დაკრძალვაზე სტრიპტიზიორების მოწვევის ტრადიცია
კუნძულ ტაივანზე დაახლოებით 30 წელია, მოდაშია ეგზოტიკური ტრადიცია – გარდაცვლილებს უკანასკნელ გზაზე მოტირალ-სტრიპტიზიორი ქალები აცილებენ. მოკრძალებულ თანხად ეს მსახიობები დაკრძალვებზე მთლიანად შიშვლები გამოდიან.
დაკრძალვაზე სტრიპტიზიორი არტისტების მოწვევის ტრადიცია გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაისახა და პრაქტიკულად ტაივანის ყველა სოფელშია გავრცელებული. შიშველი ქალები დაკრძალვაზე სპეციალური ნეონის ნათურებით განათებული სატვირთო მანქანით მიდიან.
ადგილობრივები ამ ტრადიციას რამდენიმე მიზეზით ხსნიან: ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ამ წარმოდგენის მიზანია, გაართონ „ძველი სულები“, რომლებიც ახალმისულ გარდაცვლილ სულს ეგებებიან, რათა ახალბედები სწრაფად მიეჩვიონ მათ კომპანიას; სხვები ამბობენ, რომ ქვედა ღმერთებს, ძირითადად, რეალური ადამიანის სულებს, რომლებიც გაღმერთებული არიან იმის გამო, რომ მათ აფასებდნენ ადამიანები, უყვართ მსგავსი წარმოდგენები და სტრიპტიზი სწორედ მათთვის არის განკუთვნილი; მესამე ვერსიის მიხედვით სტრიპტიზიორ ქალებს იწვევენ იმიტომ, რომ, რაც უფრო მეტი ადამიანი მიდის გასვენებაში, მით მეტი დაფასება აქვს გარდაცვლილს, ანუ, შიშველი ქალები გასვენების ცერემონიაზე სტუმრების მოსატყუებლად სჭირდება. სინამდვილეში, ეს ცერემონია ასეთი პოპულარობით იმიტომ სარგებლობს, რომ ერთადერთ გასართობს წარმოადგენს სოფლების მცხოვრებთათვის.