უნიკალური ოპერაცია
ესპანელმა ქირურგებმა უნიკალური ოპერაცია გააკეთეს: მამაკაცს, რომელმაც ავტოკატასტროფაში ქვედა კიდურები დაკარგა, ორივე ფეხი გადაუნერგეს. ოპერაცია ვალენსიაში, საავადმყოფო LAFE-ში გაკეთდა დოქტორ პედრო კავადასის ხელმძღვანელობით.
ოპერაცია, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ ჩატარებულა, განუწყვეტლივ გრძელდებოდა 14 საათის განმავლობაში. ქირურგებმა ძვლები ფეხების ნაჭრებთან მიაერთეს, რის შემდეგაც ამ კარკასზე გაზარდეს ნერვები და კუნთები.
იმის შესახებ, მიიღებს თუ არა პაციენტის ორგანიზმი წანაზარდ ქსოვილებს, მალე გახდება ცნობილი, ერთი თვის შემდეგ კი გაირკვევა, შეძლებს თუ არა ახალგაზრდა მამაკაცი ახალი ფეხებით გადაადგილებას. დღეისთვის მედიკოსებმა ზუსტად იციან მხოლოდ ის, რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქსოვილები და ნერვები შეეწყობიან ახალ ორგანიზმს, პაციენტი იძულებული იქნება, სიცოცხლის ბოლომდე მიიღოს იმუნოდეპრესანტები, რომელიც გაუცხოებას შეეწინააღმდეგება.