კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იწყებოდა...

 

თუ ზოგჯერ ეჭვი გიჩნდებათ, რომ „ის“ ის არ არის, ვინც გეგონათ და ცხოვრება დაუკავშირეთ ადამიანს, რომელსაც, თურმე, საერთოდ არ იცნობდით, ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებამდე კარგად დაფიქრდით. გაიხსენეთ, როგორ იწყებოდა ყველაფერი... ხომ ფიქრობდით, რომ მასზე საინტერესო, თბილი და ყურადღებიანი ადამიანი არავინ იყო? ხომ გელამაზებოდათ ცხოვრება, როცა მას ხედავდით? ხომ უწყობდით ერთმანეთს პატარ-პატარა დღესასწაულებს? თუმცა, რაზე ვსაუბრობთ, როცა მასთან შეხვედრა იყო უკვე დღესასწაული... დადიოდით ყველგან და მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად გაატარებდით დროს, რადგან მთავარი თქვენი ერთად ყოფნა იყო და არა კონკრეტული გარემო.

თქვენი ძირითადი პრობლემა ახლა ის კი არ არის, რომ არჩევანში შეცდით. პრობლემა იმ რუტინაშია, რომელიც ყველანაირ ურთიერთობაში იჩენს თავს... მით უმეტეს, როცა საუბარია ოჯახზე. ყოველდღიურობა ხომ არასდროს არის ნათელი ფერებით სავსე. განსაკუთრებით, როცა ოჯახს სერიოზული „სტაჟიც“ აქვს. ასეთ დროს, ზოგჯერ საკმარისია, უბრალოდ, წარმოიდგინოთ, რომ არ იცნობთ საკუთარ ქმარს. რომ ის არის მამაკაცი, რომელმაც დაგაინტერესათ და გადაწყვიტეთ, მოხიბლოთ. შეეცადეთ, ისევ განიცადოთ მღელვარე მომენტები და თავიდან დაიწყეთ ურთიერთობის „შენება“, თუნდაც თამაშით... თუნდაც სპონტანურად... ნუ დაუშვებთ შეცდომას და ნუ დაადანაშაულებთ მეუღლეს იმაში, რომ ის არ აკეთებს არაფერს თქვენი ურთიერთობის გადახალისებისთვის. ნუ დაელოდებით მას, ინიციატივა თავად გამოიჩინეთ და ამ თამაშში ისიც აიყოლიეთ. ქალები გაცილებთი კარგად ახერხებენ ამას. მათი ბუნება ბევრად უფრო არტისტულია და შემოქმედებითი. თანაც, მამაკაცები უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილნი ცვლილებისადმი, თუნდაც ის პოზიტიური იყოს. ამიტომ, თუ მას ზაფხულის ამ ცხელ დღეებში ტელევიზორის წინ ჯდომა და ცივი ლუდის წრუპვა ურჩევნია, იმას კი ნუ იფიქრებთ, ამისგან არაფერი გამოვა და დროა, „გამოვცვალოო“, დაიწყეთ და აიყოლიეთ!..

 

скачать dle 11.3