კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში ვერ პოულობს ცხოველი საერთოს ადამიანთან და როგორ მოვარჯულოთ ჯიუტი ძაღლი

 

თუ ძაღლის აყვანა სერიოზულად გადაწყვიტეთ და ეს მხოლოდ დროებითი ახირება არ არის, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ძაღლისა და ოჯახის წევრების ერთად ცხოვრება სასიამოვნო უნდა იყოს და ერთმანეთს კარგად უნდა ეგუებოდეთ. თუ ჯიშზე სწორად იქნებით ორიენტირებული, ასევე, სწორად აღზრდით ძაღლს და არ გაატუტუცებთ მას და არ აქცევთ პატარა, ურჩ არსებად, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება და თქვენც კმაყოფილი იქნებით და თქვენი ოთხფეხა მეგობარიც. როგორ უნდა მოახერხოთ ყოველივე ეს, ამის შესახებ ძაღლსაშენ „ბოდიგარდ ლენდის” ხელმძღვანელი ბექა მეტრეველი გვესაუბრება.

– მართალია, ადამიანისა და ძაღლის მეგობრობა საკმაოდ დიდ დროს ითვლის, მაგრამ არის შემთხვევები, რომ ოჯახში მიყვანიდან წლების განმავლობაში ის მაინც მოუშინაურებელია. ეს რისი ბრალია?

– ეს იმის ბრალია, რომ ცხოველი  არ არის სათანადოდ აღზრდილი და ადამიანი მასთან საერთოს ვერ პოულობს. როცა ლეკვის აყვანას გადავწყვეტთ, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, მასთან კონტაქტის დამყარებაა. კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ის ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი წევრია და არა არსება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბინას იცავს არასასურველი სტუმრებისგან. 

– და მაინც, როგორ უნდა გამონახოს ადამიანმა ძაღლთან საერთო ენა?

– როცა ჩამოვყალიბდებით, თუ რა ფუნქცია უნდა შეგვისრულოს ძაღლმა, რომლის სახლში მოყვანაც გვსურს და ამის შემდეგ შესაბამისი ჯიშის წარმომადგენელს შევარჩევთ, მას ოჯახში აუცილებლად სათანადო ადგილი უნდა მივუჩინოთ. ძაღლს აბსოლუტურად ყველანაირი პირობა უნდა შევუქმნათ. 

– არის შემთხვევები, როცა პატრონი სახლში მიყვანისთანავე აბამს ძაღლს, თუნდაც იმიტომ, რომ სტუმარს არ შეუქმნას დისკომფორტი. ეს მიზანშეწონილია?

– ლეკვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაბმული ან ერთ ოთახში გამოკეტილი იმის გამო, რომ ვიღაცას უქმნის დისკომფორტს, ან, შარდავს და ამით თავად გექმნებათ პრობლემა. მას ოჯახის თითოეულ წევრთან ძალიან ახლო კონტაქტი უნდა ჰქონდეს. ამის შემდეგ ლეკვი თავად ირჩევს ოჯახში საყვარელ წევრს და, ასევე – წინამძღოლს. ხშირ შემთხვევაში, ლეკვი წინამძღვრად ოჯახის უფროსს ირჩევს, ხოლო განსაკუთრებული სიყვარულით სხვას ეპყრობა, მაგალითად – ბავშვს. აქედან გამომდინარე, ყველანაირად უნდა შევეცადოთ, ლეკვს ყველანაირი კომფორტი შევუქმნათ, ოღონდ, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავათავხედოთ ზედმეტი ყურადღებითა და მოფერებით. ზედმეტი კომფორტი ცხოველისთვის ზედმეტი გათავხედებაა, რისი წყალობითაც, შეიძლება, დროთა განმავლობაში შემოგიღრინოთ ან თუნდაც გიკბინოთ. 

– რა უნდა მოვიმოქმედოთ ამის თავიდან ასაცილებლად?

– უნდა ვეცადოთ, რომ ურთიერთობა დავაბალანსოთ და მას ვუყუროთ როგორც ბავშვს. სულიერი კონტაქტის დასამყარებლად აუცილებელია, მივიღოთ დამსჯელი სანქციები და ლეკვი ჩვენს ჭკუაზე ვატაროთ.

– მაგალითად?

– გავაკეთებინოთ ის, რაც ჩვენ გვინდა. ცნობისთვის, ლეკვი ყველაზე ჯიუტი არსებაა, მას შეუძლია, ძალიან ბევრჯერ მოისმინოს, რომ რაღაცის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ, ძალიან ბევრჯერ იგივე გაიმეოროს. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი ნებისყოფა უნდა გვქონდეს მისი აღზრდის დროს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ლეკვის თავის ნებაზე მიშვება. ყველაზე კარგი ფსიქოლოგიური დამსჯელი მეთოდია, ის გავაკეთებინოთ, რაც არ უყვარს. მაგალითად, ჭამა ლეკვისთვის ყველაზე მეტად წამახალისებელი რამ არის. თუ ლეკვი დღეში 4-5 ჯერ იკვებება, დასჯის თვალსაზრისით, ერთი კვება გამოვუტოვოთ, ან, სასეირნოდ არ წავიყვანოთ დიდი ხნით და მხოლოდ ხუთი წუთით ჩავიყვანოთ ეზოში. ოღონდ, ეს დროულად უნდა მოხდეს და, ასაკის მატებასთან ერთად, ასე თუ ისე, თვინიერი გაიზრდება. გუშინ დააშავა და დღეს გავაკეთოთ  – არ იმოქმედებს. რეაგირება სწრაფი უნდა იყოს. შეიძლება უყვიროთ, მსუბუქად ხელიც წამოარტყათ, მაგრამ, ამგვარი დასჯა მაინცდამაინც კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს.

 არის შემთხვევა, როცა ვერ დგება ადამიანისა და ძაღლის ურთიერთობა. ასეთი რამ ხშირად გამოცდილ კინოლოგებსაც კი ემართებათ.

– რატომ?

– ეს განპირობებულია ჯიშიდან გამომდინარე. როცა ძაღლი და ადამიანი ერთ სახლში ცხოვრობენ, ერთიც და მეორეც კმაყოფილი უნდა იყოს, ასევე, მათ მეგობრული ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. როცა ადამიანია თვითონ ფლეგმატური, არასპორტული, იღვიძებს დღის 2 საათზე, იძინებს ღამის 3 საათზე და ჰყავს სპორტული ტიპის ძაღლი. რომელიც პატრონს ყოველ დილას 9 საათზე გააღვიძებს საყელურით პირში – გამასეირნეო, ამან, შეიძლება, ძაღლის მფლობელი ჭკუიდან შეშალოს. შესაბამისად, ვერ შედგება მათი ერთად ცხოვრება. ამიტომ, ჯერ ჯიში უნდა შეირჩეს სწორად და მერე მისი სწორი აღზრდა უნდა დაიწყოთ. 

 როცა ძაღლი ჯანმრთელი, კარგად ნაკვები და პატრონთან ცხოვრებით ბედნიერია, ის თავის ფუნქციას ყოველთვის „ხუთიანზე“ შეასრულებს. ცხოველის სახლში ყოლა და მოვლა რომ გავიმარტივოთ, პირველ ყოვლისა, ყველაზე დიდი აქცენტი ჯიშის შერჩევაზე უნდა გაკეთდეს.

 

скачать dle 11.3