კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუჯერებელი რეალობა

 

 

 

მსოფლიოში ყველაზე დიდი თმა აქვს ჩინელ ხი კიიუპინეს. ის მას 1973 წლიდან იზრდის. 2004 წლისთვის თმის სიგრძემ 5,6 მეტრი შეადგინა და ზრდა შეწყვიტა. დღემდე ამ სიგრძეს ინარჩუნებს.

ადამიანის კანის 95 პროცენტი თმით არის დაფარული. აბა, დააკვირდით, თმისგან თავისუფალი მხოლოდ ჩვენი ხელისგულები და ფეხისგულებია.

რადხაკან ბაჟპაი ინდოეთიდან გინესის რეკორდებში ერთი მიზეზით აღმოჩნდა: მის ყურებში ამოზრდილი თმა 25 სანტიმეტრს აჭარბებს.

შამპუნი დაახლოებით 100 წელზე მეტის არის. 1903 წელს გერმანიაში ქიმიკოსმა ჰანს შვარცკოფმა პირველმა წარუდგინა საზოგადოებას, სურნელოვანი, იისფერი თხევადი სითხე, რომელიც თმაზე ქაფდებოდა.

„ფორმულა 1-ის“ რბოლებში ქალებს შესწევთ უნარი, არ ჩამორჩნენ მამაკაცებს, მაგრამ ამ შეჯიბრების არსებობის განმავლობაში, მხოლოდ ხუთმა ქალმა მიიღო მასში მონაწილეობა. ხუთიდან კი მხოლოდ ორმა დაასრულა რბოლა და გადალახა საკვალიფიკაციო ბარიერი.

ქალები ორჯერ უფრო ხშირად ახამხამებენ თვალებს და ამთქნარებენ, ვიდრე მამაკაცები.

დაძახებაზე ქალი მხოლოდ თავს აბრუნებს. კაცი კი მთელი ტანით ტრიალდება. იმიტომ, რომ მისი კისერი ქალის კისერივით ელასტიკური არ არის.

ძველ რომში ქალებს საკუთარი სახელები არ ჰქონდათ. მათ იმ გვარით მოიხსენიებდნენ, სადაც დაიბადნენ. მაგალითად, იულია – იულიუსების გვარიდან. თუ ოჯახში რამდენიმე ქალიშვილი იყო, მათ უბრალოდ ნომრავდნენ: სეგუნდა (მეორე), ტურცია (მესამე) და ასე შემდეგ...

 

скачать dle 11.3