რატომ არის აუცილებელი ორგანიზმისთვის ხილისა და ბოსტნეულის წვენები
გთავაზობთ რამდენიმე სახეობის ხილისა და ბოსტნეულის წვენების შეთავსება-შეხამებას, რომლებიც სასიამოვნო გემოთი და სამკურნალო მოქმედებით გამოირჩევა:
მკვებავი წვენები – ბანანი და მანგო; მარწყვი, ანანასი და ყურძენი; ნესვი, ბანანი, მარწყვი, ჟოლო, მანგო და ანანასი; მოცვი და ჟოლო.
გამწმენდი წვენები – სტაფილო, ვაშლი და ჭარხალი; სტაფილო, ჭარხალი და კიტრი; კოჭა, ლიმონი და თაფლი; სტაფილო, ოხრახუში და ნიორი; სტაფილო, ვაშლი, კომბოსტო და ნიახური.
ანტიმჟანგავი წვენები – ფორთოხალი და გრეიპფრუტი; ფორთოხალი და სტაფილო; შავი ყურძენი, მსხალი და ვაშლი; ფორთოხალი, მარწყვი და პომიდორი; პომიდორი და ისპანახი; შავი ყურძენი, ვაშლი და ლიმონი; ვაშლი და წითელი მოცხარი.
ყველანაირი წვენი არ შეესაბამება ციტრუსის წვენს, რადგან ამ უკანასკნელში არსებულმა მჟავამ, შეიძლება, სხვა წვენის აჭრა გამოიწვიოს და ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.
კაროტინით მდიდარი სტაფილოსა და პომიდვრის წვენებში შეურიეთ მცირეოდენი მცენარეული ზეთი, რადგან კაროტინი მხოლოდ ცხიმთან ერთად შეითვისება.
წვენების მომზადების დროს ნუ გამორიცხავთ კოჭასა და ნიორს. მათში ბევრია ფიტონციდი, ნივთიერებები, რომელთაც ანტიბაქტერიული და ანტიკანცეროგენური მოქმედება აქვს.
ციტრუსების, ისპანახისა და პომიდვრის მჟავე წვენები აუცილებლად შეანაცვლეთ სტაფილოს, ნიახურისა და კომბოსტოს წვენებით, რათა მჟავეტუტოვანი ბალანსი არ დაირღვეს.
თუ ზედმეტი წონა ან დიაბეტი გაწუხებთ, მოერიდეთ ბანანისა და მანგოს წვენებს. სხვა ტკბილი წვენები კი წყალში გააზავეთ.
ყველანაირი წვენის დალევა კარგია დილით, უზმოზე. თუ წვენს საკვებს მიაყოლებთ, მაშინ მათში არსებული მკვებავი ნივთიერებების დიდი ნაწილი არ შეითვისება ორგანიზმის მიერ.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ წვენებს არ შეუძლია ხილისა და ბოსტნეულის შეცვლა, რადგან საჭმლის ნორმალური მონელებისთვის ბოჭკოებია აუცილებელი. ამიტომ წვენები სვით როგორც კვების ჯანსაღი დანამატი.