კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უძილობას და ნევროზს თავშავა მოგიხსნით

 

 

თავშავას პრეპარატებს აქვს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობების შემახორცებელი, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, ამოსახველებელი, შარდმდენი, ოფლმდენი, საჭმლის მომნელებელი, წნევის დამწევი და კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტი.

შეკრულობის, კუჭის სპაზმის ან უმადობის დროს ორ ჩაის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. ნახევარი საათით თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ და შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა თბილი ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

სისხლძარღვების სპაზმის ან თავის ტკივილის დროს, ოთხ სუფრის კოვზ ნედლეულს დაასხით ერთი ლიტრი ადუღებული წყალი, ერთი საათის განმავლობაში თავდახურული გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და ამ ნაყენით დაიბანეთ თავი და სახე. თავი თბილად შეიხვიეთ და ჩაწექით ლოგინში.

ნევროზისა და უძილობის დროს, ერთ სუფრის კოვზ ნედლეულს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. დააყენეთ ერთი საათით, გადაწურეთ და მიიღეთ სამი სუფრის კოვზი ნაყენი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ერთი თვის განმავლობაში.

ხველების ან გრიპის დროს, ორ ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ თავშავას დაასხით ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი. გააჩერეთ ერთი საათით თავდახურულ ჭურჭელში. გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მიიღეთ გამოჯანმრთელებამდე.

 

скачать dle 11.3