კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაქორწინებულ მამაკაცებს სექსს ალერსი ურჩევნიათ

მამაკაცისთვის ქალთან ერთად ცხოვრებისას გაცილებით მნიშვნელოვანია ხვევნა-კოცნა, ვიდრე სექსი, – დაასკვნეს სწავლულებმა. 
გაირკვა, რომ მამაკაცები, რომელთა ქალებთან ურთიერთობისას ხვევნა-კოცნა ჭარბობს, სამჯერ უფრო მეტად ბედნიერები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც ურთიერთობის ასეთი ელემენტები თითქმის სრულიად არ აქვთ. ამავე დროს, მამაკაცები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბედნიერები არიან იმით, თუ როგორ არის აგებული მათი ურთიერთობა ქალებთან, ხოლო ქალები კი იმით, რამდენად კმაყოფილნი არიან თავიანთი სექსუალური ცხოვრებით. თუმცა, ერთად ცხოვრების პირველი თხუთმეტი წლის განმავლობაში ქალები საგრძნობლად უფრო მცირე სექსუალურ კმაყოფილებას იღებენ, ვიდრე მამაკაცები. მაგრამ, 15 წლის თანაცხოვრების შემდეგ მათი სექსუალური დაკმაყოფილების დონე 20 პროცენტით იმატებს. მამაკაცებისთვის სრული ბედნიერებისთვის კი საკმარისია, იცოდნენ, რომ ქალმა მიიღო სიამოვნება სექსისგან, განსაკუთრებით, თუ ქალმა განიცადა ორგაზმი.
კვლევები, ინდიანას უნივერსიტეტის კინსის ინსტიტუტის სწავლულებმა ჩაატარეს. კვლევების ხელმძღვანელმა ჯულია ჰეიმანმა აღნიშნა, რომ ერთობლივი ცხოვრების პირველ 15 წელს ქალი, ძირითად ძალებს  ბავშვების აღზრდას ახმარს. მაგრამ, წლების შემდეგ, მას შეუძლია, უფრო მეტი დრო და ძალა მოახმაროს მამაკაცთან ურთიერთობას და მისგან მეტი სიამოვნებაც მიიღოს.
скачать dle 11.3