კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იქნებ, არც ღირს...

 

იდეალურ, საიმედო, მოსიყვარულე პარტნიორზე ყველა ქალი ოცნებობს და გამონაკლისი არც თქვენ ხართ. მაგრამ, რას აკეთებთ მის საპოვნელად?! დიახ, სწორედ აქედან უნდა იაქტიუროთ და არ დაელოდოთ, ბედი როდის გაგიღიმებთ. შეიძლება, მართლა მოხდეს სასწაული და გაგიღიმოთ კიდეც. მაგრამ ამის იმედად ხომ ვერ  იქნებით?! თუმცა, არც ბრმად აქტიურობა ვარგა. არასოდეს გააღიზიანოთ მამაკაცი (მიხვდებით, როგორი გაღიზიანებაც იგულისხმება), არ დასცინოთ მის მამაკაცურ ღირსებას და არ შეურაცხყოთ ის. არ არის საჭირო მისი აგრესიის გამოწვევა და პროვოცირება. ხომ არ იცით, როგორი ხასიათი აქვს მას – მშვიდი და გაწონასწორებული თუ ფეთქებადი. თქვენი ყველა ნაბიჯი კარგად მიფიქრებული და აწონ-დაწონილი, ხოლო თქვენი საქციელი გასაგები უნდა იყოს მისთვის. თავიდანვე რებუსებს, გამოცანებს თუ შესთავაზებთ, ახლოს აღარ გაგეკარებათ.

ნუ გამოჰკითხავთ მამაკაცს მისი ძველი რომანების ამბავს. გულწრფელები რომ ვიყოთ, რეალურად ხომ არც გაინტერესებთ და, საერთოდაც, შეეცადეთ, საწყის ეტაპზე მაინც, რაც შეიძლება ნაკლები პირადული ხასიათის შეკითხვა დაუსვათ. მაგრამ, თუ გადაწყვეტთ, რომ ეს ის მამაკაცია, რომელთანაც თქვენ სერიოზულ ურთიერთობას გააგრძელებთ, მაშინ გულახდილი საუბარი, უბრალოდ, აუცილებელია.

P. S. თავიდანვე გადაწყვიტეთ, რას ნიშნავს თქვენთვის ეს ურთიერთობა. თუ ის მხოლოდ გართობაა და პატარა თავგადასავალი, ოცნებებში ნუ გადაიჭრებით და სამომავლო გეგმებს ნუ დააწყობთ – ამით ისევ საკუთარ თავს შეუქმნით პრობლემებს. ერთი სიტყვით, შეხედეთ... იქნებ, არც ღირს...

 

скачать dle 11.3