მოგვიანებით მივიდა, როდესაც მას კუნძულ გუამაის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მთელი ექსპოზიცია მიუძღვნეს, წარწერით: „ეს ის იაპონელი ჯარისკაცია, რომელიც 40 წლის განმავლობაში ტყეში, როგორც პარტიზანი, ისე იმალებოდა, სანამ 1972 წელს არ დაიჭირეს“.

* კაპიტანმა კუკმა ერთ-ერთ კუნძულს თავისი სამშობლოს პატივსაცემად „ახალი კალედონია“ დაარქვა (კალედონია შოტლანდიის რომაული სახელწოდებაა). რა თქმა უნდა, კუნძულის ტროპიკული ბუნება სულაც არ ჰგავს შოტლანდიის ბუნებას, რაზეც ინგლისელები ხუმრობდნენ: „მხოლოდ ამ ადამიანს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ზღვაზე გაატარა, დაავიწყდა, როგორ გამოიყურება მიწა“.

* ირლანდიის სამფერი დროშა მწვანე-თეთრ-ნარინჯისფერია. მწვანე კათოლიკების სიმბოლოა, ნარინჯისფერი – პროტესტანტების, თეთრი კი – მათ შორის მშვიდობის.

* ბოშათა პირველი ჟურნალი, „რომანი ზორია“, 1927 წელს მოსკოვში გამოიცა.

* ლონდონში გაიმართა ბარბების „ორეულთა“ კონკურსი, რომელშიც 8 ათასმა გოგონამ მიიღო მონაწილეობა. ჟიურიმ, რომელიც ჩვეულებრივი ბავშვებისგან შედგებოდა, გამარჯვება 24 წლის ჰეილი სპენსერს მიანიჭა –  მათ გაზეთებში დაბეჭდილ ფოტოსურათზე გამოსახული ჰეილი ბარბი ეგონათ.

* ორი წერტილი რუსულ E-ზე (E) 1797 წელს შემოიღეს. თუმცა, თანამედროვე დამწერლობაში, მოსწავლეთა სუფთა წერის გარდა, მისი გამოყენება არ არის აუცილებელი.

* 1897 წელს ინდიანას შტატში დაამტკიცეს 246-ე ბილი, რომლის მიხედვითაც „პი“ რიცხვი 4-ის ტოლად იყო მიჩნეული.

 

скачать dle 11.3