კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორც შენ გინდა!

 

ყველაზე ხშირად ქალები თავადვე უშვებენ შეცდომებს და ამას ვერ ან არ აცნობიერებენ. სამაგიეროდ, თითქმის მაშინვე ცდილობენ, „დამნაშავე“ სხვაგან იპოვონ – ძირითადად, იმ ადამიანში, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ. არავინ იცის, სად არის ჩასაფრებული შენი ბედი და სად შეხვდები შენი ცხოვრების მთავარ ადამიანს. დავიწყოთ იმით, რომ რისკი ნებისმიერ ახალ წამოწყებას ახლავს და, მით უმეტეს, ვერაფრით იქნებით ამისგან დაზღვეული ურთიერთობაში. წინასწარ უნდა განაწყოთ თუ გნებავთ, მოამზადოთ კიდეც საკუთარი თავი მოსალოდნელი და შესაძლო მარცხისთვის. მეორე ეტაპია დაკვირვება. აუცილებელია, შეისწავლოთ მისი პიროვნება. მიაქციეთ ყურადღება, როგორი ქალები მოსწონს. თუ თავის არჩევანში „მრავალფეროვანია“ და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გოგონებთან აქვს ურთიერთობა, ჰკითხეთ საკუთარ თავს – გჭირდებათ კი ასეთი მერყევი და არასტაბილური მამაკაცი საერთოდ?! უმჯობესია, თქვენი ენერგია და ყურადღება იმისკენ მიმართოთ, ვისთვისაც თქვენ ხართ ერთადერთი და განუმეორებელი.

ნუ იქნებით ჩაკეტილი, შებოჭილი... ნურც მეტისმეტად თავისუფალი. მამაკაცებს, ძირითადად, მხიარული, გახსნილი და ურთიერთობების მოყვარე ქალები იზიდავთ. ღირსეულ მამაკაცს სერიოზული ურთიერთობისთვის ქარაფშუტა ქალი არ სჭირდება. არ გამოიყენოთ ბოროტად მისი ხელგაშლილობა. ჯერ ერთი, ზოგიერთ მამრს ამით სითამამე ენიჭება და ხელ-ფეხს უხსნის. დაფიქრდით, რატომ უნდა გაჰყვეთ რესტორანში ერთი წუთის წინ გაცნობილ მამაკაცს? ის აუცილებლად გადაწყვეტს, რომ მასთან ღამის გატარებაზეც არ იტყვით უარს. თქვენ ხომ გსურთ, ყველაფერი ისე იყოს, როგორც თავად გინდათ; ხომ გსურთ, მუსიკა თავად შეუკვეთოთ?! შეეცადეთ და ნაცნობობის პირველ ეტაპზე გაარკვიეთ, რამდენად ტაქტიანი, წესიერი და სანდოა მამაკაცი, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობის დაწყებას აპირებთ.

 

скачать dle 11.3