კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

9 ყველაზე „ქალური“ ვიტამინი და მინერალი

 

ქვემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების მიღება დაგეხმარებათ არა მარტო ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, არამედ წონის კორექციაშიც. ამიტომ, შეეცადეთ, ხშირად მიიღოთ ის პროდუქტი, რომელიც ჩვენს ამ ერთგულ მეგობრებს შეიცავენ და ძალებს არ დაიშურებენ ჩვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. თუ ჩვენს რჩევას გაითვალისწინებთ, თქვენი ყველაზე უბრალო დიეტაც კი ძალიან შედეგიანი იქნება.

1. ვიტამინი A – ქალებისთვის ყველაზე სასარგებლო ნივთიერებაა. ის ააქტიურებს კოლაგენის გამოყოფას, ამკვრივებს და ელასტიკურს ხდის კანს და იცავს მას დაბერებისგან. აუმჯობესებს მხედველობას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას დიეტის დროს.

ვიტამინ A-ს დიდი რაოდენობით შეიცავს: რძე, საქონლის ან ფრინველის ღვიძლი, კვერცხის გული, ნაღების კარაქი, წითელი და ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული, ქაცვი, გოგრა.

2. B ჯგუფის ვიტამინები უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით (რაც ასე აუცილებელია დიეტის დროს), აძლიერებს ნერვულ სისტემას.

ვიტამინ B-ს დიდი რაოდენობით შეიცავს: თევზი, ცეხვილი პური, ნიგოზი, თხილი, რძე, ავოკადო, ფინიკი, სტაფილო.

ქალებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ვიტამინი B1 (ფოლიუმის მჟავა), რომელსაც შეიცავს: პარკოსნები, ღვიძლი, ისპანახი.

3. ვიტამინი C აქტიურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც აჩქარებს დაბერების პროცესს; აძლიერებს იმუნიტეტს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

ვიტამინ C-ს დიდი რაოდენობით შეიცავს: ციტრუსები, კივი, კენკრა, ხურმა, მარწყვი, ვაშლი, ოხრახუში, ასკილი.

4. მაგნიუმი აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მუშაობისა და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის. მას დიდი რაოდენობით შეიცავს: ნიგოზი, თხილი, ბანანი, ავოკადო, ბრინჯი.

5. კალციუმი ამაგრებს ძვლოვან სისტემას, კბილებსა და ფრჩხილებს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას. ხელს უწყობს წონაში დაკლებას. შეიცავს: რძის პროდუქტები, თევზი, მწვანილი, ქოქოსის რბილობი.

6. ვიტამინი D-ს მეშვეობით ორგანიზმი ითვისებს კალციუმს. გარდა ამისა, ის ებრძვის კანის დაავადებებს, აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას, ხელს უშლის გასუქებას (ცხიმების დაგროვებას). შეიცავს: ცხიმიანი თევზის ჯიშები, თევზის ქონი, ზღვის პროდუქტები და კვერცხის გული.

7. ვიტამინი E არის შესანიშნავი ანტიოქსიდანტი და აახალგაზრდავებს კანს, იცავს მას ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან; შეიცავს: მცენარეული ზეთები, გაღივებული ხორბალი, ნიგოზი, თხილი, ავოკადო.

8. რკინა აუცილებელია ანემიის პროფილაქტიკისთვის (განსაკუთრებით – ორსულობის პერიოდში).

რკინის ძირითადი „მომწოდებელია“: ხორცი, თევზი, პარკოსნები, გარგრის ჩირი („კურაგა“), ქიშმიში, მარცვლეული, ვაშლი. რკინას ორგანიზმი უკეთ შეითვისებს C ვიტამინთან ერთად.

9. ფიტონუტრიენტები არის სასარგებლო ნივთიერება, რომელსაც შეიცავს მცენარეული პროდუქტები. ეს ნივთიერება ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, იცავს ორგანიზმს კიბოს დაავადების, თრომბის წარმოქმნისა და ათეროსკლეროზის წარმოქმნისგან;

ფიტონუტრიენტებს შეიცავს: პომიდორი, ალუბალი, ჟოლო, ყურძენი, კივი, ვანილი.

ძვირფასო ქაქვემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების მიღება დაგეხმარებათ არა მარტო ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, არამედ წონის კორექციაშიც. ამიტომ, შეეცადეთ, ხშირად მიიღოთ ის პროდუქტი, რომელიც ჩვენს ამ ერთგულ მეგობრებს შეიცავენ და ძალებს არ დაიშურებენ ჩვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. თუ ჩვენს რჩევას გაითვალისწინებთ, თქვენი ყველაზე უბრალო დიეტაც კი ძალიან შედეგიანი იქნება.

1. ვიტამინი A – ქალებისთვის ყველაზე სასარგებლო ნივთიერებაა. ის ააქტიურებს კოლაგენის გამოყოფას, ამკვრივებს და ელასტიკურს ხდის კანს და იცავს მას დაბერებისგან. აუმჯობესებს მხედველობას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას დიეტის დროს.

ვიტამინ A-ს დიდი რაოდენობით შეიცავს: რძე, საქონლის ან ფრინველის ღვიძლი, კვერცხის გული, ნაღების კარაქი, წითელი და ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული, ქაცვი, გოგრა.

2. B ჯგუფის ვიტამინები უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით (რაც ასე აუცილებელია დიეტის დროს), აძლიერებს ნერვულ სისტემას.

ვიტამინ B-ს დიდი რაოდენობით შეიცავს: თევზი, ცეხვილი პური, ნიგოზი, თხილი, რძე, ავოკადო, ფინიკი, სტაფილო.

ქალებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ვიტამინი B1 (ფოლიუმის მჟავა), რომელსაც შეიცავს: პარკოსნები, ღვიძლი, ისპანახი.

3. ვიტამინი C აქტიურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც აჩქარებს დაბერების პროცესს; აძლიერებს იმუნიტეტს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

ვიტამინ C-ს დიდი რაოდენობით შეიცავს: ციტრუსები, კივი, კენკრა, ხურმა, მარწყვი, ვაშლი, ოხრახუში, ასკილი.

4. მაგნიუმი აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მუშაობისა და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის. მას დიდი რაოდენობით შეიცავს: ნიგოზი, თხილი, ბანანი, ავოკადო, ბრინჯი.

5. კალციუმი ამაგრებს ძვლოვან სისტემას, კბილებსა და ფრჩხილებს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას. ხელს უწყობს წონაში დაკლებას. შეიცავს: რძის პროდუქტები, თევზი, მწვანილი, ქოქოსის რბილობი.

6. ვიტამინი D-ს მეშვეობით ორგანიზმი ითვისებს კალციუმს. გარდა ამისა, ის ებრძვის კანის დაავადებებს, აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას, ხელს უშლის გასუქებას (ცხიმების დაგროვებას). შეიცავს: ცხიმიანი თევზის ჯიშები, თევზის ქონი, ზღვის პროდუქტები და კვერცხის გული.

7. ვიტამინი E არის შესანიშნავი ანტიოქსიდანტი და აახალგაზრდავებს კანს, იცავს მას ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან; შეიცავს: მცენარეული ზეთები, გაღივებული ხორბალი, ნიგოზი, თხილი, ავოკადო.

8. რკინა აუცილებელია ანემიის პროფილაქტიკისთვის (განსაკუთრებით – ორსულობის პერიოდში).

რკინის ძირითადი „მომწოდებელია“: ხორცი, თევზი, პარკოსნები, გარგრის ჩირი („კურაგა“), ქიშმიში, მარცვლეული, ვაშლი. რკინას ორგანიზმი უკეთ შეითვისებს C ვიტამინთან ერთად.

9. ფიტონუტრიენტები არის სასარგებლო ნივთიერება, რომელსაც შეიცავს მცენარეული პროდუქტები. ეს ნივთიერება ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, იცავს ორგანიზმს კიბოს დაავადების, თრომბის წარმოქმნისა და ათეროსკლეროზის წარმოქმნისგან;

ფიტონუტრიენტებს შეიცავს: პომიდორი, ალუბალი, ჟოლო, ყურძენი, კივი, ვანილი.

ძვირფასო ქალბატონებო! ნებისმიერი დიეტის დაცვისას, მით უფრო, თუ ის ხანგრძლივია, თქვენს ორგანიზმს აკლდება ესა თუ ის აუცილებლად საჭირო და სასარგებლო ნივთიერება, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს ორგანიზმის გამოფიტვას, დასუსტებასა და ნაადრევ დაბერებას. ამიტომ, დიეტის დაწყების წინ მოიმარაგეთ ყველა ის პროდუქტი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებებს შეიცავს, ჩართეთ თქვენს დიეტურ რაციონში და, გვერწმუნეთ; გახდებით ლამაზად, ჯანმრთელად, ეფექტურად და... ახალგაზრდულად. და, რაც მთავარი და, არანაკლებ მნიშვნელოვანია. გახდომის შემდეგ ხელახლა გასუქება  გამორიცხული იქნება.ლბატონებო! ნებისმიერი დიეტის დაცვისას, მით უფრო, თუ ის ხანგრძლივია, თქვენს ორგანიზმს აკლდება ესა თუ ის აუცილებლად საჭირო და სასარგებლო ნივთიერება, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს ორგანიზმის გამოფიტვას, დასუსტებასა და ნაადრევ დაბერებას. ამიტომ, დიეტის დაწყების წინ მოიმარაგეთ ყველა ის პროდუქტი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებებს შეიცავს, ჩართეთ თქვენს დიეტურ რაციონში და, გვერწმუნეთ; გახდებით ლამაზად, ჯანმრთელად, ეფექტურად და... ახალგაზრდულად. და, რაც მთავარი და, არანაკლებ მნიშვნელოვანია. გახდომის შემდეგ ხელახლა გასუქება  გამორიცხული იქნება.

 

скачать dle 11.3