მარიოს ცხელი ზაფხული
„მანჩესტერ სიტის” შავკანიანი იტალიელი ლეგიონერის, მარიო ბალოტელის პირადი ცხოვრება კვლავ აქტუალურია ევროპული ტაბლოიდებისთვის. ამჯერად სკანდალური ფეხბურთელი პაპარაცებმა მოდელ რაფაელა ფიცოსთან ერთად გამოიჭირეს. წყვილი აბსოლუტურად ყველგან ერთად ჩნდება – ქუჩაში, რესტორნებში, პლაჟზე და ღამის კლუბებში. თავის შვებულებას ფეხბურთელი ნეაპოლში ატარებს და სწორედ იქ დააფიქსირეს მარიო და რაფაელა, ხელიხელჩაკიდებულნი „მილიონერთა ქალაქის” ქუჩებში რომ სეირნობდნენ. ჯერჯერობით უცნობია, სერიოზული ურთიერთობა აქვს თუ არა მარიოს, თუმცა მისი მექალთანეობის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ რაფაელა მისი მორიგი „მსხვერპლი” აღმოჩნდეს.